ცომეული Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ცომეული"

გურული ღვეზელი

ცხობის დიდი მოტრფიალე არ ვარ, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თონიდან ამოტანილი ცომიც არ არის გამოსავალი, ისეთი ცხვება მკვდარს რომ ესროლო, წამოაყენებს. და ამჯერად, იყივლა რა ჩემში არარსებულმა გურულმა სისხლმა და შობის დადგომამდე ერთი საათით ადრე, გურული ღვეზელის გამოცხობის სურვილმა წამომიარა, საფუარიანი ცომი ეგრევე გამოვრიცხე. მივაგენი კეფირიან, მაცივრიან რეცეპტს,

ლობიანი მარტივად

lobio

მგონი, ამ ბლოგზე ჩემს ყველა რეცეპტს ბოლოში მოყვება სიტყვა "მარტივად", განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ, როდესაც ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე, მირჩევნია მომზადების სწრაფი და მარტივი გზები ვიპოვო. ამიტომ, შემოდგით ლობიო მოსახარშად და უახლოესი თონისკენ გაემართეთ ცომის ამოსატანად. ცომი ამოიღეთ ცელოფნის პარკიდან და გადაიტანეთ თასში, ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ, ჩაის ტილო გადააფარეთ

ლიმონის კრემიანი ფუნთუშები

შაბათ-კვირა გემრიელი საჭმლის დროა, არ მეთანხმებით?   უფაფუკეს, ლიმონის არომატიან ფუნთუშებზე გეპატიჟებით :) ლიმონის კრემის გარდა, ფუნთუშებს შეგვიძლია ჩავუდოთ ჩვეულებრივი მოხარშული  კრემი ან ჯემი. შეგვიძლია სულაც არაფერი ჩავუდოთ. მე ვთვლი, რომ ლიმონის კრემი იდეალურია ამ შემთხვევაში. ლიმონის კრემის რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით. ამ ფუნთუშებისთვის საკმარისია დაახლოებით 250 გ   ცომი: 250 გ

გოგრის ფუნთუშები

რამდენი გემრიელი რამის მომზადება შეიძლება გოგრით: პური, წვნიანი, ნამცხვარი, ფუნთუშები, რაგუ, რიზოტო...  გეცოდინებათ ძალიან სასარგებლო რომაა, მაგრამ  ცარიელი გოგრის ჭამა ხანდახან მოსაწყენი ხდება.  დღეს ძალიან გემრიელი ფუნთუშების რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც გოგრის უტილიზაციის მიზნით მოვამზადე. თუ კალორიებს არ ებრძვით, მაშინ აუცილებლად სცადეთ :) 200 გ ნაღები 35% 1 კვერცხი 1 ფორთოხლის ცედრა 1.5 ჩ.კ. საფუარი 80-100

ფუნთუშები ბეკონით

ეს ფუნთუშები ჩემთან ყველას მოეწონა. გაცივების შემდეგაც გემრიელია და თუ შეჭმას გადაურჩება, თავისუფლად შეგიძლიათ სამსახურშიც გაიყოლოთ წასახემსებლად. თუ ცხობა არ გეზარებათ, აუცილებლად სინჯეთ, ვფიქრობ, თქვენც მოგეწონებათ. ცომი 300 გ ფქვილი 1ჩ.კ. მარილი 125 მლ თბილი წყალი 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი (ან 20 გ ცოცხალი საფუარი) 1 ჩ.კ შაქარი 1 კვერცხი 5 ს.კ ზეითუნის ზეთი   შიგთავსი 200 გ ხაჭოსა და ნაკლებმარილიანი

ფუნთუშები შესქელებული რძით

მოხარშული შესქელებული რძე ჩემი ბავშვობის გემოა.  დღემდე მიყვარს .  გემოთი კარამელს მაგონებს,პრინციპში არის კიდეც, ნაწილობრივ. ალბათ ამიტომაც მიყვარს.   ეს ფუნთუშები ისეთი გემრიელია, ნამდვილად ღირს დილა მისით დაიწყოთ :)  მე ცომი საღამოს მოვზილე, მაცივარში მივაბრძანე და დილით 30 წუთში საუზმეც მზად იყო!  დაახლოებით 13-14 ფუნთუშა გამომივიდა. 300 გ ფქვილი 1 ჩ.კ მშრალი

