თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "food photo"

ისპანახის უგემრიელესი ღვეზელი

ესაა უმარტივესი ღვეზელი, რაც კი შეიძლება ისპანახისგან მომზადდეს და ამავდროულად ძალიან, ძალიან გემრიელია.  საერთოდ, თუ დაკვირვებიხართ, მარტივი კერძები ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოდის :)  იყიდეთ მზა ფენოვანი ცომი და 1 საათში ეს გემრიელი ღვეზელი თქვენს თეფშზე იდება. ერთადერთი სირთულე ამ რეცეპტში ისპანახის კარგად გარეცხვა და გარჩევაა. ისე, გაგიმხელთ, რომ როცა ვაკეთებდი, არ

სალათი ისპანახით

ბოლო დროს ისპანახი ძალინ შემიყვარდა. ალბათ იმიტომ რომ ბოლომდე გავაცნობიერე მისი სარგებლიანობა. ვცდილობ შევიყვარო პროდუქტები რომლები ორგანიზმისთის სასარგებლო და ჯანსაღია.  მაგრამ ფხალი ან კარაქში მოშუშული არ მიზიდავს, უფრო ცოცხალი. ამიტომ სალათის ფოთლები ისპანახით ჩავანაცვლე. მთავარია ქორფა და საღი ფოთლები იყოს, რომელიც ძალიან გემრიელი და ხრაშუნაა.  ისპანახის კრემ-სუპიც ძალიან გემრიელია 100 გ

ღუმელში შემწვარი ხორცი

ეს იყო საუკეთესო ხორცი, რომელიც კი ოდესმე მომიმზადებია! ისეთი ნაზი, ისეთი წვნიანი და არომატული, თითოეული ლუკმა ენაზე რომ გადნება. ჩემი სიტყვები ისე არ გაიგოთ რომ კულინარიული ოსტატობის უმაღლეს მწვერვალებს მივაღწიე, სულაც არა!  უბრალოდ ხორცი იყო რაღაც საოცრება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ცოტა შორიდან დავიწყებ: მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება ავსტრალიური და ახალზელანდიური ხორცი.

სპაგეტი ორაგულით

სამეფო ორაგული - სწორედ ასე ჰქვია ორაგულის ამ სახეობას და ჩემი აზრით, ეს სახელი ზედგამოჭრილია! სამეფოა, აბა რაა, სულ 15 წუთში, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის და ახალდაფქული პილპილის  დამატებით ღვთაებრივად გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება მისგან. როცა ცოტა დრო მაქვს, ან უბრალოდ მეზარება რაიმე განსხვავებულის გაკეთება, სწორედ ასე ვიქცევი: დაჭრილ-ორაგულს, აი

ერთი საღამოს შესახებ

გუშინ მოსკოვში -20 გრადუსი იყო და თბილ სახლში დარჩენას არაფერი სჯობდა. მაგრამ ბავშვები ბებიამ დაიტოვა და ჩვენც ვისარგებლეთ თავისუფლებით, გადავწყვიტეთ საღამო საინტერესოდ გაგვეტარებინა. პლანეტარიუმში წავედით. ვისაც ასტრონომია და კოსმოსი იზიდავს ეს ადგილი ნამდვილად მოეწონებოდა!  ათასნაირი გლობუსებით(დედამიწის, მთვარის, მარსის და ა.შ), ცის რუკებით, რაღაც ხელსაწყოებით, მეტეორიტების გამოფენით...   ყველაზე საინტერესო ვარსკვლავების

კალმახის ფილე ბეკონით

შესაძლოა, კალმახი და ბეკონი ერთად მეტისმეტად უცნაურად ჟღერდეს, თუმცა ეს კერძი უკვე  ჩემი ფავორიტების სიაშია :)  მერწმუნეთ, ძალიან გემრიელია, განსხვავებული და საინტერესო. 1 მოზრდილი კალმახი 1 ნაჭერი პური ½ წითელი ბულგარული წიწაკა 2 ნაჭერი ბეკონი 1-2 ს.კ ზეითუნის ზეთი პილპილი მარილი ოხრახუში ლიმონის წვენი   ბასრი დანით კალმახს ავაცალოთ ფილე. ამისთვის დანა დაუსვით ლაყუჩებთან და კუდისკენ გაასრიალეთ ხერხემლის გასწვრივ. მოაცილეთ ზედმეტი

