თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ღვეზელი"

Strada: ლანჩ-მენიუ 10 და 14 ლარად

სტრადა - ჩვენს მიერ ბოლოს დროს ამოჩემებულ ადგილთაგან ერთერთი. უჩვენოდაც გეცოდინებათ. სტრადა სულ 2 წელია რაც გაიხსნა და უკვე 2 წელია თბილისის ტოპ-რესტორნების რიცხვშია. თავიდანვე თამამი კონცეფციით დაიწყეს, ყველაფერი ხარისხიანი ანუ არცთუ იაფი, ხოლო ადგილმდებარეობა - ქალაქის ცოცხალი და ცენტრალური ნაწილიდან შორს, ქავთარაძის და ვაჟას ბოლოში. აბა ვინ მივიდოდა იქ? მაგრამ კი

ჩებურეკი

ყველაზე უცნაური ამ რეცეპტში ისაა, რომ ეს იყო პირველი ჩებურეკი ჩემს ცხოვრებაში. ამაზე უცნაური, ალბათ, მხოლოდ ის იქნება, თუ გეტყვით, რომ არასდროს გამისინჯავს... შაურმა. ასეთი "წიკებიანი"  ფუდ-ბლოგერი რა ბლოგ-სივრცეში გასაჩერებელია, მაგრამ  ე.წ. "street food"-ს ანუ ქუჩის საჭმელს ხშირად ეჭვის თვალით ვუყურებ, მით უფრო საქართველოში, სადაც საკვების ხარისხი არ კონტროლდება. ამგვარად,  დღევანდელი

ხორციანი ღვეზელები

დღეს უგემრიელესი ხორცის ღვეზელების დღე გვაქვს! თუ დაბრაწულ, ფუმფულა ღვეზელებს გულგრილად ვერასოდეს უვლით გვერდს, ესე იგი ეს რეცეპტი სათქვენოა :) ხორცის გარდა გულში ნებისმიერი რამის ჩადება შეიძლება: კარტოფილის, ყველის, ბრინჯი+სოკო, ქათმის ხორცი, თევზი+ბრინჯი+კვერცხი...  მოკლედ, ფანტაზია არ დაიშუროთ. ცომისთვის დაგჭირდებათ: 500-600 გ ფქვილი 1 ჭიქა რძე 1 ჩ.კ საფუარი 1 ჩ.კ მარილი 1 ჩ,კ შაქარი 100 გ წყალი 50

ვაშლის ღვეზელი ხაჭოს ცომით

დღევანდელი  რეცეპტი გახლავთ ვაშლის ღვეზელი. ისეთი გემრიელია, როგორც ზოგადად ვაშლის ნამცხვრებს ეკადრება :)  მზადდება მარტივად. ცომი წინასწარაც შეგიძლიათ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ. შემდეგ უცებ ჩაუდებთ გულს, ერთი, ორი, სამი და ღვეზელიც მზადაა! მზადდება ასე: ცომი 200 გ ხაჭო 200 გ ფქვილი 100გ კარაქი ½ ჩ.კ მარილი 100 გ შაქარი ½ ჩ.კ სოდა 1 კვერცხი გულსართი 3 ვაშლი ½ ჭიქა ქიშმიში 1 ჩ.კ დარიჩნი 2

ვაშლის ღვეზელის რეცეპტი მამაკაცებისთვის

ვაშლის ღვეზელის რეცეპტი მამაკაცებისთვის გასაგებ ენაზე: აიღეთ მაცივრიდან 10 კვერცხი, დადეთ მაგიდაზე დარჩენილი შვიდი და მოწმინდეთ იატაკი. სხვა დროს უფრო ყურადღებით იქნებით. აიღეთ თასი და მის კიდეზე ჩატეხეთ კვერცხი. ჩაასხით კვერცხის შიგთავსი თასში მოწმინდეთ მაგიდაზე დაქცეული კვერცხი აკურატულად. მაშ ასე: თასში გვაქვს 5 კვერცხი. ახლა აიღეთ მიქსერი, გაუკეთეთ სათქვეფი ჯოხები და დაიწყეთ თქვეფა. ახლა

პამიდვრის ტარტი

როცა ამ ღვეზელის გამოცხობა დავაპირე, დიდი მოლოდინები არ მქონია. მოთუშული, დარბილებული  პამიდორი  მაინცდამაინც არ მიყვარს და უმად მირთმეული მირჩევნია. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ვცდებოდი!   ეს არის ძალიან, ძალიან გემრიელი ტარტი, რომელიც მე და ჩემმა წუნია შვილებმა წამებში გავაქრეთ :D  რეცეპტის პირველწყარო რომელიღაც უცხოენოვან ბლოგზე ვნახე.  რა თქმა უნდა გადმოვაკეთე,

