თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ჯანჯაფილი"

სტაფილოს ფლავი ჯანჯაფილით

სტაფილოს ფლავის გაკეთება ყველამ იცის, ასე მგონია. რა უნდა: სტაფილო, ბრინჯი, ზეთი, მარილი და შავი პილპილი. თუმცა ეს მარტივი რეცეპტიც კი შეიძლება გახდეს კიდევ უკეთესი თუ... დაფქულ ჯანჯაფილსა და ცოდა დარიჩინს დაუმატებ :) დაგჭირდებათ: - სტაფილო 4-5 ც - ბრინჯი (ორთქლში გამოყვანილი) - 400 გრ - ზეთი - 50 გრამი - მარილი, შავი პილპილი, ჯანჯაფილი, დარიჩინი,

სააღდგომო პასკა ან გნებავთ – კულიჩი

სააღდგომო პასკას წლებია სახლში ვაცხობ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ამ რეცეპტით. რეცეპტი, უფრო სწორად კი მიღებული შედეგი ძალიან მომწონს და რაიმე განსხვავებულის ძებნით თავი აღარ დამიღლია. ერთი ეგაა, რომ რეცეპტი ბევრად გავამარტივე. გამარტივება იმაში გამოიხატება, რომ ინგრედიენტებს ცალ-ცალკე არ ვამზადებ და ყველაფერს ერთიანად ვზელ.    ამგვარად, ბევრი გაზომვა - აწონვისა

ქათმის ბურთულები ნაღებში

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ქათამი, ნაღები და ბრინჯი ძალიან კარგი შეხამებაა.   ამ კერძს თუ მოამზადებთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ამაში.   400-500 გ ქათმის ფილე 1 სმ ჯანჯაფილის ფესვი 2-3 ღერი ოხრახუში და ამდენივე პიტნა 1 კვერცხის ცილა 1 ხახვი 1 კბ ნიორი წიწაკა მარილი 1 ნაჭერი პური 200 გ ნაღები 20% მწვანე ხახვი ან ოხრახუში მოსაყრელად მოხარშული ბრინჯი ბასმატი გარნირად   პური დავალბოთ წყალში და

ხბოს ხორცი ლიმონით და ჯანჯაფილით

ბევრი ტრადიციული გემოს მოყვარული ალბათ იფიქრებს, ამ სააღდგომოდ რა დროს ლიმონი  და ჯანჯაფილია, როცა ახალი ტყემალი უკვე იყიდება და ტარხუნაც ბლომადაა ჩაქაფულის გასაკეთებლად ... მაგრამ  მე ამ რეცეპტს მათთვის ვწერ, ვისაც ტრადიციულთან ერთად განსხვავებულის გასინჯვაც ხიბლავთ :)   ჩაქაფულის გაკეთებას კი მეც ვაპირებ სააღდგომოდ. ორიოდე სიტყვას ამ კერძზეც გეტყვით: ჩვენ მოგვეწონა,

ჯანჯაფილის ლიმონათი

ჯანჯაფილი ჩემი საყვარელი სანელებლების სიაში საპატიო ადგილს იკავებს.  ხშირად ვყიდულობ და ათასგვარ რეცეპტში ვიყენებ.  აი, თუნდაც ეს ლიმონათი - ძალიან გემრიელი, არომატული, გამაგრილებელი და სასარგებლოა,  სწრაფად მზადდება და  სასიამოვნო დასალევია.   100 გ ნედლი ჯანჯაფილი (კოჭა) 100 გ შაქარი (ან გემოვნებით) 2 ლიმონი 1 ფორთოხალი პიტნის ფოთლები 1.7-2 ლიტრი წყალი, ჩვეულებრივი ან გაზიანი, გემოვნების მიხედვით ყინული   ჯანჯაფილი გავასუფთავოთ და

ხორცის ბურთები სოუსი ტერიაკით

ეს რეცეპტი აზიური სამზარეულოს მოყვარულებს მოეწონებათ. ქართული ტრადიციული გემოებისგან საკმაოდ განსხვავებულია, თუმცა გემრიელი. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვეწონა. ის საერთოდ ყოველთვის პოზიტიურად ხვდება ჩემს კულინარიულ ექსპერიმენტებს და განსხვავებულ კერძებსაც სიამოვნებით მიირთმევს. სამაგიეროდ, ჩემმა შვილმა აიბზუა ცხვირი.მაგრამ მას, საერთოდ იშვიათად მოსწონს რამე, რაც ტკბილი არ არის. ტერიაკი იაპონურ სამზარეულოში  საჭმლის მომზადების

