photo Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "photo"

ყველაზე აჭარული აჭარული ხაჭაპური

მის გარეშე წარმოუდგენელია ზღვაზე შვებულება, ქობულეთი და ბათუმი.  მიხვდით ალბათ, საუბარია აჭარული სამზარეულოს ყველაზე აჭარულ, უკვე რეგიონის სიმბოლოდ ქცეულ აჭარულ ხაჭაპურზე. ლეგენდის თანახმად ასეთი ფორმა ჩვენი საყვარელი სასმუსნაოს შემქმნელს ზღვაში დანახულმა მეთევზის ნავმა ჩააგონა, კვერცხის გული კი ჩამავალი მზის სიმბოლოდ ჩაახალა. აი ასეთი ლამაზი ისტორია აქვს ამ კალორიების ბომბას :) ახლა კი

ნაყინის შარლოტკა

ზაფხული ისე გავიდა, ამ რეცეპტის გამოქვეყნება ვერ მოვახერხე. ახლა თბილისში აცივდა და შეიძლება არც არავინ მოამზადოს. მაგრამ  მომავალი ზაფხულისთვის ხომ არ გადავდებ, ამიტომ ისევ გამოქვეყნება ვარჩიე. ეს დესერტი განსაკუთრებულია იმით, რომ ძალიან მარტივად მზადდება, ზაფხულის სიცხეში ქურასთან ტრიალს და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, ეფექტურია და სტუმრებს აფიქრებინებს, თითქოს მათი გამასპინძლებისთვის განსაკუთრებულად

ბროკოლის სალათი იტალიურად

დაახლოებით 2 წლის წინ, ბლოგის ერთ-ერთმა მკითხველმა, ქეთი მაღლაკელიძემ ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გამიკეთა და იტალიელი შეფ-მზარეულის, ჯინო დ'აკამპოს წიგნი მაჩუქა. მისი ეს ჟესტი, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნო იყო  ჩემთვის და დღემდე, როცა ამ წიგნს ვშლი, მადლიერების გრძნობა მავსებს :)  წიგნის გარდა უგემრიელესი ფორთოხლის მარმელადი და არომატული ჩაის ნაკრებიც გამომიგზავნა. კულინარიის სიყვარულმა,

ღორის ნეკნები ბოსტნეულით

როგორია ეს კერძი? ფერადი, ნოყიერი და გემრიელი :)  თქვენ ხომ ახლა ყველაზე გემრიელ ბლოგს კითხულობთ ;)   ღორის ნეკნები 1 კგ (დაახლ. 4-5 ნაჭერი) კარტოფილი 3 საშუალო სტაფილო 2 ყაბაყი 1 სშუალო ზომის ფერადი ბულგარულები, მომცრო 1-1 პამიდორი 2 ცალი როზმარინის ფოთლები დჭრილი 1 ს.კ. 10ქონდარი ხმელი  2/3 ს.კ ხახვი 1-2 თავი შავი პილპილი ახალდაფქული 1 ჭ ბულიონი 1 ჭ თეთრი ღვინო დაჭრილი ოხრახუში

შოკოლადის ნამცხვარი

მცირე პაუზის შემდეგ პირველი პოსტისთვის ეს შოკოლადის ნამცხვარი შევარჩიე. დღეს შაბათია, გემრიელი სადილებისა და დესერტების დღე.  გაინებივრეთ თავი, შემდეგ კი ბევრი ისეირნეთ მზითა და სითბოთი სავსე პარკებში, ქუჩებში :)   130 გ შაქარი 2-3ს.კ  არაჟანი 130 მლ  რძე 1  კვერცხი 1 კვერცხის გული 2 ს.კ  კაკაო 1 ჩ.კ სოდა+ლიმონის წვენი 100 მლ ზეთი ან გამდნარი კარაქი ფქვილი იმდენი, რომ კეფირის

გოგრის არომატული კრემ-სუპი

გოგრის სუპის იმ რეცეპტებიდან რაც მე მომიმზადებია ან გამისინჯავს, ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მომწონს.  განსაკუთრებით უხდება არომატული კრუტონები, რომელსაც ხშირად ვამზადებ წვნიანებთან მისაყოლებლად. თუ დაინტერესდებით, რეცეპტისთვის ამ ბმულზე დააწკაპუნეთ. გაფცქვნილი, გარჩეული გოგრა - 850-900 გ კარტოფილი -1 ცალი, მოზრდილი ხახვი - 1 დიდი თავი ნიორი-2 კბილი ბეკონი - 3-4  ფირფიტა გოგრის თესლები - 1 მუჭა წითელი წიწაკა (ჩილი ან

