თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ღორის ხორცი"

ღუმელში შემწვარი ხორცი და ბოსტნეული

დღევანდელი  კერძი სწრაფად მოსამზადებელი საოჯახო კერძების კატეგორიაში გადის: ბევრი მანიპულაციები არ სჭირდება, არც განსაკუთრებული  იერი აქვს, მაგრამ ნოყიერი და გემრიელია. მთელი პროცესი მაქსიმუმ 15 წუთს წაიღებს: დაჭრით ყველაფერს, აურევთ და შედგამთ ღუმელში - დანარჩენი უკვე თავისით მოხდება, არომატები შეერევა, სამზარეულოში სურნელი დატრიალდება, თქვენ ალბათ რაიმე სხვა საქმის გაკეთებასაც მოასწრებთ ,

ღუმელში შემწვარი ღორის სუკი, არომატული მარინადით

ღორის სუკს ღუმელში რა უნდაო, იტყვის ალბათ ვინმე ამ რეცეპტის წაკითხვისას და წარმოიდგენს კიდეც როგორ ააშიშხინებდა ნაკვერჩხალზე... მართლაც არაფერია ამაზე მარტივი და გენიალური. მაგრამ მრავალფეროვნება ყველაფერში  კარგია და კულინარიაში აუცილებელიც კი.  და თუ ზოგჯერ ნაკვერჩხალზე დაბრძანების ნაცვლად სუკის ნაჭერს ღუმელში მიაბრძანებთ, არ ინანებთ, მერწმუნეთ. 1 კგ ღორის სუკი (ჩემს შემთხვევაში

ღორის ხორცისა და გოგრის წვნიანი

ეს ისეთი კერძია, ზამთრის ცივ დღეებს რომ გითბობს, განაყრებს, გაბედნიერებს. გავიწყდება ის წესი, მაგიდიდან ცოტა მშიერი რომ უნდა ადგე. მიირთმევ, სავარძელში მოკალათდები ან  ფეისბუქს "ჩასქროლავ" ან  ჟურნალს გადაფურცლავ, ერთი სიტყვით მოდუნდები... რადგან კალიფორნიაში ზამთარი, როგორსაც აქამდე ვიცნობდი, არ არსებობს, ასეთი კერძის მოსამზადებლად წვიმიან ამინდებს ვირჩევ ხოლმე. სხვათა შორის, არც წვიმიანი დღეებით

ღორის სტეიკი მექსიკური მარინადით

დღეს ძალიან გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ. თუ კარგ ფილეს ან სასტეიკე ნაჭერს შეიძენთ, გირჩევთ მოამზადოთ. გარნირად ახალი ბოსტნეულის სალათა მოუმზადეთ და იდეალური სადილიც მზადაა :)   ღორის ფილე/სუკი 1კგ მარინადისთვის: 2 ხახვი ½ სტაფილო 1 კონა ოხრახუში 4-6 ცალი  ნიახურის ტოტი (ფოთლების გარეშე, მხოლოდ ღერები) ½  ნედლი მწარე წიწაკა წითელი, ან მეტი, თუ მწარე გინდათ (ხმელი ფანტელების შეიძლება) პაპრიკა ბაზილიკი ან

კეფირში დამარინადებული ღორის ხორცი გარნირით

ეს ისეთი კერძია, გრილ ამინდებს რომ უფრო უხდება, ამიტომ დღეს გაგიზიარებთ.  შეიძლება გაიფიქროთ, სად ხორცი და სად კეფირიო, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან  გემრიელია. თან მარტივია, საოჯახო. მე რადგან ცხიმიანი საჭმელი არ მიყვარს,  ღორის ხორციც უცხიმო ავარჩიე. ქონიან ნაჭრებს არა მგონია კეფირი მოუხდეს.   800 გ ძვლიანი ღორის ხორცი (შეიძლება რბილიც) 150 მლ კეფირი 2 ხახვი 2 კბ