ტარხუნის ღვეზელი

ტარხუნის ღვეზელი ალბათ ყველას გიყვართ :) განსხვავებულია, გემრიელი,  არომატული, ტარხუნის შუშხუნა გემოთი...  ერთ კარგ რეცეპტს მეც გაგიზიარებთ :) შეგიძლიათ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომიც გამოიყენოთ და ღუმელში ან ტაფაზე ხაჭაპურივით გამოაცხოთ, მაგრამ მე სხვაგვარად ვცადე. ცომი გავაკეთე ასე: 300 გ ფქვილი 200 მლ რძე 1 ჩ.კ საფუარი 1 კვერცხი 60 გ ცივი კარაქი

ბოსტნეულის ღვეზელი

  ბოსტნეულის ღვეზელები გიყვართ? თუ კი, მაშინ კითხვა განაგრძეთ :) თუ არა, მაშინ მომწერეთ კომენტარებში და რაიმე გემრიელ რეცეპტს თქვენთვის აუცილებლად მოვძებნი :) სიმართლე რომ გითხრათ ეს ფოტო კარგა ხნის წინ გადავიღე, მაგრამ მხოლოდ ახლა მოვახერხე გამოქვეყნება...   არდადეგებზე მივდიოდი და მაცივარში არსებული პროდუქტების უტილიზაცია მინდოდა, ეს ღვეზელი სწორედ ამის შედეგად შეიქმნა

სააღდგომო ღვეზელი

აი ასეთი ფერადი და ლამაზი ღვეზელი მოვამზადე წინასააღდგომოდ.  რეცეპტი ჩემი საყვარელი ფრანგული კულინარიული ჟურნალიდან ავიღე. რეცეპტში არაფერი შემიცვლია, გარდა ყველის სახეობისა, გულში კი სოფლის კვერცხები ჩავულაგე, უფრო მკვეთრი და ხასხასა გული აქვს, ამიტომ მომწონს :)  ვფიქრობ არაჩვეულებრივია და სხვა დროსაც გამოვაცხობ, არა მხოლოდ აღდგომას .   3 კვერცხი 150 გ ფქვილი+1 პაკეტი გამაფხვიერებელი

შებოლილი ბეკონისა და კვერცხის ღვეზელი

ძალიან მარტივი ღვეზელია, რომელიც ინტერპრეტაციის უამრავ საშუალებას იძლევა, როგორც გარეგნული ისე შემადგენლობის მხრივ. დილით მიკროტალღურში ან ღუმელში შემთბარიც (ან თუნდა თავდახურულ ტაფაზე) ძალიან კარგი საუზმეა .   400-500 გ ფენოვანი ცომი 4 კვერცხი+წასასმელად 4 ფირფიტა შებოლილი ბეკონი მარილი და პილპილი მწვანილი   ცომს მივცეთ მართკუთხედი ფორმა, გადავიტანოთ შესაბამის ფორმაში, გავანაწილოთ ბეკონის ფირფიტები, ისე რომ მათ შუაში შესაძლებელი იყოს

კარტოფილის და ყველის ბურეკები ფილოს ცომით

ბურეკა შუა აზიური ღვეზელია. მისი მრავალი ვერსია არსებობს როგორც ცომის, ისე შიგთავსის მხრივ. ამზადებენ ფენოვანი ან ფილოს ცომით, გულში შეიძლება ჩაუდოთ კარტოფილი, ყველი, ისპანახი, ხორცი, ბადრიჯანი.  მიირთმევენ როგორც აპეტაიზერს სადილამდე. შესაძლებელია მზა ბურეკების გაყინვა, შემდეგ კი ნებისმიერ დროს უცებ შედგამთ ღუმელში და რამდენიმე წუთში მზად გექნებათ. ძალიან მოსახერხებელია  წასახემსებლად პიკნიკზე,

მარტივი და სწრაფი ცომი ღვეზელებისთვის

ამ რეცეპტმა ჩემს მიერ არჩეული  მსუბუქი კვების გზიდან გადამახვევინა და გეგმები ამირია :)  მაშინვე მომინდა მეც მეცადა და გამეკეთებინა.  ორიოდე დღის წინ დრო გამოვნახე და საქმეს შევუდექი. ძალიან საინტერესო რეცეპტია, მზადდება 2  სახის ცომი, შემდეგ ერთიანდება და საკმაოდ საინტერესო შედეგს ვიღებთ :)  ძალიან სწრაფად მზადდება, რბილია და გემრიელი. რეცეპტის ეკუთვნის www.perfectcook.org-ის ერთ-ერთ

Top