თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ქიშმიში" (Page 2)

დარიჩინიანი დაწნული ფუნთუშა

ეს ფუნთუშა თქვენს მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს, რადგან ძალიან გემრიელი და ეფექტურია. ხრაშუნა დაბრაწული ქერქის ქვეშ ფაფუკი, რბილი გულია და  გაცივების შემდეგაც ინარჩუნებს სირბილეს. იდეალური შედეგის მისაღებად, უმჯობესია მაღალცხიმიანი ნაღების გამოყენება, მათ შორის ნატურალური რძის ნაღების (ე.წ. სოფლის რძის), რომელიც ადუღებისა და გაცივების შემდეგ რძის თავზე გროვდება. თუ გახსოვთ, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტებში

სტაფილოს სალათა მაროკოულად

სტაფილო და ქიშმიში ერთი შეხედვით უცნაური შეხამებაა, თუმცა საინტერესო და გემრიელი. ასეთი ტიპის სალათს მაროკოელები ამზადებენ,ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით ფორთოხალსაც ამატებენ.  ლიმონის წვენი სასიამოვნო სიმჟავეს აძლევს, ქიშმიში კი სიტკბოს, საბოლოოდ კარგი შეხამება გამოვიდა, განსაკუთრებით, როცა სტაფილო და ქიშმიში ერთად ხვდებოდნენ პირში :) ამ სალათის მირთმევა შესაძლებელია როგორც გარნირად, ასევე დამოუკიდებლად.   3 მოზრდილი სტაფილო

შოკოლადის საჩუქარი

როგორ ვაქციოთ ერთი ფილა, ჩვეულებრივი შოკოლადი ლამაზ და გემრიელ საჩუქრად? ძალიან მარტივად. ამისთვის საჭიროა სულ 10-15 წუთი და: 1 ფილა შოკოლადი 1/2 მუჭი ნიგოზი, თხილი, corn flakes (ტკბილი, თაფლიანი) ან სხვა საბავშვო ხრაშუნები 1/2 მუჭი ქიშმიში ან ციტრუსის ცუკატები 1-2 სუფრის კოვზი ნაღები შოკოლადის სილიკონის ფორმა მაცივარი პატარა ქვაბში აადუღეთ წყალი, ზედ დადგით ემალირებული თასი, ჩაასხით ნაღები და

ბულგურის ტკბილი ფლავი

ვითვალისწინებ ჩვენი მკითხველების თხოვნას და ვცდილობ მოგაწოდოთ რეცეპტები, რომელიც მარხვის დროსაც შეგიძლიათ მიირთვათ. ეს ბულგურის ტკბილი ფლავია, ძალიან არომატული და გემრიელი. ბრინჯის ტკბილი ფლავის შთაგონებით მომზადებული. ბულგური ბევრგან იყიდება, ძალიან გემრიელია და თუ არ გაგისინჯავთ, გირჩევთ სცადოთ :)   1 ჭ ბულგური (საშუალო) 1/2  ჭ ნიგოზი, დაჭრილი 1 მუჭა ქიშმიში 50 გ კარაქი (სამარხვო ვერსიაში

ჩირებიანი ფუნთუშები

ცომეულის სიყვარული ჩემი მავნე ჩვევაა.  სულ მიკვირს აქამდე 200 კგ როგორ არ გავხდი :D  მადლობა  ღმერთს და ჩემს გენებს, რომ მთელი ცხოვრება ერთ სტაბილურ წონაზე ვარ და 10 წლის წინანდელი შარვალიც ისევ მერგება :)  თუმცა ვცდილობ ზომიერება დავიცვა და შეძლებისდაგვარად ჯანსაღად ვიკვებო. აი, მაგალითად, თუ დილით ასეთ ფუნთუშებს შევჭამ, შუადღით

შვრიის ხრაშუნები მარილით, შოკოლადითა და ჩირეულით

 ეს ჩემი საყვარელი ხრაშუნებია, ამიტომ მისი მომზადება მრავალნაირად ვცადე. ეს ერთ-ერთ საუკეთესო მცდელობად მიმაჩნია მათ შორის რაც უკვე დავწერე ბლოგზე. მთავარი საიდუმლო, გაგიკვირდებათ და მარილია :) ჩვეულებრივი მსხვილი მარილი! ზღვის მარილი კიდევ უკეთესია.  საოცრად ცვლის ყველაფერს, გემოს ამძაფრებს და სრულყოფს. ჯანჯაფილის ჩირი კიდევ ცალკე თემაა, ძალიან მომწონს, ისეთი პიკანტურია :)

