თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "შესქელებული რძე"

ბაუნტი შოტლანდიელი ბებიების რეცეპტით

იცოდით, რომ ბაუნტი შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ? წარმოგიდგენთ შოტლანდიელი ბებიების რეცეპტს, უმარტივესს და უგემრიელესს. რეცეპტის გაზიარებისთვის მადლობა William James Reid-ს 😊 დაგჭირდებათ 250 gms coconut - 250 გრ ქოქოსის ფანტელი 75. Gms icing sugar - 75 გრ შაქრის პუდრი 1 tin condensed milk - 1 ქილა შესქელებული რძე 3 drops of vanilla essence - 3 წვეთი ვანილის ექსტრაქტი 300

კექსი “სნიკერსი”

თუ ზაფხულის სიცხეში ცხობა არ გეზარებათ, შეგიძლიათ ასეთი მარტივი და გემრიელი კექსი მოამზადოთ. კარგი ხარისხის მოხარშული შესქელებული რძე კექსს კიდევ უკეთესს გახდის. კატეგორიულად არ გირჩევთ "სუპრემოს" სახელით გამოშვებულს, ერთხელ ვიყიდე და გადავაგდე, შიგნით ხორხოშელა ნაწილები ჰქონდა ბევრი და გემოც ძალიან უსიამოვნო, ვიტყოდი უგემური.  თან არაბუნებრივად სქელი იყო. მოკლედ არ მომეწონა.

თაფლიანი ნამცხვარი – მედოკი, კომუნისტური წარსულიდან

ეს რეცეპტი დედაჩემის ძველი კულინარიული რვეულიდანაა. ის რვეული, მგონი  ჩემი ტოლია, ათასნაირი ძველებური, გემრიელი რეცეპტით სავსე, ალაგ-ალაგ დასვრილი, ზოგგან ასოებიც გადღაბნილა, ვანილის სუნი ასდის...   მეორე რვეულიც ჰქონდა, რომლის შევსებაშიც  ბავშვობაში მეც შემქონდა წვლილი. ახლა ღიმილით ვათვალიერებ ხოლმე ჩემს  დაწერილ მიჯღანულ ასოებს. ასეთი ნამცხვრები, რომელსაც მე კომუნისტურს ვეძახი, ახლა ნაკლებად მიყვარს

სახლში მომზადებული “ნუთელა” – უ გ ე მ რ ი ე ლ ე სი და ძალიან მარტივი!

მას შემდეგ, რაც ეს რეცეპტი აღმოვაჩინე, შოკოლადის პასტებს აღარ ვყიდულობ! ისედაც ვიცოდი რომ მავნე უფრო იყო, ვიდრე სასარგებლო, მაგრამ მაინც მიყვარდა. განსაკუთრებით კარფურის შოკოლადიან-თხილიანი პასტა. ასეთ პასტებში თუ კრემებში დიდი რაოდენობით ცხიმი შედის და ძალიან ცოტა თხილი. განსაკუთრებით შემიწუხდა გული, როცა აღმოვაჩინე, რომ ეს ცხიმი არც მეტი არც ნაკლები - პალმის

შოკოლადის ლიქიორი

ეს ზაფხულის არდადეგებიდან გამოყოლილი რეცეპტია.  წლების წინ, სურამში დასვენების დროს მასწავლა ერთმა ქალმა, რომელმაც ჩემს მეზობლად მცხოვრებ შვილიშვილს ჩამოაკითხა თბილისიდან დაბადების დღეზე და ეს ლიქიორიც ჩამოიტანა. ძალიან ქალური, კრემოვანი, გემრიელი სასმელია, ''გოგოშკურ'' შეკრებებს რომ მოუხდება ისეთი ;) 100გრ მუქი კაკაო 1 ქილა შესქელებული რძე, თეთრი 1,200 ლ.წყალი 1კგ შაქარი 300გრ სპირტი(არაყი არა) კაკაო , წყალი, შაქარი

უმარტივესი შოკოლადის სოუსი

ეს უმარტივესი რეცეპტი შოკოლადისადმი მიძღვნილი ფრანგულენოვანი წიგნიდანაა. მზადდება 5 წუთში,შეგვიძლია ნებისმიერ დესერტთან გამოვიყენოთ,განსაკუთრებით ნაყინს უხდება. 175 გ შესქელებული რძე 100 გ შავი შოკოლადი სასურველია უშაქრო შესქელებული რძის გამოყენება (სუპერმარკეტებში იყიდება) თუმცა შაქრიანითაც შეგვიძლია მოვამზადოთ, უბრალოდ, ძალიან ტკბილი იქნება. შექელებულ რძეში ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი და შევათბოთ, ორიოდე წუთი დავტოვოთ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ.  შოკოლადი რომ

Top