თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "featured"

სხვანაირი ყიყლიყო

ეს რეცეპტი ისეთი მარტივია, კარგა ხანს ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა გამოქვეყნება. თუმცა, დამწყებებს გამოადგებათ, გემრიელია, ზომიერად კალორიული და სასარგებლოც. თან ჩემსავით თუ დრო არ გყოფნით და სულ გეჩქარებათ, ნამდვილი მისწრებაა. მაშ ასე, ყიყლიყო. ცოტა მოდიფიცირებული ვერსიით :) ავიღოთ ორი კვერცხი (ან რამდენიც გშიათ იმდენი) ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან და თუ გნებავთ, პილპილთან ერთად. შემდეგ

ბრინჯი ბოსტნეულით და კარის ფხვნილით

ეს კერძი არაჩვეულებრივი გარნირია ქათმის ხორცისთვის, მაგრამ მის გარეშეც შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც დამოუკიდებელი კერძი.  კარის ფხვნილი თუ არ გიყვართ ან არ გაქვთ, უიმისოდ  მოამზადეთ, თუმცა ის ულამაზეს ყვითელ ფერს და დამახასიათებელ არომატს აძლევს.  კარის ფხვნილი (არსებობს კარის პასტაც) გახლავთ რამდენიმე სუნელის ნაზავი, თუმცა დამახასიათებელ ფერს და არომატს აძლევს მთავარი ინგრედიენტი კურკუმა.

კატლეტი – კუს ფორმით

კატლეტებს ყოველთვის ღუმელში ვამზადებ , ამჯერად გადავწყვიტე სახალისოდ მომემზადებინა - კუს ფორმის კატლეტები. დაგვჭირდება: 500 გრ ფარში (შერეული) 1 თავი ხახვი 2 კბილი ნიორი დაჭრილი ოხრახუში 1 კონა 1 ცალი კვერცხი ცოტა საფანელი ცოტა ხმელი პიტნა, ორეგანო, შავი პილპილი მარილი წიწიბურა, ვერმიშელი ან პიურე გარნირისთვის კარგად შეურიეთ მასა მიეცით სასურველი ფორმა, ისე, როგორც ფოტოებზეა აღწერილი.   თვალები შეგიძლიათ წიწიბურით გაუკეთოთ ან მიხაკით. ზემოტან ევროპული ყველის

ბრინჯის სალათა ბროწეულით, ნაიჯელა ლოუსონის რეცეპტით

ეს რეცეპტი ნაიჯელას საშობაო კერძების წიგნიდან გახლავთ.  ნაიჯელა გვირჩევდა, ამ გზით მოგვეხდინა საშობაო სადილიდან შემორჩენილი ინდაურის ხორცის უტილიზაცია. მე ინდაურის ნაცვლად შემწვარი ქათმის ხორცი გამოვიყენე, დანარჩენი რეცეპტის მიხედვით გავაკეთე. ერთს დავამატებ - ბროწეული არ დაინანოთ, ძალიან უხდება. 200 გ ბრინჯი ბასმატი 200 გ ქათმის ხორცი, მოხარშული ან შემწვარი (წინა სადილიდან

სტეიკი. მოკლედ და კონკრეტულად :)

კარგ სტეიკში ნახევარ სამეფოსაც გასცვლი კაცი. აი ისეთში, პირში რომ დნება, ნაზი, ვარდისფერი, წვნიანი...  თუ გრილზეა შემწვარი, შეიძლება პირდაპირ სამოთხეში იგრძნო თავი, თუმცა ტაფაზე შემწვარიც არ მტოვებს გულგრილს, როგორც წესი. ათასი სტატია მაქვს წაკითხული სტეიკზე და ათასი ვიდეო ნანახი იუთუბზე.  შესაბამისად უამრავი რჩევაც მომისმენია. ერთნი ამბობენ შეწვის დროს საერთოდ ნუ გადააბრუნებთო,

საკე, მისო და სუში ბერლინურად

სუში, იაპონური სამზარეულო

მოგზაურობის დროს ალბათ ფოტოისტორიებს ყველა ქმნით და ფოტოებს არა მხოლოდ ცნობილი ძეგლების წინ იღებთ, არამედ იმ კერძებსაც უღებთ, რითაც ეს კონკრეტული მოგზაურობა გამახსოვრდებათ. ჩვენს ბლოგზეც ყოფილა ფოტორეპორტაჟები მოგზაურობებიდან. ვაპირებ, ნაწილნაწილ მოგიყვეთ იმ რამდენიმე დასამახსოვრებელი კაფეს თუ რესტორნის შესახებ, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, გერმანიაში სტუმრობისას შევიარე. ბერლინში სუშის მოყვარულმა მეგობრებმა იაპონურ რესტორანში