სტაფილოს რულეტი მასკარპონეს კრემით

დღევანდელი დესერტი სტაფილოს რულეტია. თუ თქვენ ჯერაც არ გაგისინჯავთ სტაფილოსგან მომზადებული ტკბილეული, იცოდეთ რომ უკვე დროა :) ძალიან გემრიელია კექსი, ტორტი, რულეტი, ბლინი, მაფინი... სტაფილოს ტორტის რეცეპტი უკვე გვაქვს ამ ბმულზე 4 მსხვილი კვერცხი 130 გ სტაფილო, გახეხილი 70 გ ნიგოზი, ნიგოზი 80 გ შაქარ 150 გ ფქვილი 1 პაკეტი (10 გ) გამაფხვიერებელი 1/4 ჩ.კ. დაფქული ხმელი ჯანჯაფილი 1/2

ხორცის ბურთები სოუსი ტერიაკით

ეს რეცეპტი აზიური სამზარეულოს მოყვარულებს მოეწონებათ. ქართული ტრადიციული გემოებისგან საკმაოდ განსხვავებულია, თუმცა გემრიელი. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვეწონა. ის საერთოდ ყოველთვის პოზიტიურად ხვდება ჩემს კულინარიულ ექსპერიმენტებს და განსხვავებულ კერძებსაც სიამოვნებით მიირთმევს. სამაგიეროდ, ჩემმა შვილმა აიბზუა ცხვირი.მაგრამ მას, საერთოდ იშვიათად მოსწონს რამე, რაც ტკბილი არ არის. ტერიაკი იაპონურ სამზარეულოში  საჭმლის მომზადების

ფონდიუ

ფონდიუ შვეიცარული კულინარიის ერთერთი გამორჩეული კერძია, გამორჩეული ძირითადად ალბათ იმით, რომ დღეს, როცა ევროპული სუფრა სულ უფრო და უფრო ნაკლებად იცნობს არაინდივიდუალურ ანუ საზიარო, საერთო კერძებს, ფონდიუ დღესაც აერთიანებს სუფრის გარშემო მსხდარ ადამიანებს. ამბობენ, რომ ფონდიუ მწყემსების მოგონილია (სხვათა შორის, ძალიან საინტერესოდ აქვს აღწერილი ამ კერძის ისტორია ირმა იანტბელიძეს) და თავის

ნაყინის ტორტი

დღეს ნაყინის ტორტით მოვედი :) ზაფხულის ხვატს სწორედ ასეთი დესერტები უხდება! კალორიებზე არ მეწუწუნოთ, უბრალოდ გააკეთეთ, მიირთვით და დატკბით:) ადვილია, ისევე როგორც ჩემს მიერ შემოთავაზებული რეცეპტების უმრავლესობა. სამაგიეროდ, თავს ნამდვილად მოიწონებთ სტუმრებთან თუ ოჯახის წევრებთან. 1 ყუთი ვანილის ნაყინი (500 გრამიანი) 80 გ კაკაოს ორცხობილა (''პეჩენიას '' რომ ვეძახით სრულიად საქართველო) 1 სნიკერსი

კოვზები, ჩანგლები, დანები და ჭიქები – ეს საინტერესოა

ერთ წიგნში, შემთხვევით, დანა-ჩანგლისა და ჭიქების სხვადასხვა სახეობის დანიშნულებების შესახებ საინტერესო გვერდს გადავაწყდი და გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ :) ეს დანები, ჩანგლები და კოვზები: ესეც - ჭიქები: დროებით :)

ღორის ხორცი ანანასით

ხორცთან ხილი ერთ-ერთ საუკეთესო შეხამებად მიმაჩნია. ექსპერიმენტებს არ ვერიდები და ხშირად ვამზადებ სხვადასხვა სახის ხორცეულს ფორთოხლით, ქლიავით, ვაშლით, კომშით, ალუბლით, ყურძნით, ლიმონით...  ცალკე თემაა საწებლები - ცოტა ხნის წინ მოცხარის საწებელი გავაკეთე, რომელიც შემწვარ ხორცთან და კარტოფილთან სრულ ჰარმონიაში მოვიდა. მიხვდით ალბათ, დღესაც ხილისა და ხორცის დუეტს გთავაზობთ, ძალიან წარმატებულს, მრვალგზის

Top