თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ხილი" (Page 2)

ნესვის სორბე

ნესვი ჩემი საყვარელი ხილის სიაში არ შედის, იშვიათად მივირთმევ და მიმაჩნია, რომ სურნელი ბევრად უკეთესი აქვს ვიდრე გემო. ჩემი აზრით, დესერტებში, სასმელებსა და სალათებში მისი გემო უფრო მდიდრდება და დახვეწილი ხდება. ყოველ შემთხვევაში, ნესვის სორბე ნამდვილად ძალიან სურნელოვანი, საოცრად გამაგრილებელი და გემრიელი გამოდის :) საერთოდ სორბე ნაყინის შესანიშნავი ალტერნატივაა, თანაც უფრო

დესერტი შუშის ნატეხებით | Broken Glass Jello

თავიდანვე უნდა ვაღიარო, რომ ჟელეების განსაკუთრებული ფანი არ ვარ და ნამცხვარზე დეკორაციის სახით, თხელი, ლამაზი ფენის გასინჯვით ვკმაყოფილდები. თუმცა, როცა ერთ-ერთ კულინარიულ ბლოგზე ჟელეს უამრავი ვარიაცია ვნახე სხვადასხვა ფერებსა თუ ფორმებში, Broken Glass Jello -ს გაკეთების სურვილმა ისე შემიპყრო, შუაღამეზე შევიარე სუპერმარკეტში და მასალები მოვიმარაგე. პირველი ცდა კრახით დასრულდა, იმ უბრალოდ

შემწვარი ალუბლები

Fritierte Kirschen - სწორედ ასე ეწერა იმ ფოტოს ქვეშ, რომელსაც გერმანული კულინარიის კრებულში წავაწყდი და გადავწყვიტე, გამეკეთებინა. მითუმეტეს, რომ ძალიან მარტივი ჩანდა. ალუბლის სეზონს დაველოდე და ექსპერიმენტსაც შევუდექი. ვიყიდე ალუბალი და სხვა, ქვემოთჩამოთვლილი ინგრედიენტები და ოჯახს სამზარეულოში შემოსვლა ავუკრძალე :D 750 გრ ტკბილი ალუბალი (ან ბალი ყუნწებიანი) 150 გრ ფქვილი 100-150 გრ შაქარი 1 კ.

გარგრის ტარტი

ეს არის აბსოლუტურად ექსპრომტად გაკეთებული ტარტი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე საათს იცოცხლა :) სიმართლე გითხრათ,მისი მომზადებისკენ გარგრის ჯემის უკანასკნელმა ქილამ მიბიძგა. ცოცხალი ხილით ალბათ ორმაგად გემრიელი იქნება ... ცომი: 150 გ ფქვილი 50 გ ნიგოზი 50 გ შაქარი 100 გ კარაქი (მარგარინი) 1/2 კვერცხი შიგთავსი: 500 გ გარგრის კონფიტიური, ჯემი, მურაბა 2 ს.კ სახამებელი (სიმინდის, კარტოფილის) ლიმონის

როგორ გავყინოთ ხილ-ბოსტნეული

ალბათ, ყველა თქვენთაგანს უსარგებლია გაყინული პროდუქტებით. ეს პროდუქტის შენახვის მართლაც ძალიან მოსახერხებელი და კარგი მეთოდია, თანაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისიამოვნოთ იმ საკვებით, რისი სეზონიც არ არის. ზაფხულში დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეულია, რომელიც თქვენ თავადაც შეგიძლიათ გაყინოთ და თვეების განმავლობაში შეინახოთ. ასეთი პროდუქტი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და გემოს, თანაც ბევრად იაფი დაგიჯდებათ,

ანანასის საახალწლო ტორტი

როგორც იქნა გაზაფხული მოვიდა, მე კი  საახალწლო ტორტის რეცეპტს გთავაზობთ...  მაგრამ, მერწმუნეთ, ნებისმიერ სეზონზე ღირს მისი დაგემოვნება!ჩემს რეცეპტების წიგნში დიდი ხანი ვინახავდი ძველი ჟურნალის ამონაჭერს, ამ რეცეპტით და მადისაღმძვრელი ფოტოთი.  სულ ვგეგმავდი მის მომზადებას, დარწმუნებული ვიყავი, გემრიელი იქნებოდა. რეცეპტი ფრანგ კონდიტერს, ჟილ მარშალს ეკუთვნის. ვეჭვობ, ოდესმე ამ ბლოგის შესახებ შეიტყოს,

