თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ხახვი" (Page 2)

სოკო კარამელიზებულ ხახვსა და ღვინოში

კიდევ ერთი მარტივი და გემრიელი რეცეპტი, რომელიც გურმანების გარდა, ვეგეტარიანელებსა და მემარხვეებსაც მოეწონებათ. მე თვითონ ვიდეორეცეპტის მიხედვით გავაკეთე, მაგრამ ფოტოაპარატი სახლში არ მქონდა, ამიტომ რეცეპტს პირდაპირ ავტორისგან გიზიარებთ. დაგჭირდებათ: თეთრი ხახვი ქამა სოკო თეთრი ღვინო სოიოს სოუსი ზეითუნის ზეთი (ან სხვა ზეთი) ნიორი მარილი რამდენიმე ღერი ოხრახუში დანარჩენს ვიდეორეცეპტში იხილავთ :) https://youtu.be/9Pv1v2WSavQ გემრიელად მიირთვით!

ხინკალი

ხინკალი ქართული სამზარეულოს მეფე თუ არა, პრინცი მაინც არის, არა მგონია ამაში ვინმე შემომედავოს. გთავაზობთ ვიდეორეცეპტს, რომელიც Focus TV-მ მოამზადა. ეს არის 2 წუთში ჩატეული ხინკლის მომზადების არაჩვეულებრივი ვიზუალიზაცია. https://www.youtube.com/watch?v=81fB31vvZKE დეტალური რეცეპტი მომავლისთვის გადავდოთ, რადგან ხინკლის, მისი სიმარტივის მიუხედავად, მომზადების მრავალი არსებობს და მცირედით, მაგრამ მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთხელაც იქნებ ნამდვილ, სისხლით და ხორცით

Beef Ragu / ძროხის ხორცის რაგუ [Video]

Nothing Smells as delicious as slow-cooked meat for dinner.  Tender beef, cooked with vegetables and served with pasta - your family will Love this Beef Ragu. Ingredients:/შემადგენლობა: - 1 kg. beef/1კგ.ძროხის ხორცი - 850g. mushrooms/850გ.სოკო - 1 glass of dry red wine/1 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო - 1 cube of chicken bouillon/1 კუბიკი ქათმის ბულიონი -

ბრინჯი ნაღებით და სოკოთი რიზოტოს მოტივებზე

მომზადების დრო: 20-25 წთ მასალა: ბრინჯი (ბასმათი ან parboiled) - 400 გრ ქამა სოკო: 200 გრ (8-10 ცალი) სტაფილო: 2 ც, საშუალო ზომის ნაღები: 80-100 გრ კარაქი: 30-40 გრ სოიოს სოუსი: 6-8 სუფრის კოვზი ხახვი: 1 თავი (საშ. ზომის) ზეითუნის (ან სხვა) ზეთი: 4-5 ს/კ მარილი, შავი პილპილი, ორეგანო, როზმარინი (1/2 ჩაის კოვზი, გემოვნებით) მომზადება: ეს კერძი რიზოტოს მოტივებზე გავაკეთე, ჩვეულებრივი parboiled

პასტა ტალიატელე ისპანახით

ბარილას საინტერესო მასტერკლასის ამბავს კიდევ ერთხელ დავუბრუნდები, რომ ამჯერად ისპანახიანი ტალიატელეს შესახებ მოგიყვეთ. ტალიატელე პასტას (მაკარონის) ერთერთი სახეობაა, ფეტუჩინიზე ოდნავ წვრილი. ჩემი, როგორც არაიტალიელის თვალით ამ ორს შორის იმდენი სხვაობა ნამდვილად არ არის, რომ სხვადასხვა სახელი ერქვათ. მაგრამ, რადგან იტალიელებმა თქვეს ასეა საჭიროო, ესე იგი ასეა საჭირო. მოკლედ, გავაკეთოთ ტალიატელე ისპანახით. როცა გვესმის

პენე ალა ნორმა, ჩვენებურად – მაკარონი ხორცითა და ბადრიჯნით

გახსოვთ ალბათ, ამასწინათ ფეისბუქის გვერდზე ვწერდით, რომ ბარილას ადგილობრივი წარმომადგებლობის ორგანიზებით იტალიელმა შეფმზარეულმა, ფაბიო ფოლტრანიმ კულინარიის აკადემიაში მასტერკლასი ჩაატარა და ჩვენც გვერგო პატივი, მიწვეული ვყოფილიყავით. რატატუის ავტორებიდან მე და ნინომ მოვახერხეთ მისვლა და არ გვინანია. არაჩვეულებრივი გარემო, ხალისიანი მასწავლებელი და რაც მთავარია - ძალიან გემრიელი პასტა/მაკარონი, რომელიც ჩვენივე ხელით ძალიან მოკლე

