ღვინო Archives | Page 2 of 3 |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ღვინო" (Page 2)

ხორცის რაგუ

ეს კერძი იტალიური სამზარეულოს წიგნის მიხედვით მოვამზადე. ორიგინალ რეცეპტში ცხვრის (ბატკნის) ხორცი ეწერა, თუმცა მე არ მიყვარს და ამიტომ საქონლის ხორცით ჩავანაცვლე. 1 კგ საქონლის  ხორცი 1 თავი ხახვი 1 კბილი ნიორი 1 ჭიქა (250 მლ)  წითელი ღვინო 1-2 სტაფილო 2 ს.კ. ტომატ პასტა 1 ჭიქა ბულიონი ან წყალი ცოტა დაჭრილი სალბი (შეგვიძლია ხმელი გამოვიყენოთ, ხელში მოვფშვნიტოთ) ცოტა როზმარინი,

ხბოს ხორცი ლიმონით და ჯანჯაფილით

ბევრი ტრადიციული გემოს მოყვარული ალბათ იფიქრებს, ამ სააღდგომოდ რა დროს ლიმონი  და ჯანჯაფილია, როცა ახალი ტყემალი უკვე იყიდება და ტარხუნაც ბლომადაა ჩაქაფულის გასაკეთებლად ... მაგრამ  მე ამ რეცეპტს მათთვის ვწერ, ვისაც ტრადიციულთან ერთად განსხვავებულის გასინჯვაც ხიბლავთ :)   ჩაქაფულის გაკეთებას კი მეც ვაპირებ სააღდგომოდ. ორიოდე სიტყვას ამ კერძზეც გეტყვით: ჩვენ მოგვეწონა,

ღორის ნეკნები ბოსტნეულით

როგორია ეს კერძი? ფერადი, ნოყიერი და გემრიელი :)  თქვენ ხომ ახლა ყველაზე გემრიელ ბლოგს კითხულობთ ;)   ღორის ნეკნები 1 კგ (დაახლ. 4-5 ნაჭერი) კარტოფილი 3 საშუალო სტაფილო 2 ყაბაყი 1 სშუალო ზომის ფერადი ბულგარულები, მომცრო 1-1 პამიდორი 2 ცალი როზმარინის ფოთლები დჭრილი 1 ს.კ. 10ქონდარი ხმელი  2/3 ს.კ ხახვი 1-2 თავი შავი პილპილი ახალდაფქული 1 ჭ ბულიონი 1 ჭ თეთრი ღვინო დაჭრილი ოხრახუში

წითელი ღვინისა და შოკოლადის კექსი

რატატუის ფეისბუქ-გვერდზე ხშირად მთხოვენ სამარხვო რეცეპტებს. რადგან ჩემთან არავინ მარხულობს და არც ვეგეტარიენელი მყავს ვინმე, ამიტომ თამამად ვიყენებ ნებისმიერ ინგრედიენტს რაც მაქვს და მიყვარს.  მაგრამ ბლოგის გამო, გადავწყვიტე ამ პერიოდში სპეციალურად მოვამზადო ისეთი კერძები ან დესერტები, რომელსაც მომარხულეებიც მიირთმევენ. დღეს დესერტს შემოგთავაზებთ, რომლის მირთმევა თავისუფლად შეუძლიათ როგორც ვეგანებს, ისე მარხვაზე მყოფებს.  როგორც წესი,

ღუმელში შემწვარი ხორცი

ეს იყო საუკეთესო ხორცი, რომელიც კი ოდესმე მომიმზადებია! ისეთი ნაზი, ისეთი წვნიანი და არომატული, თითოეული ლუკმა ენაზე რომ გადნება. ჩემი სიტყვები ისე არ გაიგოთ რომ კულინარიული ოსტატობის უმაღლეს მწვერვალებს მივაღწიე, სულაც არა!  უბრალოდ ხორცი იყო რაღაც საოცრება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ცოტა შორიდან დავიწყებ: მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება ავსტრალიური და ახალზელანდიური ხორცი.

