თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ცომი" (Page 2)

კუბდარი ფენოვან ცომში

    კუბდარის რეცეპტი , რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, ჩვენს ბლოგზე უკვე დევს. ამჯერად მის გამარტივებულ ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც უფრო სწრაფად მზადდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელით მოზელილი საფუარიანი ცომის ნაცვლად ფენოვან ცომს ვიყენებთ. რასაკვირველია, როცა ვამბობ "სწრაფად", ვგულისხმობ, რომ ფენოვანი ცომს ამ შემთხვევაში მაღაზიაში ვყიდულობთ და მის გაკეთებაზე საათებს არ ვხარჯავთ, ან საკუთარი გაკეთებული ფენოვანი

არომატულ ცომში შემწვარი ბოსტნეული

ბოსტნეულის ჩართვა ჩემი შვილის მენიუში ნამდვილი ოჯახური პრობლემაა. როგორც წესი, არაფერი მოსწონს. ეს რა არის? ამ წითელს არ შევჭამ, ეს მწვანე არ მომწონს და ასე გაუთავებლად. კრემ სუპებს ხშირად სწორედ იმის გამო ვამზადებ რომ ვერ გაარჩიოს შიგნით რა აქვს :D  ასე მომზადებულ ბოსტნეულს ჩემი წუნია შვილი სიამოვნებით მიირთმევს. როგორც ჩანს

ჩირებიანი ფუნთუშები

ცომეულის სიყვარული ჩემი მავნე ჩვევაა.  სულ მიკვირს აქამდე 200 კგ როგორ არ გავხდი :D  მადლობა  ღმერთს და ჩემს გენებს, რომ მთელი ცხოვრება ერთ სტაბილურ წონაზე ვარ და 10 წლის წინანდელი შარვალიც ისევ მერგება :)  თუმცა ვცდილობ ზომიერება დავიცვა და შეძლებისდაგვარად ჯანსაღად ვიკვებო. აი, მაგალითად, თუ დილით ასეთ ფუნთუშებს შევჭამ, შუადღით

ალუბლიანი ბლინები (მაჭკატები)

ალუბლიანი ყველაფერი მიყვარს. მიმაჩნია, რომ მარწყვთან ერთად, ალუბალი ერთ-ერთი საუკეთესო ხილია დესერტებისთვის.  ალუბლიანი კექსი, ღვეზელები, ნაყინი, სორბე, შოკოლადთან კომბინაციები არაჩვეულებრივია. ძალიან რომ არ მცხელოდეს, დღეს ალბათ ალუბლიან კექსს გამოვაცხობდი, მაგრამ მოვერიდე ღუმელის ჩართვას და უფრო მარტივად გადავწყვიტე დესერტის პრობლემა. ალუბლიანი ბლინები გამოვაცხე. ინგრედიენტები: 2 კვერცხი 100 გ ხაჭო 4 ს.კ (სავსე) არაჟანი) 80-100 გ შაქარი

მარტივი და სწრაფი ცომი ღვეზელებისთვის

ამ რეცეპტმა ჩემს მიერ არჩეული  მსუბუქი კვების გზიდან გადამახვევინა და გეგმები ამირია :)  მაშინვე მომინდა მეც მეცადა და გამეკეთებინა.  ორიოდე დღის წინ დრო გამოვნახე და საქმეს შევუდექი. ძალიან საინტერესო რეცეპტია, მზადდება 2  სახის ცომი, შემდეგ ერთიანდება და საკმაოდ საინტერესო შედეგს ვიღებთ :)  ძალიან სწრაფად მზადდება, რბილია და გემრიელი. რეცეპტის ეკუთვნის www.perfectcook.org-ის ერთ-ერთ

არაქისის ხრაშუნები

რეცეპტი სერიიდან "არცერთი დღე სასუსნავის გარეშე"  :)))  ძალიან მარტივი რეცეპტია,არც ბევრ დროს მოითხოვს,არც ბევრ ინგრედიენტებს, შედეგად კი ხრაშუნა და გემრიელ სასუსნავს მიიღებთ.2 კვერცხის გული100 გ კარაქი150 გ ფქვილი1/2  ჩ.ჭ. არაქისი, მარილიანი80 გ შაქარიარაქისი ბლენდერში ჩავყარე და რამდენჯერმე დავაბზრილე. შედეგი - საშუალოდ დაფქული არაქისი.კარაქი გავადნე ძალიან დაბალ ცეცხლზე, შევურიე შაქარი, შემდეგ