თევზი ბოსტნეულით

ამ  რეცეპტით ნებისმიერი სახეობის თევზის მომზადება შეიძლება. თავდაპირველად სიბასი, იგივე ზღვის ქორჭილა მოვამზადე. არაჩვეულებრივი თევზია, საოცრად გემრიელი და წვნიანი,ძალიან ცოტა ფხებით.  სამწუხაროდ, გადაღების დროს ძალიან ვჩქარობდი და უხარისხო  ფოტოები გამომივიდა. თუმცა ერთს მაინც დავდებ თვალსაჩინოებისთვის. აი, აქ  შეწვამდე შემდეგ იგივე მეთოდით დიდი კალმახი მოვამზადე, თითქმის 1.5 კგ-ზე მეტი იყო 1 ცალი.

სოკო გლეხურად

სოკო გლეხურად-კერძს პირობითად ვუწოდე, რადგან სწორედ ასეთი შინაურული, მარტივი, სწრაფი და გემრიელი კერძია.  არ არის საჭირო წინასწარ რამის მიშუშ-მოშუშვა, ფარშირება და ა.შ.  დავდეთ ტაფაზე, მოვბრაწეთ, მივირთვით. მორჩა. 600 გ სოკო, ამ შემთხვევაში ქამა 100 გ ბეკონი 2 თავი ხახვი ყველი ზემოდან მოსაყრელად მარილი, პილპილი სოკო სწრაფად გაავლეთ ცივ წყალში და ხელსახოცზე შეაშრეთ. თუ დიდი ზომისაა, ორად

ქათმის ხორცი ბოსტნეულით

როცა სამსახურში კაფეტერია შვებულებაში გადის, წესით, ისღა დამრჩენია, თავად მოვიმზადო მეორე დღისთვის საუზმეც, სადილიც და ხანდახან ვახშამიც :D თუმცა, რამდენად ვახერხებ ამას - ეს უკვე ცალკე საკითხია. ამიტომ, ჩემი სამსახურის მენიუ ძირითადად რძის პროდუქტებითა და ხილით შემოიფარგლება, მაგრამ ხორცისადმი ჩემი ნეიტრალური დამოკიდებულების მიუხედავად, ხანდახან ესეც საჭიროა. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ, მაცივარში შემორჩენილი

პაშტეტი მთლიანი ღვიძლით და ბეკონით

1 კგ ქათმის ღვიძლი 1-2 თავი ხახვი 1 მოზრდილი სტაფილო 1 შეკვრა (150 გრ) ბეკონი შავი პილპილი, მარილი 50 გრ კარაქი (შეგიძლიათ, რაოდენობა თქვენი სურვილით გაზარდოთ)ღვიძლი კარგად გარეცხეთ და ზედმეტი სითხისგან დაწურვა აცალეთ. ნახევარი რაოდენობა დააბლენდერეთ კარაქთან, ხახვთან და სტაფილოსთან ერთად. დაამატეთ მარილი და პილპილი. ფორმაში ჩააფინეთ ბეკონის ნაჭრები ისე რომ მთლიანად ფარავდეს ძირს და გვერდებს. ჩაასხით ცოტა

ეზოგელინის სუპი Ezogelin çorbası

გემრიელი, არომატული თურქული სუპი ეზოგელინი ძალიან მარტივად მზადდება. საინტერესოა მასთან დაკავშირებული ლეგენდაც: გოგონა, სახელად ეზო, ანატოლიაში ცხოვრობდა. მშობლებმა, მისი თანხმობის გარეშე, გაათხოვეს ერთ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც სხვა ქალი უყვარდა. უსიყვარულო ქორწინებიდან ერთ წელში გოგონა სახლში დაბრუნდა, მაგრამ მალე ისევ გაათხოვეს სირიაში. მუდამ სევდიანმა ეზომ გააკეთა ეს სუპი დედისა და სამშობლოს მოსაგონრად

პაშტეტი ალუბლის ჟელეთი

სახლში მომზადებული პაშტეტი ყოველთვის უფრო გემრიელია ვიდრე ნაყიდი, თანაც მისი მომზადება უადვილესია.500 გ ქათმის ღვიძლი 1 მოზრდილი ხახვი 1 საშუალო სტაფილო 50 გ კარაქი შავი პილპილი, მარილი 2-3 კოვზი კონიაკი ან ვისკი (აუცილებელი არ არის) 1 დაფნის ფოთოლიუპირველესად, კარგად გარეცხეთ ღვიძლი და გაასუფთავეთ ზედმეტი აპკებისა და ძარღვებისგან. პაშტეტის მომზადების ორი მეთოდი მაქვს: პირველის მიხედვით დაფნასთან ერთად ვხარშავ ღვიძლს

Top