თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "წვნიანი"

ავე, რამენ!

სანამ აზიური სამზარეულოს ყველაზე ცნობილი წვნიანის - რამენის რეცეპტზე გადახვალთ, ავტორი უნდა წარმოგიდგინოთ - მარიამ ბლანკი, ბლოგერი, ფოტოგრაფი, პარტიზანი მებაღე, მოგზაური, ჯანსაღი კვების გურუ და უბრალოდ პოზიტიური ადამიანი, რომელსაც არ დაეზარა და ეს უგრძესი რეცეპტი დეტალურად ჩამოაწიკწიკა. მადლობა მას! გირჩევთ, მარიამის იუთუბ არხსაც გადახედეთ, ბევრ საინტერესო, ჯანსაღ და გემრიელ რჩევას

წვნიანი მიდიებით

დღეს ისე გრილა, ცხელი და ცხარე წვნიანის ჭამა სასიამოვნოც კია :)  ეს მიდიების არომატული სუპია, ღვინით და ოსპით.  თუ სახლში ყველა ინგრედიენტი გაქვთ, სცადეთ, გემრიელი, სასარგებლო და სურნელოვანია :)   250-300 გ გარჩეული მიდიები 1 სტაფილო ½ ჭ წითელი ოსპი 1 ხახვი 1 კბილი ნიორი 600 მლ წყალი ½ ჭ წითელი ღვინო (თეთრიც შეიძლება) ½ ჭ ტომატის საწებელი ან

ბარდის სუპი კრევეტებით

ეს მსუბუქი და ხასხასა კრემ-სუპი ძალიან სწრაფად მზადდება გაყინული ბარდით. შეგიძლიათ კრევეტების გარეშეც სცადოთ, ორივენაირად გემრიელია. 250 გ გაყინული მწვანე ბარდა 12 ცალი კრევეტი, უმი 2 საშუალო კარტოფილი ნედლი პიტნის რამდენიმე ფოთოლი 100 მლ ნაღები, 10-20% 1 ხახვი 2 ნივრის კბილი   გავარჩიოთ კრევეტები, დავუტოვოთ მხოლოდ კუდი. ჯამში მოვათავსოთ 1 კბილი დაჭრილი  ნიორი, 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და ამოვსვაროთ

გოგრის და ბროკოლის კრემ-სუპი

ვიფიქრე რომ ახალი წლის "ჭამა-სმა დიდად შესარგი"-ს შემდეგ, რამე მსუბუქი წვნიანი არ იქნებოდა ურიგო. ამისთვის მოვხარშე ის გოგრა რომლის მოხარშვაც ახალ წელს დამეზარა (თან სად იყო მაგის ადგილი) და ასევე მაცივრის შიგთავსის გადახედვისას ბროკოლის ერთი თავიც აღმოვაჩინე. :D დაგჭირდებათ:  4-5 საშუალო ნაჭერი მოხარშული გოგრა 1 თავი ბროკოლი 4 კბილი ნიორი 1 თავი ხახვი 400 გრამი პომიდორის წვენი (ან

Top