ფუნთუშები ხაჭოთი და ზეთისხილით

ყველას მოგესალმებით :)  სწავლის დაწყების გამო, რამდენიმე დღე ბლოგისთვის ვეღარ მოვიცალე, მაგრამ ახლა ისევ აქ ვარ და თან შევეცადე რეცეპტიც  სკოლის თემასთან ახლოს ყოფილიყო. რას ვგულისხმობ და კვებას სკოლაში. ხომ იცით ეს როგორი მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია.  ამიტომ გადავწყვიტე დღეს ამ ფუნთუშების თქვენთვის გაზიარება, შეგიძლიათ წინა საღამოს გამოაცხოთ, მეორე დღეს

ომლეტი წიწაკით და ბაზილიკით

უბრალოდ შემწვარი კვერცხი ცოტა მოსაწყენია, არ მეთანხმებით?  მაგრამ თუ სხვადასხვა ინგრედიენტებს დავამატებთ, უკვე განსხვავებულ, გემრიელ საუზმეს მივიღებთ :) ადრე ვწერდი, რომ ქოთანში ბაზილიკი დავთესე. უკვე გაიზარდა და აქტიურად ვიყენებ სხვადასხვა კერძში. თქვენც გირჩევთ იგივეს გაკეთებას, ძნელი სულაც არ არის - 1 ქოთანი, 2-3 ლარი თესლის საყიდლად (რომელიც საკმაოდ დიდხანს გეყოფათ) და

ბუტერბროდი კიტრით და კრემ-ყველით

დილის საუზმისთვის შესანიშნავ იდეას გთავაზობთ. ესაა ბუტერბროდი კრემ-ყველით, კიტრითა და თაფლით. მისი  მომზადება ზუსტად 2 წუთში შეიძლება. დაგჭირდებათ პურის ნაჭერი, სასურველია მარცვლოვანი, სხვადასხვა თესლებით ან მსხვილად დაფქული ხორბლის. კრემ-ყველი (ან კარგი ხარისხის ნაღების მდნარი ყველი) კიტრის სიფრიფანა ნაჭრები თხევადი თაფლი, სასურველია ყვავილების, ნეიტრალუი, რბილი გემოთი დაჭრილი პიტნა მარილი და პილპილი გემოვნებით პურის ნაჭერს სქლად გადაუსვით კრემ-ყველი, დაალაგეთ ზემოდან

ყაბაყის ნავები პამიდვრით და ყველით

ყაბაყისგან მომზადებული კერძები ძალიან მიყვარს და სეზონზე ხშირად მივირთმევთ ამ შესანიშნავ ბოსტნეულს. დღეს ძალიან გემრიელ ვერსიას გაგიზიარებთ. 5-6 საშუალო ზომის ქორფა ყაბაყი 2 დიდი, მწიფე  პამიდორი 1-2 კბილი ნიორი ქინძი რეჰანი გახეხილი ყველი თავზე მოსაყრელად 2-3 ს.კ საფანელი ყაბაყი გაჭერით სიგრძეზე ორად და კოვზით გამოაცალეთ გული. გულს ნუ გადაყრით, რადგან მისგან შესანიშნავი კატლეტები კეთდება. ამაზე რეცეპტის ბოლოს გიამბობთ. ტაფაზე,საშუალო ცეცხლზე

წითელი ხავერდის ტორტი თეთრი შოკოლადის კრემით

ეს ტორტი ჩემი შვილის იუბილესთვის გამოვაცხე. ფერადი ტორტების გამოცხობის გამოცდილება აქამდე არ მქონდა, საკვებ საღებავებს იშვიათად ვიყენებ, მაგრამ ეს ტორტი გამონაკლისად მიმაჩნია. გარდა იმისა რომ ეფექტურია, თავად ბისკვიტიც ძალიან მომწონს. ცხიმის შემცველი ბისკვიტები  ბეზეზე დამზადებული ბისკვიტისგან განსხვავებით, უფრო ''სხეულიანია'' ნოტიო, არ საჭიროებს დანამვას. წითელი ფერის ვარიაციებზე წინასწარ  რეპეტიციები გავიარე:  ჯერ

Top