ღორის ნეკნები ოსპით

მოგეხსენებათ რა სასარგებლო პროდუქტია ოსპი. მაგრამ ცოტა არ იყოს გამიჭირდა მისი შეყვარება...  ამიტომ სხვადასხვა მეთოდებით ვცდილობ გავაგემრიელო და ისე მივირთვა. ყველაზე მეტად ხორცთან ერთად მეგემრიელება და აი ერთ რეცეპტს თქვენც გაგიზიარებთ. 4 ცალი ღორის ანტრეკოტი 200 ( 1 ჭიქა)გ ყავისფერი ან მწვანე ოსპი 2 სტაფილო 1 წითელი ბულგარული სურვილით 1 დიდი თავი ხახვი 2 კბილი ნიორი ოხრახუში,

ლუდში ჩაბუჟბუჟებული ღორის კანჭი

ჩემი ექსპერიმენტები ლუდზე გრძელდება და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თქვენც გაგიზიარებთ.  ამჯერად ლუდში ღორის კანჭი ჩავაბუჟბუჟე, მთელი რიგი სპა პროცედურები  ჩავუტარე,  ღამით ლუდის აბაზანაში ვანებივრე, დილით  ნიორსა და სუნელებში დავამასაჟე,  შემდეგ კი ღუმელში მივაბრძანე კარგი ნამზეურის მისაღებად...  კარგი რამ იყო, მაგრამ ჩემთვის მეტისმეტად მსუყე და ცხიმიანი.  ჩემს წილ ნებისმიერ ხორცს

ღორის ნეკნები ბოსტნეულით

როგორია ეს კერძი? ფერადი, ნოყიერი და გემრიელი :)  თქვენ ხომ ახლა ყველაზე გემრიელ ბლოგს კითხულობთ ;)   ღორის ნეკნები 1 კგ (დაახლ. 4-5 ნაჭერი) კარტოფილი 3 საშუალო სტაფილო 2 ყაბაყი 1 სშუალო ზომის ფერადი ბულგარულები, მომცრო 1-1 პამიდორი 2 ცალი როზმარინის ფოთლები დჭრილი 1 ს.კ. 10ქონდარი ხმელი  2/3 ს.კ ხახვი 1-2 თავი შავი პილპილი ახალდაფქული 1 ჭ ბულიონი 1 ჭ თეთრი ღვინო დაჭრილი ოხრახუში

ხორცის ბურთები სოუსი ტერიაკით

ეს რეცეპტი აზიური სამზარეულოს მოყვარულებს მოეწონებათ. ქართული ტრადიციული გემოებისგან საკმაოდ განსხვავებულია, თუმცა გემრიელი. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვეწონა. ის საერთოდ ყოველთვის პოზიტიურად ხვდება ჩემს კულინარიულ ექსპერიმენტებს და განსხვავებულ კერძებსაც სიამოვნებით მიირთმევს. სამაგიეროდ, ჩემმა შვილმა აიბზუა ცხვირი.მაგრამ მას, საერთოდ იშვიათად მოსწონს რამე, რაც ტკბილი არ არის. ტერიაკი იაპონურ სამზარეულოში  საჭმლის მომზადების

შემწვარი ღორის ხორცი

ღუმელში ხორცის მომზადება იმითაა კარგი რომ ბევრ დროს გითავისუფლებს. შედგავ შესაწვავად და დაკავდები რაიმე სხვა საქმით, მუდმივ ყურადღებას და თავზე ფარფატს არ ითხოვს.  როცა ბევრი საქმე მაქვს მეც სულ ასე ვიქცევი. თანაც ტაფაზე მომზადებულთან შედარებით უფრო ჯანსაღიცაა. ეს კერძი ჩემი მეუღლის მშობლებთან სტუმრად ყოფნისას მოვამზადე. ფოტოზე ხორცის გვერდით ბატატი ჩანს, გარნირად

ღორის ხორცი აზიურ მოტივებზე

პიკანტური, კონტრასტული და უცხო! სწორედ ასე დავახასიათებდი ამ კერძს. ერთდროულად ცხარეა და მოტკბო, თუმცა, ამავდროულად, ღორის ხორცის ბუნებრივი გემო მშვენივრად იგრძნობა.  მოკლედ, თუ ტრადიციული კერძები ცოტა არ იყოს მოგბეზრდათ, ხორცი გიყვართ და რაიმე ახალ არომატს ეძებთ, გამომყევით :) 1 კგ ღორის რბილი ხორცი მარინადისთვის: 2 ს.კ გახეხილი  ნედლი ჯანჯაფილი 3 ჩ.კ. ფორთოხლის მარმელადი 3 ჩ.კ.

Top