სულგუნის როლები ბოსტნეულით [+Video]

დღეს, ძალიან გემრიელ და ლამაზ, თანაც, მარტივ კერძს წარმოგიდგენთ - სულგუნის როლები გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან <3 ვიდეო-რეცეპტის ავტორია, ჩვენი პარტნიორი - FocusTV. სულგუნის როლები შეგვიძლია მსუბუქ სტარტერად მივართვათ სტუმარს, გაკეთებაც ძალიან მარტივია და ვიზუალურადაც - ეფექტური. ინგრედიენტებს წვრილ, გრძელ ნაჭრებად დავჭრით და გადავახვევთ სულგუნის ფირფიტებში. თეფშზე ლამაზად დავაწყობთ და მივართმევთ სტუმარს.. ან მივირთმევთ :)) ამ ყველაფრისთვის კი

ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით

ღორის სუკს ღუმელში რა უნდაო, იტყვის ალბათ ვინმე ამ რეცეპტის წაკითხვისას და წარმოიდგენს კიდეც როგორ ააშიშხინებდა ნაკვერჩხალზე... მართლაც არაფერია ამაზე მარტივი და გენიალური. მაგრამ მრავალფეროვნება ყველაფერში  კარგია და კულინარიაში აუცილებელიც კი.  და თუ ზოგჯერ ნაკვერჩხალზე დაბრძანების ნაცვლად სუკის ნაჭერს ღუმელში მიაბრძანებთ, არ ინანებთ, მერწმუნეთ. 1 კგ ღორის სუკი (ჩემს შემთხვევაში

ხორციანი ღვეზელები

დღეს უგემრიელესი ხორცის ღვეზელების დღე გვაქვს! თუ დაბრაწულ, ფუმფულა ღვეზელებს გულგრილად ვერასოდეს უვლით გვერდს, ესე იგი ეს რეცეპტი სათქვენოა :) ხორცის გარდა გულში ნებისმიერი რამის ჩადება შეიძლება: კარტოფილის, ყველის, ბრინჯი+სოკო, ქათმის ხორცი, თევზი+ბრინჯი+კვერცხი...  მოკლედ, ფანტაზია არ დაიშუროთ. ცომისთვის დაგჭირდებათ: 500-600 გ ფქვილი 1 ჭიქა რძე 1 ჩ.კ საფუარი 1 ჩ.კ მარილი 1 ჩ,კ შაქარი 100 გ წყალი 50

საუზმე ვალენტინისათვის [+VIDEO]

აი ასე მარტივად და სწრაფად შეიძლება მოუმზადოთ საყვარელ ადამიანს საუზმე, ვალენტინობისათვის. ანდა, რატომ მხოლოდ ვალენტინობისათვის? ;) http://youtu.be/tHswfsqO4sg

როგორ “მზადდება” გაყინული ქათამი [+VIDEO]

თქვენც ყიდულობთ ლამაზ, დაბუსკუნებულ-დაპიტკინებულ, მსუქან და ხორციან გაყინულ ქათამს, იდეალური მრგვალი - რუბენსის ფორმებით? ქვემოთ იხილავთ, როგორ მზადდება ასეთ ქათმები, თურმე ყველგან :( ეს ქათმის წარმოების საერთაშორისო და აღიარებული პრაქტიკაა. ის დრო, როცა წონაში ისარგადაწეული სასწორით გვატყუებდნენ, წავიდა. ახლა ყველაფერი უფრო მაღალტექნოლოგიურად ხდება. უკეთეს შემთხვევაში ქათამს მხოლოდ წყლით ბერავენ, უარეს შემთხვევაში კი მარილით, დანამატებით,

verdens beste kake – მსოფლიოში საუკეთესო ტორტი

სწორედ ამას ნიშნავს ამ ნორვეგიული დესერტის verdens beste kake-ის  სახელწოდება ქართულად და ტორტი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს!  წლების წინ ამ ტორტს ნორვეგიის ეროვნული ნამცხვრის წოდებაც კი მიანიჭეს. რეცეპტს შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში. ჯერ სახელმა მიმიზიდა, შემდეგ დავგუგლე და უამრავი მადისაღმძვრელი ფოტო მომხვდა თვალში. მეც გადავწყვიტე გამეკეთებინა.  ფოტოები მაინც და მაინც გადასარევი არ

Top