new Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "new"

წვნიანი მიდიებით

დღეს ისე გრილა, ცხელი და ცხარე წვნიანის ჭამა სასიამოვნოც კია :)  ეს მიდიების არომატული სუპია, ღვინით და ოსპით.  თუ სახლში ყველა ინგრედიენტი გაქვთ, სცადეთ, გემრიელი, სასარგებლო და სურნელოვანია :)   250-300 გ გარჩეული მიდიები 1 სტაფილო ½ ჭ წითელი ოსპი 1 ხახვი 1 კბილი ნიორი 600 მლ წყალი ½ ჭ წითელი ღვინო (თეთრიც შეიძლება) ½ ჭ ტომატის საწებელი ან

Beef Ragu / ძროხის ხორცის რაგუ [Video]

Nothing Smells as delicious as slow-cooked meat for dinner.  Tender beef, cooked with vegetables and served with pasta - your family will Love this Beef Ragu. Ingredients:/შემადგენლობა: - 1 kg. beef/1კგ.ძროხის ხორცი - 850g. mushrooms/850გ.სოკო - 1 glass of dry red wine/1 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო - 1 cube of chicken bouillon/1 კუბიკი ქათმის ბულიონი -

ქათმის ნაგეთსები

დღევანდელი რეცეპტი - მარტივი, ხრაშუნა და გემრიელი ნაგეთსებია.  ნაყიდის ალტერნეტივად მოვამზადე და ჩემი მოკრძალებული აზრით, უკეთესიც კია. ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ ის მაინც ვიცი, რომ ათასჯერ გაცხელებულ ზეთში არ შემიწვავს, სანელებლებს და არომატებს კი ჩემი განწყობის, გემოვნების და სურვილის მიხედვით ვარჩევ ხოლმე.       500-600 გ ქათმის ფილე ნახევარი ლიმონის წვენი და ცედრა 2 კვერცხი ½ ჭიქა

Mushroom, Sausage and Cheese Omelette [Video]

Ingredients: - three eggs / 3 კვერცხი - half onion / ნახევარი ხახვი - two slices of sausage / 2 ნაჭერი სოსისის - two slices of cheese / 2 ნაჭერი ყველი - few mushrooms / რამდენიმე სოკო - chilli paste / ჩილი პასტა - salt / მარილი - oil / ზეთი (ვიდეოს ახლავს ქართული სუბტიტრები) http://youtu.be/Ur2vRIiU-aw

სპაგეტი მიდიებით და პამიდვრით

ზოგჯერ გული მწყდება, სადმე ოკეანის პირას რომ არ ვცხოვრობ, სადაც ყოველ სისხამ დილით მეთევზეებს ახალდაჭერილი თევზი და ზღვის პროდუქტი გამოაქვთ წყლიდან. ეს ჩემი საყვარელი საკვებია, მაგრამ ქართულ რეალობაში ძნელია თავი ხშირად გაინებივრო: არც არჩევანია დიდი და არც ფასია პატარა :)  თუ თქვენც გიყვართ ზღვის პატარა, უშნო არსებები და  მაცივარშიც მოგეპოვებათ

არომატული ზეთი და ძმარი სალათებისთვის

სხვადასხვა არომატით გაჯერებული ზეთი და ძმარი ძალიან ადვილად მზადდება და არაჩვეულებრივ სურნელსა და გემოს  სძენს სალათებს. მინის პატარა ჭურჭელში უამრავი სახეობა შეგვიძლია დავამზადოთ, იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებით გვსურს მათი გამოყენება.  ზეთისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე ინგრედიენტი: ნიორი, წიწაკა, პილპილის მარცვლები, როზმარინის ტოტი, ბაზილიკის ან შაშკვლავის ფოთლები, ხმელი

