თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ქრიმ-ჩიზი"

ფენოვანი კალათები ხილით – უგემრიელესი საუზმე შაბათ-კვირისთვის მინიმალური ინგრედიენტებით

და აი, საუკუნოვანი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა მოვიტანე თითები კლავიატურასთან და უგემრიელესი, უმარტივესი რეცეპტის წერას შევუდეგი!  იდეას ვუმადლი ფეისბუქის სქროლვისას "შემოფეთებულ" ერთ-ერთი კულინარიული გვერდის ვიდეოს. მაგრამ არ მკითხოთ რომელს - აღარ მახსოვს, ასეთი გვერდი მილიონი მაქვს :)) გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა უფრო აქტიური გავხდე, ყოველდღიურად უამრავ გემრიელ რეცეპტს ვათვალიერებ და

ლაიმისა და მარწყვის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

ვიცი რომ საქართველოში მარწყვის სეზონი რა ხანია დასრულდა, მაგრამ კალიფორნიაში ფანტასტიური ამინდების გამო ყოველთვის ყველაფრის სეზონია. აქ ყველაფერი სხვანაირადაა, მუდამ მზე ანათებს, მუდამ ყვავილობენ მცენარეები, მუდამ ყველანაირი ხილ-ბოსტნეული იყიდება ბაზრებში და მხოლოდ სურვილი, ცოტაოდენი დრო და ბლომად ფული გჭირდება გასტრონომიული სურვილების ასასრულებლად. ჩიზქეიქები ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ შემიყვარდა, იმიტომ რომ მისი წესების

სტაფილოს ტორტი კარამელიზებული თხილით

მოგეხსენებათ, ბოსტნეულის დესერტებში გამოყენება სიახლე აღარ არის. სტაფილოს, ჭარხლის, ყაბაყის ტორტები იმდენადვე გემრიელია, რამდენადაც უჩვეულოდ ჟღერს :) ჩვენს ბლოგზე უკვე დევს სტაფილოს ტორტი კარამელიანი კრემით და ასევე ყაბაყის ტორტი.  დღევანდელი ტორტი ძალიან გემრიელი, თუმცა ცოტა მსუყე დესერტების რიგს მიეკუთვნება. ზოგადად ამერიკული ნამცხვრები მსუყეა, მაგრამ მე შეძლებისდაგვარად გავამსუბუქე: მაგალითად ქრიმ-ჩიზი კარაქის ნაცვლად ნაღებთან

ორაგულის რულეტი ლავაშში

დღევანდელი რეცეპტი მარტივი, გემრიელი და ეფექტური რეცეპტების კატეგორიას მიეკუთვნება. მზადდება სწრაფად და ასეთივე სისწრაფით ქრება თეფშებიდან :)   1   დიდი ზომის ლავაში 200 გ კრემ-ყველი 200 გ მარილში გამოყვანილი ან შებოლილი ორაგული 1-2 კიტრი კამა მარილი პილპილი   ორაგული მე თავად მოვამზადე ამ რეცეპტის მიხედვით, მხოლოდ, ამჯერად, მარტო ლიმონის წვენი, მარილი და შაქარი გამოვიყენე მარინადისთვის. თვითონ რულეტს კი ვაკეთებთ ასე: კიტრი დავჭრათ ჩხირებივით. ლავაშს

Top