ფხვიერ ცომში გამომცხვარი ბანანი

ამ დესერტს ცალკე არ მოვამზადებდი, ტარტის ცომი რომ არ მომრჩენოდა. ასე ვთქვათ, ექსპერიმენტული დესერტია. საერთოდ დესერტებს არ ვყოფ კატეგორიებად, ყოველთვის სიამოვნებით მივირთმევ, მაგრამ  ამაზე ვიტყვი რომ ნამდვილად სეზონური დესერტია. ცივ ამინდებს უხდება, ზაფხულში მისგან სიამოვნებას ვერ მიიღებთ, ახლა კი სწორედ დროული იქნება. ბანანი ცოტა ნეიტრალური გემოს ხილია, ამიტომ , თუ გამოაცხობთ,

ვაშლის ნამცხვარი

შემოდგომა ვაშლის ნამცხვრების გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. ხშირად ვამზადებ სხვადასხვა  ვარიაციებს, მიყვარს, როცა ღუმელიდან გემრიელი სურნელი გამოდის და მთელ სახლს დარიჩინის არომატი ავსებს :) თუ თქვენც გადაწყვეტთ მოამზადოთ, 30 სმ დიამეტრის ფორმისთავის დაგჭირდებათ ცომი: 3 ჩ.ჭ. ფქვილი ¾ ჩ.ჭ შაქარი 200 გ კარაქი ან მარგარინი 1 ს.კ. მშრალი საფუარი (ძალიან სავსე არა) 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 2 კვერცხი 1 ჩ.ჭ.

შოკოლადის მაფინები ნაღებზე

  ძალიან ნაზი და გემრიელი მაფინების რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ.  დიდი ხნის წინ მოვამზადე, ზაფხულში, როცა ნათია მინაშვილი (www.PerfectCook.org-ის შემქმნელი) სტუმრად მეწვია თვის მშვენიერ გოგონებთან ერთად. დეკორაცია ჩვენი ბავშვების ერთობლივი შემოქმედება იყო, რითაც კარგად გაერთნენ :) 2 კვერცხი 100 გ შაქარი 130 გ ფქვილი 120 გ ნაღები (30%-ის ზემოთ) 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი 2 ს.კ კაკაო 4 ს.კ ზეთი 20-24 უკურკო

ტარტ-ტატენი (Tarte-tatin)

ყველასათვის ცნობილია ფრანგების სიყვარული ხილის ნამცხვრების მიმართ. წარმოუდგენელია საფრანგეთის საკონდიტროები Tarte tatin-ის გარეშე, ისევე, როგორც მაგალითად უნგრეთი ტორტ "Esterhayz"-ის გარეშე ან თუნდაც შვეიცარიის საბანკეტო მაგიდები სტაფილოს ნამცხვრის გარეშე. ზოგადად, ტარტ-ტატენის წარმოშობასთან დაკავშირებით ორი ვერსია მოიაზრება. პირველი ვერსიის თანახმად, ეს არაჩვეულებრივი ნამცხვარი პირველად გაჩნდა 1888 წელს საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქ loire

”არლეკინი”

ჩემს შვილს დედის მავნე ჩვევა გამოჰყვა და ძალიან უყვარს ტკბილეული და ნაირ-ნაირი სასუსნავი.  ადრე, როცა ბაღიდან ბრუნდებოდა, ამ მხიარულ ხრაშუნა ნამცხვრებს ვახვედრებდი ხოლმე. ახლა, როცა სკოლაში დადის, ახალი საფიქრალი გამიჩნდა: რა გავატანო წასახემსებლად? სიმართლე გითხრათ, სკოლის ბუფეტი აბსოლუტურად არ აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს, თუნდაც აკმაყოფილებდეს, მოგეხსენებათ, ბავშვებს თვალი ყოველთვის არ გაურბით

გარგრის ტატენი

ეს ნამცხვარი მაცივარში შემორჩენილი ფხვიერი ცომის უტილიზაციის შედეგია :)  ფენოვანი ცომით უკეთესი გამოდის ჩემი აზრით, თუმცა ფხვიერსაც არ დაეწუნება. ფხვიერი ცომის  შეგიძლიათ ამ რეცეპტის მიხედვით მოამზადოთ. უბრალოდ, მე კლასიკური ვარიანტი მქონდა მზად, ნიგვზის გარეშე. მაგრამ ნიგოზი უხდება, შეგიძლიათ სცადოთ :) ასევე დაგჭირდებათ: 600-800 გ (დაახლოებით) გარგარი 2-3 ს.კ ყავისფერი ან ჩვეულებრივი შაქარი 1-2 ს.კ კარაქი ნუშის ფირფიტები ზემოდან

Top