გარგრის მურაბა

სოფელში ერთი ბებერი გარგრის ხე გვიდგას, ნახევრად გამხმარი, იშვიათად ისხამდა ნაყოფს. ან  შეიძლება ჩვენ ჩავდიოდით იშვიათად და ვერ ვხედავდით...  ზუსტად არც კი ვიცი. წელს ნამდვილად გაგვანებივრა და თითქმის სავსე ყუთი ოქროსფერი, მწიფე, წინწკლებიანი და ძალიან გემრიელი გარგარი ჩამოვიტანეთ. ჯეიმი ოლივერს თუ დავუჯერებთ (კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა დავუჯეროთ?)  გარგარი ცხიმიან

ტოლმის ფესტივალი თბილისში

დღეს თბილისში ტოლმის ფესტივალი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი "შუშანიკ", სომხური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის განაცხადში ხაზგასმით იყო მითითებული ღონისძიების მიზანი - "სომხური ტრადიციული კერძების პოპულარიზაცია", მე მაინც თავს შევიკავებ იმის მტკიცებისგან რომ ტოლმა სომხური კერძია (ან არ არის) და უბრალოდ აღვნიშნავ რომ ეს იყო

ხილის ყინულოვანი პოპები

სცადეთ, არ დაიზაროთ, ეს პოპები ზუსტად ფერადი ხილის სეზონისთვისაა ზედგამოჭრილი :)) 4 პოპისათვის დაგჭირდებათ: - პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები - ხის ჯოხები - 9 სუფრის კოვზი წყალი - 2 სუფრის კოვზი შაქარი - 140 გრამი დათლილი კივი - 170 გრამი მანგო (ან სხვა ყვითელი ხილი, ვთქვათ - ნესვი) - 170 გრამი ჟოლო, მარწყვი ან სხვა წითელი კენკრა წყლისა და შაქრისგან

არომატულ ცომში შემწვარი ბოსტნეული

ბოსტნეულის ჩართვა ჩემი შვილის მენიუში ნამდვილი ოჯახური პრობლემაა. როგორც წესი, არაფერი მოსწონს. ეს რა არის? ამ წითელს არ შევჭამ, ეს მწვანე არ მომწონს და ასე გაუთავებლად. კრემ სუპებს ხშირად სწორედ იმის გამო ვამზადებ რომ ვერ გაარჩიოს შიგნით რა აქვს :D  ასე მომზადებულ ბოსტნეულს ჩემი წუნია შვილი სიამოვნებით მიირთმევს. როგორც ჩანს

ყაბაყი პროვანსულად, გორდონ რამზის მიხედვით

ეს მსუბუქი კერძი არაჩვეულებრივი გარნირია ნებისმიერი ხორცეულისთვის. სწრაფად მზადდება და მაქსიმალურად ინარჩუნებს გემოსა და სიჯანსაღეს.  შეგიძლიათ ცალკე კერძადაც მიირთვათ, მე სწორედ ასე მოვიქეცი :)  მომზადების იდეა, არც მეტი არც ნაკლები, გორდონ რამზიმ მომაწოდა ;) ერთ საღამოს  საქმეების პარალელურად მის შესანიშნავ შოუს F word-ს ვადევნებდი თვალს და სწორედ იქ მოამზადა ყაბაყი

ბარდის სუპი კრევეტებით

ეს მსუბუქი და ხასხასა კრემ-სუპი ძალიან სწრაფად მზადდება გაყინული ბარდით. შეგიძლიათ კრევეტების გარეშეც სცადოთ, ორივენაირად გემრიელია. 250 გ გაყინული მწვანე ბარდა 12 ცალი კრევეტი, უმი 2 საშუალო კარტოფილი ნედლი პიტნის რამდენიმე ფოთოლი 100 მლ ნაღები, 10-20% 1 ხახვი 2 ნივრის კბილი   გავარჩიოთ კრევეტები, დავუტოვოთ მხოლოდ კუდი. ჯამში მოვათავსოთ 1 კბილი დაჭრილი  ნიორი, 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და ამოვსვაროთ

Top