ვაშლის ტატენი ფხვიერი ცომით

ალბათ უკვე მიხვდებოდით, როგორ მიყვარს ტკბილეული. ამ ბოლო დროს სერიოზულად დავფიქრდი, ნორმალურია თუ არა ეს? შეიძლება თუ არა, ადამიანს ყოველ დღე ძალიან უნდოდეს რაიმე ტკბილი და გემრიელი? თავს იმით ვიმშვიდებ. რომ ჩემს წონაზე, საბედნიეროდ, ჯერ არ ასახულა ეს მავნე ჩვევა. რამდენიმე დღის წინ, როცა ისევ ძალიან, ძალიან მომინდა რამე სასუსნავი, ეს

ნაზუქი

თონეში გამომცხვარ, სურნელოვან ნაზუქს რა სჯობს, მაგრამ იშვიათად თუ მოახერხებთ ასეთის ყიდვას :( სურამის ნაზუქი, გზის პირას გასაყიდად რომ გამოაქვთ, საერთოდ რა სახსენებელია, ჩვეულებრივი, კვერცხწასმული პურია, ყოველგვარი სიტკბოს, არომატის და გემოს გარეშე. ზაფხულობით, როცა სოფელში ჩავდიოდი ბებო მიცხობდა გემრიელ ნაზუქებს, მაგრამ ახლა ძალიან მოხუცდა და ხშირად ვეღარ ვაწუხებ. ზოგჯერ მეზობლის

ჯანჯაფილის ღილები

მასალა:> კარაქი .............. 70 გრ> შაქარი ............... 70 გრ> კვერცხი ............ 1ც> მაიონეზი ........... 50 გრ (2.5 ს.კ)> ჯანჯაფილი ...... 1/2 ს.კ> ფქვილი .............. 250 გრ> ვანილი, გამაფხვიერებელი .. 0.5 ჩ.კ.მომზადება:კარაქი და შაქარი ...... გავთქვიფოთდავამატოთ კვერცხი .... გავთქვიფოთდავუმატოთ მაიონეზი ... გავთქვიფოთდავამატოთ ჯანჯაფილი .... გავთქვიფოთდავუმატოთ გამაფხვიერებელი+ვანილი+ფქვილი. მოვზილოთ ცომი, ისეთი, რომ ხელზე არ

გერმანული საშობაო შტოლენი

ეს გემრიელი და არომატული საშობაო ნამცხვარი ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას, მაგრამ მომზადებისას, გაითვალისწინეთ, რომ შობამდე2-3 კვირით ადრე უნდა გამოაცხოთ და შეფუთული შეინახოთმასალა:• 4ჭ ფქვილი • 1 ჭ რძე • 3/4 ჭ შაქარი • 250-300 გ კარაქი • 2 კვერცხი • 1/3 ჩ.კ დაფქული კარდამონი, • 1/3 ჩ.კ კოჭა (ginger) •

მინი კექსები იოგურტზე

მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი სკოლაში მივიდა, ახალი თავსატეხი გამიჩნდა: რა გავატანო სკოლაში საჭმელად? ნაყიდი ფუნთუშებისა და ხაჭაპურების იდეა არ მხიბლავს, ამიტომ თვითონ ვუმზადებ სენდვიჩებს, ორცხობილებს და სხვადასხვა მინი კექსებს.ესეც ერთ-ერთი მათგანია, კვირა საღამოს სახელდახელოდ მოფიქრებულ-მომზადებული. თქვენც გაგიზიარებთ :)მასალა:• 50გ კარაქი • 50-60 გ შაქარი • 200-250 მლ იოგურტი • 1 დიდი ზომის

დონატები შოკოლადით

მინდა გაგიზიაროთ ძალიან გემრიელი და ფუმფულა დონატების რეცეპტი. უწინაც რამდენჯერმე მქონდა გამოცხობის გამოცდილება, საკმაოდ ნორმალურებიც გამომსვლია, თუმცა ეს საუკეთესოა მათ შორის: 1) ძალიან ნაზია და 2) ამ სინაზეს გაცივებულ მდგომარეობაშიც ინარჩუნებს, რამდენიმე საათის შემდეგ (სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლეს :) ) ცომი ჩემი ინტერპრეტაციით მოვამზადე.საერთოდ, ინტუიცია მნიშვნელოვანია კულინარიაში, რადგან იდენტური რეცეპტითაც

Top