თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ყველი"

ნივრიანი ხვეულა პური

ეს არის უგემრიელესი ნივრიანი პური, რომელიც ძალიან გემრიელი იქნება ცხელ თუ ცივ სუპებთან, უბრალოდ კარაქთან თუ ლუდთან ერთად. მომზადება 250 მლ. თბილ წყალში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი შაქარი, ერთი ჩაის კოვზი საფუარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი. გავაჩეროთ 15 წუთი. 370 გრამ ფქვილს შევურიოთ 1 ჩაის კოვზი მარილი, დავასხათ საფუარიანი მასა, 1

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო სვანეთში

ხანდახან გენიალურობა რომ სიმარტივეშია, ამაზე ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შეთანხმდნენ. სვანურ საჭმელს რომ გასინჯავ, ეს ფრაზა აუცილებლად გაგახსენდება: ნაკლებად კრეატიული, მაგრამ ძალიან გემრიელი. სვანური კერძების უმრავლესობა კარტოფილი, ყველისა და ცომის ვარიაციებია. ყველი მჭადის ცომში, ყველი კარტოფილში, ყველი და კარტოფილი ცომში და ა.შ. მიზეზი გასაგებია. ზღვის დონიდან 2000 და მეტი მეტრის სიმაღლეზე

ლამაზი და გემრიელი ბლინები სოკოთი

ეს არის ბლინები სოკოს უგემრიელესი შიგთავსით. თან ლამაზია, თან უფრო ჯანსაღი, ვიდრე გადახვეული და შემდეგ ტაფაზე ზეთში ყველა მხრიდან შემწვარი. მასალა ხის სოკო -500 გრ სულგუნი - 300 გრ ხახვი - 1 საშუალო ზომის დაფქული შავი პილპილი, მარილი მომზადება ბლინების ცომის რეცეპტი ნახეთ აქ. შიგთავსი კი მოამზადეთ ასე: კარგად გარეცხილ და დაწრეტილ სოკოს მოვბრაწავთ ზეთში ხახვთან ერთად. სოკო რომ მზად იქნება,

Cafe Velo: კრეპები და გალეტები ზამთრიდან ზაფხულამდე

კრეპი ფრანგული წარმოშობის სიტყვაა (crêpe) და ძირითადად საფრანგეთის ბრეტანის მხარესთან ასოცირდება. ისედაც თხელი ცომი, ტაფაზე მაქსიმალური გათხელებით ცხვება და სიფრიფანა ფირფიტად იქცევა, რომელშიც შემდეგ ათასგვარ გემრიელობას ახვევენ. ისტორია ზოგადად კრეპებს უძველესი ისტორია აქვთ. ისტორიკოსები ამბობენ, რომ პირველი კრეპები ჩვენს ერამდე 7000 წლის წინ გაჩნდა: წყალსა და რომელიმე მარცვლოვანის ფქვილს ერთმანეთში ურევდნენ და კეცზე აცხობდნენ

Hard Rock Cafe: ლანჩი ამერიკულად [13 ფოტო]

ჰარდ როკ კაფეს გახსნას თბილისში გვარიანი აჟიოტაჟი მოყვა. ერთმა - ძვირიაო, მეორემ - სამაგიეროდ რამხელა პორციებიაო, მესამემ - მერე რა ამბავია ამხელა პორციებიო, მეოთხემ - ამერიკაში სულ მანდ დავდიოდი და რა მაგარია ამიერიდან თბილისშიც რომ გვექნებაო.. მოკლედ, სულ რამდენიმე კვირაში ჰარდ როკ კაფემ მოხსნა პოპულარობის ის მწვერვალი, რომელიც ალბათ მხოლოდ H&M ან სტარბაქსის

გამომცხვარი ყაბაყი სოსისით და ყველით

ამ რეცეპტისთვის წესით იტალიური სოსისია საჭირო (ტრადიციულად, ღორის ხორცის სოსისი, კამით და ბევრი წიწაკით, ტკბილ-მწარე არომატით), თუმცა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა გამოიყენოთ. დაგჭირდებათ: 4 საშუალო ზომის ყაბაყი 1 ს/კ ზეითუნის ზეთი 250 გრ სოსისი 2 კბილი ნიორი ნახევარი ჭიქა საფანელი (დაფხვნილი პურის ორცხობილა) 6 ს/კ დახეხილი ყველი (ევროპული, ან სულგუნი) 500

