თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ხაჭო"

დამბალხაჭო – ფოტორეპორტაჟი თიანეთიდან

დამბალხაჭო ერთერთი უნიკალური კერძია, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიდან. ძირითადად ამზადებენ ფშავში და თიანეთში. თუ ევროპელებს ცნობილი ობიანი ყველი აქვთ, ჩვენ გვაქვს დამბალხაჭო. ბუნებრივი დაძველებით, უნიკალური გემოთი. სახელით და გარეგნობით დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ გემო ყველაზე სკეპტიკოსსაც კი უქარწყლებს ეჭვებს. რა თქმა უნდა, სწორად დაძველებული, დამწიფებული და მომზადებული უნდა იყოს. მზადდება ერბოსთან და წყალთან

ვაშლის ღვეზელი ხაჭოს ცომით

დღევანდელი  რეცეპტი გახლავთ ვაშლის ღვეზელი. ისეთი გემრიელია, როგორც ზოგადად ვაშლის ნამცხვრებს ეკადრება :)  მზადდება მარტივად. ცომი წინასწარაც შეგიძლიათ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ. შემდეგ უცებ ჩაუდებთ გულს, ერთი, ორი, სამი და ღვეზელიც მზადაა! მზადდება ასე: ცომი 200 გ ხაჭო 200 გ ფქვილი 100გ კარაქი ½ ჩ.კ მარილი 100 გ შაქარი ½ ჩ.კ სოდა 1 კვერცხი გულსართი 3 ვაშლი ½ ჭიქა ქიშმიში 1 ჩ.კ დარიჩნი 2

სირნიკები ანუ ხაჭოს ბლინები – უგემრიელესი საუზმე

უკვე შუაღამეა, მე კი თქვენთვის ამ გემრიელ პოსტს ვწერ :)  იქნებ დილით საუზმედ სწორედ ეს უგემრიელესი "სირნიკები" მოისურვოთ (რაც თავისთავად შესანიშნავი იდეაა!) და რეცეპტიც მზად დაგხვდებათ. მერწმუნეთ, თუ ხაჭო არ გიყვართ, ასეთი საუზმე მაინც ძალიან მოგეწონებათ - თქვენ მხოლოდ გასინჯეთ! ერთადერთი, რაც ამ რეცეპტის ნაკლიცაა და ღირსებაც ერთდროულად, არის ცომში "მანის"

ხაჭოს კრემიანი რულეტი დედაჩემის მოტანილი ჟოლოთი

დიდი ხანია თქვენთვის ტკბილეული აღარ შემომითავაზებია. დღეს ჩემი "რეცეპტების რვეული"  მოვქექე და ეს გემრიელი დესერტი შევარჩიე გამოსაქვეყნებლად.  ეს რულეტი ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას მოვამზადე, დედაჩემის მოტანილი უგემრიელესი, სურნელოვანი ჟოლოთი.  მას ხომ ყველაფერი საუკეთესო ყოველთვის ჩემთვის ჰქონდა გადანახული ...  ამიტომ  ეს პოსტი სწორედ მას მინდა მივუძღვნა, საუკეთესო ადამიანს ჩემს ცხოვრებაში!   მაშ ასე,

პამიდვრის ტარტი

როცა ამ ღვეზელის გამოცხობა დავაპირე, დიდი მოლოდინები არ მქონია. მოთუშული, დარბილებული  პამიდორი  მაინცდამაინც არ მიყვარს და უმად მირთმეული მირჩევნია. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ვცდებოდი!   ეს არის ძალიან, ძალიან გემრიელი ტარტი, რომელიც მე და ჩემმა წუნია შვილებმა წამებში გავაქრეთ :D  რეცეპტის პირველწყარო რომელიღაც უცხოენოვან ბლოგზე ვნახე.  რა თქმა უნდა გადმოვაკეთე,

ხაჭოს და მარწყვის უმსუბუქესი ჩიზქეიქი

მარწყვის სეზონია და ერთმანეთზე უკეთესი დესერტების მომზადების დროც!  დღევანდელი დესერტი რაღაც ჩიზქეიქის მსგავსია, ძალიან მსუბუქი, ადვილი და გემრიელი.  გირჩევთ თქვენც სცადოთ. 15 სმ დიამეტრის ფორმისთვის (6 ულუფა)   100 მლ წყალი 15 გ ჟელატინი 500 გ თერმიზებული ხაჭოს კრემი 1 ჭიქა მარწყვი 3 ს.კ შაქარი ვანილი 8 ცალი სავოიარდის ბისკვიტი (სხვა, ჩვეულებრივი "პეჩენიაც" შეიძლება, უბრალოდ მე ეს მქონდა იმ

