ღვინო Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ღვინო"

ბატკნის ხაზანი – სომხური კერძი ღვინითა და ბროწეულით

დაახლოებით ერთი წლის წინ აქ კალიფორნიაში არაჩვეულებრივი სომეხი გოგო გავიცანი, ლაურა, თბილისიდან. როგორც აღმოჩნდა, თურმე, რატატუის კითხულობს ხოლმე :) ლაურა მთიულების რძალია და ხინკლის მომზადების რამდენიმე საიდუმლოც გამიზიარა, დედამთილისგან ნასწავლი. მაგალითად ის, რომ ხინკალს ქონდარს ამატებენ და ღმერთო, რომ იცოდეთ როგორ უხდება! ვაღიარებ, ქონდრის დამატება არ მომფიქრებია და არც ვიცოდი,

ესპანური სანგრია წითელი ღვინით

სანგრიაზე ჩვენს ბლოგზე პირველად არ ვწერთ. საზაფხულოდ არაჩვეულებრივი არჩევანია, ზომიერად ალკოჰოლიან-ხილიანი და გასაკეთელად - მარტივი. დაგჭირდებათ წითელი ღვინო, ფორთოხლის წვენი, კონიაკი ან ვისკი, ფორთოცალი, ლიმონი, ლაიმი, ვაშლი, ატამი და მარწყვი. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ხილი არ გაქვთ, არ იდარდოთ. ეს ის სასმელია, სადაც ფანტაზიაც საკმარისია და მარჯვე ხელებიც არაა მაინცდამაინც საჭირო :) დანარჩენი იხილეთ

მიდიები ბათუმურად

ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო, კერძები კი განსაკუთრებით; გემოს ხომ ინგრედიენტები არ ქმნის, გემოს ქმნის ის ადამიანი, ვინც კერძს აკეთებს და ეს ყველაფერი გაჯერებულია იმ ადამიანების სიყვარულით, ვისთვისაც კერძი მზადდება. მე არ ვიცი, როგორი სიყვარულით იყო გაჯერებული, ის პირველი მიდია, რომელიც სტამბოლის ყველაზე გრძელ ქუჩაზე გავსინჯე, მაგრამ ფაქტია მოვინუსხე, მარმარილოს ზღვიდან ბედნიერებამაც

სოკო კარამელიზებულ ხახვსა და ღვინოში

კიდევ ერთი მარტივი და გემრიელი რეცეპტი, რომელიც გურმანების გარდა, ვეგეტარიანელებსა და მემარხვეებსაც მოეწონებათ. მე თვითონ ვიდეორეცეპტის მიხედვით გავაკეთე, მაგრამ ფოტოაპარატი სახლში არ მქონდა, ამიტომ რეცეპტს პირდაპირ ავტორისგან გიზიარებთ. დაგჭირდებათ: თეთრი ხახვი ქამა სოკო თეთრი ღვინო სოიოს სოუსი ზეითუნის ზეთი (ან სხვა ზეთი) ნიორი მარილი რამდენიმე ღერი ოხრახუში დანარჩენს ვიდეორეცეპტში იხილავთ :) https://youtu.be/9Pv1v2WSavQ გემრიელად მიირთვით!

მსხალი ღვინის სიროფში [+ვიდეო]

საახალწლოდ თუ არაასაახალწლოდ, ყოველთვის შეიძლება ორიგინალური დესერტის გაკეთბა ნაცვლად ტრადიციული ტკბილეულისა. მთავარია არ დაიზაროთ და ჩვენს გემოვნებას ენდოთ ;) ამ გემრიელი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მაგარი მსხალი, ღვინო, ფორთოხალი (კანი/ცედრა), დარიჩინი, შაქარი და ვანილი. ასევე ცოტა ნუში, თავზე მოსახეხად. მსხლების რაოდენობის მიხედვით უნდა განსაზღვროთ ღვინის და შესაბამისად მისი საკმაზების + შაქრის რაოდენობა, ქვაბის

სპაგეტი ბოლონეზე – მარტივი რეცეპტი

სპაგეტი ბოლონეზე, ანუ სპაგეტი ბოლონიურად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია იტალიაში და არა მხოლოდ იტალიაში. აქ, ცოტა ხნის წინ "ჰუგო ბარში" გავსინჯე და გაამართლა. უფრო სწორად, მოლოდინსაც გადააჭარბა <3 იდეაში, ჰუგო ჩილიმის (ნარგილეს) ბარია და აქამდე მეგონა, მხოლოდ ჩილიმის მოწევის განწყობაზე მყოფებისთვის იყო ზედგამოჭრილი. სინამდვილეში ჭამა-სმა დიდად შესარგიც მოსულა ჩილიმის გარეშე