ლიმონის ჩიზქეიქი – ყველაზე არომატული ჩიზქეიქთა შორის

ჩიზქეიქების სამშობლოდან ამ შესანიშნავი დესერტის არომატული და მარტივი ვერსია უნდა გაგიზიაროთ. საქართველოში ქრიმ-ჩიზის სიძვირის გამო მას ხშირად ამზადებენ ხაჭოთი და არაჟნით, რაც ნამდვილად განსხვავდება ორიგინალური ვერსიისგან. ქრიმ-ჩიზით მომზადებულ ჩიზქეიქს ნაზი, სუფლესმაგვარი, კრემოვანი კონსისტენცია აქვს. თუ “ფილადელფიას” ვერ იშოვით, მისი მსგავსი შედარებით იაფი ანალოგების გამოყენება შეიძლება. ჩიზქეიქის მომზადება მხოლოდ 20-30 წუთს წაგართმევთ,

თოვლიანი ბათუმის ლანჩ-მენიუ

ვისაც 2016 წლის დამდეგს ბათუმი არ გინახავთ, ჩათვალეთ, რომ ბათუმი საერთოდ არ გინახავთ. ზაფხულის გიჟური ტემპის, გადატვირთული ქუჩების, პაპანაქება სიცხის და ნოტიო ჰაერის ქალაქიდან იანვრის დასაწყისში ბათუმი თეთრ, ქათქათა, აი სწორედ იმ ქალაქად გადაიქცა, ცნობილ სიმღერაში რომაა. ცისფერი ზღვა, ფიფქებით დაბურული ცა, ქათქათა ნაპირი, დათოვლილი ნავები პორტში და ნაძვები ქუჩებში <- ეს

როგორ მოვამზადოთ პიცა პეპერონი

დღეს ისევ თბილისში ცნობილი შეფ-მზარეული, ვოი გვირჩევს :) დაგჭირდებათ: ფქვილი - 220 გრ კარაქი - 40-50 გრ პომიდორი - 3 ცალი ნიორი - 2 კბილი ხახვი - 1 თავი მოცარელა - 150 გრ გაუდა - 100-120 გრ პარმეზანი - 15-20 გრ ზეითუნის ზეთი მარილი, პილპილი გემოვნებით https://youtu.be/PgCVMixbYVg  

მესხური ყველი – ტენილი

ტენილი მესხური ყველის ნაირსახეობაა, რომელსაც დასამწიფებლად ქოთანში ტენიან. თუმცა ყველის მომზადების მთავარი "მუღამი" და სირთულე არა ქოთანში ჩატენვაში, არამედ ჩატენვამდე მის დამუშავებაშია. ყველის მოსამზადებლად მაღალი ცხიმიანობის რძეს იყენებენ, რასაკვირველია - ცხიმგამოუცლელად. ამიტომ, ეს ყველი საკმაოდ ძვირადღირებულია. ძვირადღირებულია იმ სირთულის გამოც, რაც მის მომზადებას ახლავს თან. ნახეთ საინტერესო ვიდეო ამ თემაზე: // ჩვენი ისტორია....ასე

ცეზარი ქათმით, სოკოთი, ბეკონით და ოთხნაირი სალათით [VIDEO]

ჩვენი ბლოგის დღევანდელი სტუმარი ისევ უნიჭიერესი ვოი, რესტორან "ოილ დროფის" პატრონი და შეფმზარეულია. რეცეპტი კი - საქართველოში ყველაზე პოპულარული სალათი - ცეზარი. ალბათ იცით, რომ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში კარგად ფეხმოკიდებული ცეზარი საკმაოდ განსხვავდება იმ ცეზარისგან, რომელიც ავტორმა თავდაპირველად მოიგონა. თუმცა, ჩვენ ხომ კულინარიაში შემოქმედების თავისუფლებას პირველ ადგილზე ვაყენებთ, ამიტომ

აჭარული სამზარეულო [Video]

ნავის ფორმის ხაჭაპურის ლაზური წარმომავლობის და ძველი აჭარული კერძების - სინორი და ბორანოს შესახებ გადაცემის ჩასაწერად გურმანია მაღალმთიან აჭარას ესტუმრა.       ეს სინორია: ნადუღიანი (მარილით) და ნიგვზიანი (ტკბილი) ვერსიები.   ეს კი ვიდეო. იხილეთ თამთას და ვახოს მორიგი გემრიელი გადაცემა:     https://youtu.be/JihCnlbO1HM

Top