ისპანახის უგემრიელესი ღვეზელი

ესაა უმარტივესი ღვეზელი, რაც კი შეიძლება ისპანახისგან მომზადდეს და ამავდროულად ძალიან, ძალიან გემრიელია.  საერთოდ, თუ დაკვირვებიხართ, მარტივი კერძები ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოდის :)  იყიდეთ მზა ფენოვანი ცომი და 1 საათში ეს გემრიელი ღვეზელი თქვენს თეფშზე იდება. ერთადერთი სირთულე ამ რეცეპტში ისპანახის კარგად გარეცხვა და გარჩევაა. ისე, გაგიმხელთ, რომ როცა ვაკეთებდი, არ

ხაჭოს კექსი

ყოველთვის, როცა ხაჭოს ვყიდულობ, ჩემში ბჟუტავს იმედი, რომ ჩემი შვილები მას შეჭამენ, თუნდაც ნახევარს, ან მესამედს...   იშვიათად ასეც ხდება, თუმცა უმეტესად მათ თეფშებზე დადებული ხაჭო ასე ხელუხლებლადვე რჩება. ზოგჯერ ხილის კოქტეილში ვნიღბავ, ზოგჯერ ბლინებს ვუცხობ, ზოგჯერ კი აი ასეთ გემრიელ დესერტად გარდავქმნი ხოლმე.  ძალიან გემრიელი გამოდის, ზოგჯერ მარტო ხაჭოთი,

იუფკა ხაჭოთი და ქიშმიშით

იუფკა (Yufka)  თურქული სიფრიფანა ლავაშია, რომელსაც დიდ რკინის ტაფაზე აცხობენ ფქვილის, მარილისა და წყლისგან  დამზადებული  ცომით. თბილისში მისი შეძენა თურქულ მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ვერ იშოვით, ამ რეცეპტში სომხური ლავაშითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ (თუმცა ეს ორი ლავაში ერთნაირი არ არის!).   იუფკა სხვადასხვა ფორმით შეგხვდებათ: მართკუთხა, მრგვალი და სამკუთხედებად დაჭრილი.  სწორედ

ბლინები შვრიით – შესანიშნავი საუზმე

შვრია ჩემთვის იდეალური საუზმეა. უკვე 9 წელია, ყოველ დილით მივირთმევ შვრიის ფაფას თაფლით.  ჩემგან განსხვავებით, ჩემს შვილებს ზოგჯერ ბეზრდებათ ასეთი საუზმე და უარს აცხადებენ მის ჭამაზე.  ამიტომ გადავწყვიტე მიწოდების ფორმა შემეცვალა. მათ საყვარელ ბლინებში (აქ ალბათ კიდევ მეტყვის ვინმე, რომ ამას ბლინი კი არა ოლადები ჰქვია ;) ) შვრია და

შოკოლადიანი ხაჭოს პასკა

ხაჭოს პასკა წელს პირველად გავაკეთე და უკვე გადავწყვიტე რომ ჩემი სააღდგომო მენიუს განუყრელი ნაწილი გახდება, რა თქმა უნდა , სხვადასხვა ვარიაციებით და არომატებით.  გუშინ შუადღით, სახლისკენ მომავალმა 600 გრამი ხაჭო ვიყიდე და სავარაუდო რეცეპტის შემუშავებას შევუდექი. ვანილიანი თუ შოკოლადიანი?  ფერადი ცუკატებით თუ ფორთოხლით? ამ ფორმაში თუ იმ ფორმაში? ამ ფიქრებში

ფხვიერი ნამცხვარი ხაჭოთი

''პეჩენიის'' შესატყვისი ქართულად ფხვიერი ნამცხვარი ყოფილა. ადრე ორცხობილებს ვეძახდი, მაგრამ რადგან ლექსიკონი  ასე  განმარტავს, მეც ასე დავწერ ხოლმე.  ისედაც მწირი კულინარიული ლექსიკა გვაქვს და რაც შესაძლებელია, იმ სახელწოდებებს მაინც გამოვიყენებ :)   სიმართლე რომ გითხრათ ვერ ვიტან, როცა ისეთ სიტყვებს ამახინჯებენ, რისი ტერმინიც უკვე გვაქვს ენაში:  დროჟი, პეროგი, პერეცი, ჟარუნა,

Top