სპაგეტი ორაგულით

სამეფო ორაგული - სწორედ ასე ჰქვია ორაგულის ამ სახეობას და ჩემი აზრით, ეს სახელი ზედგამოჭრილია! სამეფოა, აბა რაა, სულ 15 წუთში, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის და ახალდაფქული პილპილის  დამატებით ღვთაებრივად გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება მისგან. როცა ცოტა დრო მაქვს, ან უბრალოდ მეზარება რაიმე განსხვავებულის გაკეთება, სწორედ ასე ვიქცევი: დაჭრილ-ორაგულს, აი

ქამა სოკოს რიზოტო

რიზოტო - იტალიის გემრიელი ნაწილი თქვენს თეფშზე! თუ ბრინჯი გიყვართ, იტალიური სამზარეულო და კერძები ღვინის არომატით, მაშ, რატომ არ უნდა გააკეთოთ რიზოტო? დეტალურ ინფოს რიზოტოზე, მისთვის საჭირო ბრინჯის სახეობებზე და მომზადების წესზე ამ ბმულზე ნახავთ.     200-300 გ ქამა სოკო 250 გ რიზოტოს ბრინჯი 100 მლ თეთრი ღვინო 1 თავი ხახვი ზეითუნის ზეთი 4-5 ჭიქა ცხელი ბულიონი

შემწვარი ღორის ხორცი

ღუმელში ხორცის მომზადება იმითაა კარგი რომ ბევრ დროს გითავისუფლებს. შედგავ შესაწვავად და დაკავდები რაიმე სხვა საქმით, მუდმივ ყურადღებას და თავზე ფარფატს არ ითხოვს.  როცა ბევრი საქმე მაქვს მეც სულ ასე ვიქცევი. თანაც ტაფაზე მომზადებულთან შედარებით უფრო ჯანსაღიცაა. ეს კერძი ჩემი მეუღლის მშობლებთან სტუმრად ყოფნისას მოვამზადე. ფოტოზე ხორცის გვერდით ბატატი ჩანს, გარნირად

ხორცი ღვინით და ბოსტნეულით

  ცოტა დრო მაქვს, ამიტომ პირდაპირ რეცეპტზე გადავალ, ყოველგვარი შესავლისა და ''ბლა-ბლას'' გარეშე. იმას კი გეტყვით რომ ასე მომზადებული ხორცი საოცრად არომატულია, ყველა გემო და სურნელი ერთმანეთში ირევა და რაც მთავარია, ერთმანეთს უხდება! 1 კგ  საქონლის ხორცი, რბილი ან შერეული 2 სტაფილო 3-4 დიდი კარტოფილი 2-3 პამიდორი 0.5 ლ წითელი ღვინო 2 თავი ხახვი დაფნა წიწაკა ქონდარი მარილი მწვანილი   ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად

გლინტვეინი

ცხელი ჩაი ცხელი ყავა ცხელი კაკაო ცხელი შოკოლადი ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მეც ძალიან მიყვარს, თუმცა მგონია რომ ცივ ზამთარს ისე არაფერი უხდება, როგორც ცხელი გლინტვეინი.  თან რა მარტივია გაკეთება, თან რა სასიამოვნო პროცესია, როცა ცხელ, სურნელოვან სითხეს თავს დასტრიალებ და გაყინულ ჰაერს შერეული მიხაკ-დარიჩინის სურნელი უკვე სულს გითბობს. გჭირდებათ ღვინო, რომელიც დარწმუნებული ვარ

კალმახი ნუშითა და ღვინით

კალმახი ძალიან მიყვარს. ლიმონის წვენმოსხმული და უბრალოდ შემწვარიც კი ძალიან გემრიელია ჩემი აზრით. ამ ზაფხულს  ''სქაი ბარში'' მეგობრულ-საქმიანი შეხვედრა გვქონდა კულინარიაზე შეყვარებულ რამდენიმე ადამიანს. მახსოვს იქაც კალმახი შევუკვეთე, ღვინის სოუსით. წინასწარ წარმოვიდგინე, რა გემრიელი იქნებოდა, თევზი და ღვინო, ეს ხომ არაჩვეულებრივია! მაგრამ, როგორც ერთი კაცი ამბობს ხოლმე: ნურას უკაცრავად! ვერ მოგართვით

ოსო ბუკო მილანურად

რა ხანია, ამ ცნობილი კერძის მომზადება მინდოდა.  როცა სუპერმარკეტში დაჭრილი, ჩაწიკწიკებული ნაჭრები დავინახე, მაშინვე გამახსენდა ეს მივიწყებული სურვილი. რა თქმა უნდა, შევიძინე და სახლში დაბრუნებულმა,  რეცეპტის დასაზუსტებლად რამდენიმე  სანდო ინტერნეტ საიტს გადავავლე თვალი.  ამ კერძის რამდენიმე ვარიაცია არსებობს, ამზადებენ წითელი ან თეთრი  ღვინით ,ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით ბოსტნეულსაც ამატებენ (მაგ: სტაფილოს,

Top