ვაშლის ტურნოვერსები

ტურნოვერსები ფენოვანი ცომით გამომცხვარი ღვეზელებია, ვაშლიანი შიგთავსით. ეს შიგთავსი ძირითადად იგივეა, რაც ვაშლის ნამცხვრებში გამოიყენება ზოგადად.  რა თქმა უნდა ,შესაძლებელია  სხვადასხვა კომბინაციები, მაგალითად, სურვილის შემთხვევაში ქიშმიშთან ერთად ან მის ნაცვლად ალუბლის ჩირი დაამატოთ, ასევე ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა, შეგიძლიათ ცოტა ნიგოზიც.  თუ ბოლო მომენტში 1 კოვზ კონიაკსაც არ დაინანებთ, თქვენს

გრანოლა, სახლში მომზადებული იდეალური საუზმე

გრანოლას მომზადებისას ეკას რეცეპტით  ვხველმძღვანელობდი, მაგრამ მცირე ცვლილებები მეც შევიტანე. ჩირის ასორტი გავამრავალფეროვნე და დოზირებებიც ცოტა შევცვალე, ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე. გრანოლა შვრიის, ხმელი ხილის და ჩირეულის უგემრიელესი ნარევია, რომლის მომზადება სახლში მარტივად შეიძლება და მიუსლისა თუ სხვა მსგავსი დილის საუზმის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა.  უმჯობესია მსხვილფირფიტებიანი შვრია ავირჩიოთ, თუმცა ამ კონკრეტულ რეცეპტში წვრილი შვრიაა

გრანოლა – მარტივი, გემრიელი, სასარგებლო

გრანოლა სახლში, საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი, ხრამუნა შვრიის ფანტელებია. უგემრიელესია ცივ მაწონში ან იოგურტში, ასევე ხაჭოსა და არაჟნის კომბინაძიასთან. ამბობენ, რომ რძეშიც, მაგრამ მე რძე არ მიყვარს და ამიტომ არ გამისინჯავს. აუცილებლად გამოგადგებათ, თუ ოჯახში ბავშვები გყავთ, რომლებსაც რძის, მაწვნის ან შვრიის ფაფის ცალკე ჭამა ეზარებათ. რასაკვირველია, ნედლი შვრიის სასარგებლო თვისებები გრანოლაში

კექსი ბევრი მშრალი ხილით

ამ კექსის ფოტოს ჩვენს ფეისბუქის გვერდზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა , ამიტომ თავიდან მოვამზადე, ''ავწონ-დავწონე'' ცომის ინგრედიენტები და აი,რეცეპტიც:)2 კვერცხი250 გ ფქვილი50-60 გ კარაქი150გ შაქარი250 გ არაჟანი ან მაწონი (კეფირიც შეიძლება)1 ჩ.კ სოდა+ლიმონის წვენი(ძალიან სავსე არა)ფორთოხლის ცუკატებიშავი და თეთრი ქიშმიშიშტოშის ჩირიალუბლის ჩირიდაშაქრული ჯანჯაფილის ჩირილეღვის ჩირი, დაჭრილი1 ლიმონის ცედრა1 ფორთოხლის ცედრა (თუ

ვაშლის რულეტი ფილოს ცომში

ფილოს ცომით ამ ასფურცელების გაკეთებას ვაპირებდი და ძალიან მომინდა, რამე ტკბილეულის მომზადებაც. ეს უნდა ყოფილიყო რაიმე სწრაფი, ადვილი და ხელმისაწვდომი- მხოლოდ სახლში მოძიებული ინგრედიენტებით, რადგან სახლში მარტო ვიყავი ბავშვებთან ერთად და მაღაზიაში წასვლა მათთან ერთად არ მხიბლავს :)  მქონდა ვაშლი -შესანიშნავი ხილი მსუბუქი დესერტებისთვის. ასევე ყველაფერი ის, რაც ვაშლს უხდება: ქიშმიში, ნიგოზი,

ქლიავის შტრუდელი ფილოს ცომში

ინგრედიენტები: 6-7 ფურცელი ფილოს ცომი 2 მუჭა მსხვილად დაჭრილი ნიგოზი 100 გ ქიშმიში 500 გ გარჩეული შავი ქლიავი (ორად გაყოფილი და კურკაგამოცლილი) 50-70 გ შაქარი 20 გ კარაქი ვანილი, ცოტა დარიჩინი გამდნარი კარაქი ცომისთვის, დაახლ. 50გ კარაქი გაადნეთ ტაფაზე, დაამატეთ შაქარი, შავი ქლიავი და ქიშმიში. საშუალო ცეცხლზე დატოვეთ, სანამ შაქარი გადნება და ქლიავი წვენს გამოუშვებს. შემდეგ აუწიეთ ცეცხლს, რომ

Top