ჯანჯაფილის სიროფი

მიყვარს ჯანჯაფილი. ერთდროულად მხურვალე და მომწარო, ციტრუსის  მსგავსი საოცარი არომატით.მიყვარს ყველაფერში: ხორცთან, ცომეულში, სასმელებში. სხვათაშორის ჯანჯაფილიანი ჩაი ძალიან გემრიელია და კარგად ათბობს :) ეს სიროფიც უკვე რამდენჯერმე გავაკეთე. ბოთლით მიდევს მაცივარში და ხან ცხელ ლიმონიან  ჩაისთან ვწრუპავ, ხან ცივ კოქტეილთან.   300 გ ჯანჯაფილი 300 გ შაქარი (ან გემოვნებით) 1 ლ წყალი   ჯანჯაფილი  გავრეცხოთ, გავფხიკოთ,

შვრიის ხრაშუნები მარილით, შოკოლადითა და ჩირეულით

 ეს ჩემი საყვარელი ხრაშუნებია, ამიტომ მისი მომზადება მრავალნაირად ვცადე. ეს ერთ-ერთ საუკეთესო მცდელობად მიმაჩნია მათ შორის რაც უკვე დავწერე ბლოგზე. მთავარი საიდუმლო, გაგიკვირდებათ და მარილია :) ჩვეულებრივი მსხვილი მარილი! ზღვის მარილი კიდევ უკეთესია.  საოცრად ცვლის ყველაფერს, გემოს ამძაფრებს და სრულყოფს. ჯანჯაფილის ჩირი კიდევ ცალკე თემაა, ძალიან მომწონს, ისეთი პიკანტურია :)

ღორის ხორცი აზიურ მოტივებზე

პიკანტური, კონტრასტული და უცხო! სწორედ ასე დავახასიათებდი ამ კერძს. ერთდროულად ცხარეა და მოტკბო, თუმცა, ამავდროულად, ღორის ხორცის ბუნებრივი გემო მშვენივრად იგრძნობა.  მოკლედ, თუ ტრადიციული კერძები ცოტა არ იყოს მოგბეზრდათ, ხორცი გიყვართ და რაიმე ახალ არომატს ეძებთ, გამომყევით :) 1 კგ ღორის რბილი ხორცი მარინადისთვის: 2 ს.კ გახეხილი  ნედლი ჯანჯაფილი 3 ჩ.კ. ფორთოხლის მარმელადი 3 ჩ.კ.

ქათამი მანდარინით

კიდევ ერთი უცნაური გემო და კიდევ ერთი ექსპერიმენტი!   უბრალოდ მქონდა ქათამი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა ისეთი, გემრიელიც რომ ყოფილიყო და აქ დასაწერადაც გამომდგომოდა :)  გადავხედე ჩემს სამზარეულოს და  ამოვარჩიე მეტ-ნაკლებად თავსებადი ინგრედიენტები.  საბოლოოდ მშვენიერი ეგზოტიკური ქათამი გამოვიდა, დედაჩემსაც კი მოეწონა, არა და მეტისმეტად ტრადიციული გემოების მოყვარულია და უცნაური კერძებით

ჯანჯაფილის თაფლაკვერები

წლების წინ, რუსთავი 2-ზე ''საიდუმლო მასალები'' გადიოდა. ალბათ გახსოვთ ეს სერიალი, აგენტი მალდერი და აგენტი სქალი, უხცოპლანეტელები, აუხსნელი მოვლენები და ასე შემდეგ :D  მაშინ მოზარდი ვიყავი,  აქტიურად ვადევნებდი თვალს და ძალიან მომწონდა.  სწორედ იქიდან დამამახსოვრდა ''ზარდანჩოს თაფლაკვერის კაცები'', რომელიც ერთ-ერთ სერიაში მთავარი მტკიცებულება თუ დატოვებული კვალი იყო.  საოცრად მომწონდა ეს

ქათმის ფილე ფორთოხლის სოუსით

ძალიან მომწონს ხორცი (ფრინველის, საქონლის) სხვადასხვა ხილის სოუსებით, ამიტომ ექსპერიმენტებს არ ვერიდები. ამჯერად ფორთოხლიან ქათამს გთავაზობთ. 4 ნაჭერი ქათმის თხელი ფილე (1.5-2 სმ სისქის) 1 მოზრდილი ფორთოხალი 1-2 ჩ.კ სოიოს სოუსი 1 ს.კ (არა სავსე) სიმინდის სახამებელი 1/2 ჩ.კ პაპრიკა (ტკბილი ბულგარული წიწაკა) დანის წვერით დაფქული ჯანჯაფილი და დარიჩინი მარილი გემოვნებით ფორთოხალი გაფცქვენით, გადაინახეთ კანის 2 თხელი ანაჭერი, დაახლოებით

Top