ტირამისუ კენკრით

ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ტირამისუ - საოცრად გემრიელი იტალიური დესერტი. ამჯერად მის განსხვავებულ ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც პარიზში მცხოვრებმა მეგობარმა, თინათინ დადიანმა მოამზადა, ფოტოზე აღბეჭდა და ჩვენც გაგვიზიარა. უღრმესი მადლობა თიკოს :) კიდევ ველით მისგან გემრიელ რეცეპტებს :) ✔ 2 შეკვრა ორცხობილა ''lady fingers'' (შეიძლება ეწეროს savoiardi იტალიურად ან

ხაჭოს მუსი კენკრით

საერთოდ ხაჭო არ მიყვარს და ძალით ვჭამ ხოლმე, ამიტომ ვეძებდი რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ხაჭოს გავაგემრიელებდი და ამასთან ერთად არც ძალიან კალორიული ან შაქრიანი იქნებოდა. ერთ-ერთ ბლოგზე აღმოვაჩინე ეს გემრიელი და დიეტური დესერტი, რომელიც ძალიან მომეწონა: მასალა: 400 გ ხაჭო 9%-იანი 100 გ ღია ფერის თაფლი 10 გ ჟელატინი 3 კვერცხის ცილა 2 ს.კ ლიმონის წვენი სოუსისთვის: 400

ხილის ტარტი

✔ ინგრედიენტები:  200 გ ფქვილი, 100 გ კარაქი, 3 ს/კ შაქარი, 1 პატარა კვერცხი (გაყინული) ხილი: 2,5 ჭ უკურკო ალუბალი, 0,5-0,5 ჭ მოცვი და მოცხარი (ხილის სახეობები და რაოდენობა შეგიძლიათ შეცვალოთ სურვილისამებრ) 4 ს/კ შაქარი, 2 ს/კ სიმინდის სახამებელი, ვანილი ✔ მომზადება: მოათავსეთ ფქვილი, კარაქის კუბიკები და შაქარი ბლენდერში და აურიეთ, მიიღებთ ფხვიერ მასას, დაამატეთ კვერცხი და

ბლინები შოკოლადით

მასალა: 2 მსხვილი კვერცხი 200 მლ რძე 4 ს.კ შაქარი 3 ს.კ ზეთი 250 გ ფქვილი ვანილი 50 გ შოკოლადი+2-3 ჩ.კ რძე ან წყალი, მოხალული ნიგოზი, ნუში ან თხილი, ჟოლო ბლენდერის ჭიქაში კარგად ათქვიფეთ კვერცხი, რძე და შაქარი, დაამატეთ ვანილი და გაცრილი ფქვილი, ასევე ზეთი და კარგად ათქვიფეთ. ცომი უნდა იყოს დაახლოებით კეფირის სისქის. თუ რძე ძალიან ცხიმიანია

კლოუნი

მხიარული ნამცხვარი ბავშვებისთვის :) 2 კვერცხი 2 ს.კ წყალი 50 გ შაქარი 100გ ფქვილი კრემი დეკორი 1 ნაჭერი ფორთოხალი, 2 ჟოლო ნახევარი ქლიავი, ალუბლები, წითელი მოცხარი, ვაშლი რამდენიმე მოცვი ან შავი მოცხარი კვერცხის ცილა ათქვიფეთ ბეზეს კონსისტენციამდე და შეათქვიფეთ შაქარი, კვერცხის გულს დაამატეთ წყალი და ათქვიფეთ, შეურიეთ ბეზე და ბოლოს ფქვილი, ფრთხილად ამოურიეთ, გადაიტანეთ საშუალო ზომის (

წითელი ხილის შარლოტი

გემრიელი ფრანგული დესერტი... (ფოტო გადაღებულია ჩემი შვილის 2 წლის იუბილეზე) მასალა: 1 დიდი შეკვრა ,,ladyfingers" ორცხობილა 400გ მარწყვი 150 გ ჟოლო 300 გ ნაღები 150 გ შაქარი 15 გ ჟელატინი 1 ლიმონი დეკორი მარწყვი ყუნწიანი ჟოლო წითელი მოცხარი შაქრის პუდრა, სეიზლება პიტნის ნედლი ფოთოლიც მომზადება: ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში. გარეცხილ-დაწურული მარწყვი და ჟოლო დავაბლენდეროთ ან ავთქვიფოთ მიქსერით (ღრმა ჯამში, თორემ აქეთ-იქით გაასხამს)

Top