თევზი ბოსტნეულის სოუსში

დღევანდელი რეცეპტი გახლავთ თევზი ბოსტნეულის არომატულ სოუსში.  რა თქმა უნდა, გემრიელია - როგორც ყველა რეცეპტი ამ ბლოგზე :D  თან სწრაფადაც მზადდება. თვითონ თევზი იძენს შესანიშნავ არომატს და გემოს. გამოდგება ნებისმიერი თევზი, განსაკუთრებით თეთრი, ნაკლებ ცხიმიანი და უფხო თევზეული. ამ ჯერად მე მქონდა ნოტოტენია, მაგრამ კარგი გამოდის კალმახითაც. 800 გ თევზი ნოტოტენია 500 გ

ოსო ბუკო ბოსტნეულით

ამ გემრიელი იტალიური კერძის მოსამზადებლად არტალას ნაჭრებია საჭირო, ტვინიანი ძვლით.  არსებობს რეცეპტები ბოსტნეულით და მის გარეშე.  ოსო ბუკოს მილანური ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულზე   იხილოთ.   ამჯერად ბოსტნეულიან ვერსიას შემოგთავაზებთ. ორივე მათგანია ძალიან გემრიელია :)   1 კგ არტალას ნაჭრები (დაახლოებით 4 ცალი) 400 მლ (1 ქილა) დაჭრილი პამიდორი საკუთარ წვენში 3 სტაფილო 120 მლ თეთრი

წვნიანი მიდიებით

დღეს ისე გრილა, ცხელი და ცხარე წვნიანის ჭამა სასიამოვნოც კია :)  ეს მიდიების არომატული სუპია, ღვინით და ოსპით.  თუ სახლში ყველა ინგრედიენტი გაქვთ, სცადეთ, გემრიელი, სასარგებლო და სურნელოვანია :)   250-300 გ გარჩეული მიდიები 1 სტაფილო ½ ჭ წითელი ოსპი 1 ხახვი 1 კბილი ნიორი 600 მლ წყალი ½ ჭ წითელი ღვინო (თეთრიც შეიძლება) ½ ჭ ტომატის საწებელი ან

Beef Ragu / ძროხის ხორცის რაგუ [Video]

Nothing Smells as delicious as slow-cooked meat for dinner.  Tender beef, cooked with vegetables and served with pasta - your family will Love this Beef Ragu. Ingredients:/შემადგენლობა: - 1 kg. beef/1კგ.ძროხის ხორცი - 850g. mushrooms/850გ.სოკო - 1 glass of dry red wine/1 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო - 1 cube of chicken bouillon/1 კუბიკი ქათმის ბულიონი -

სპაგეტი მიდიებით და პამიდვრით

ზოგჯერ გული მწყდება, სადმე ოკეანის პირას რომ არ ვცხოვრობ, სადაც ყოველ სისხამ დილით მეთევზეებს ახალდაჭერილი თევზი და ზღვის პროდუქტი გამოაქვთ წყლიდან. ეს ჩემი საყვარელი საკვებია, მაგრამ ქართულ რეალობაში ძნელია თავი ხშირად გაინებივრო: არც არჩევანია დიდი და არც ფასია პატარა :)  თუ თქვენც გიყვართ ზღვის პატარა, უშნო არსებები და  მაცივარშიც მოგეპოვებათ

ქათმის ფილე ნაღების სოუსით – ღვთაებრივად გემრიელი!

ეს ჩემი საყვარელი კერძია! თითოეული ინგრედიენტი საოცრად ეხამება ერთმანეთს  და არაჩვეულებრივი კერძი გამოდის ნაღების ნაზი არომატით. 30 წუთში ბრინჯის მოხარშვის ჩათვლით, ყველაფერს მოასწრებთ და უამრავ კომპლიმენტსაც მიიღებთ :)   2 ფილე 300 გ ქამა სოკო 1 ხახვი 1 კბ ნიორი 200 გ ნაღები 20 % 100 მლ თეთღი ღვინო ოხრახუში მარილი და პილპილი   ქათმის ფილე დავჭრათ პატარა მოგრძო ნაჭრებად. ტაფაზე

Top