ქიშმიში Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ქიშმიში"

Hard Rock Cafe: ლანჩი ამერიკულად [13 ფოტო]

ჰარდ როკ კაფეს გახსნას თბილისში გვარიანი აჟიოტაჟი მოყვა. ერთმა - ძვირიაო, მეორემ - სამაგიეროდ რამხელა პორციებიაო, მესამემ - მერე რა ამბავია ამხელა პორციებიო, მეოთხემ - ამერიკაში სულ მანდ დავდიოდი და რა მაგარია ამიერიდან თბილისშიც რომ გვექნებაო.. მოკლედ, სულ რამდენიმე კვირაში ჰარდ როკ კაფემ მოხსნა პოპულარობის ის მწვერვალი, რომელიც ალბათ მხოლოდ H&M ან სტარბაქსის

გაყინული იოგურტის ფილები კენკრით

სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინArt-ში. (08.2015) ზაფხული ხილის და ნაყინის სეზონია. და კიდევ - სახლში გაკეთებული ლიმონათების.   თუ ნაყინის სიყვარულში კალორიების შიში გიშლით ხელს, შეგიძლიათ ასეთი ალტერნატივა მოიფიქროთ: ბრტყელ საცხობ ფორმაში ჩააფინეთ საკონდიტრო ცელოფანი, დაასხით ტკბილი იოგურტი, მოაყარეთ გრანოლა ან მიუსლი, შოკოლადის ნატეხები, კენკრა (ჟოლო, მოცვი, მაყვალი), წვრილად დაჭრილი ჩირი, ქიშმიში და 4-5 საათით

ვაშლის ღვეზელი ხაჭოს ცომით

დღევანდელი  რეცეპტი გახლავთ ვაშლის ღვეზელი. ისეთი გემრიელია, როგორც ზოგადად ვაშლის ნამცხვრებს ეკადრება :)  მზადდება მარტივად. ცომი წინასწარაც შეგიძლიათ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ. შემდეგ უცებ ჩაუდებთ გულს, ერთი, ორი, სამი და ღვეზელიც მზადაა! მზადდება ასე: ცომი 200 გ ხაჭო 200 გ ფქვილი 100გ კარაქი ½ ჩ.კ მარილი 100 გ შაქარი ½ ჩ.კ სოდა 1 კვერცხი გულსართი 3 ვაშლი ½ ჭიქა ქიშმიში 1 ჩ.კ დარიჩნი 2

უგემრიელესი მარციპანის ხრაშუნები ჯანჯაფილით, ქიშმიშით და გოგრის თესლით

რა სამწუხაროა, რომ მობილურით გადაღებულ ამ ფოტოებს არ შეუძლია გადმოგცეთ ის მრავალფეროვანი და უუგემრიელესი არომატი და გემო, რაც ამ ხრაშუნებს აქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა "რაც სახლში მქონდა", ყველაფერი გამოვიყენე და მეც გამიკვირდა, ისეთი შედეგი მივიღე. ამასწინათ მეგობარმა მარციპანის აი ასეთი როლი მაჩუქა, რამეს გააკეთებო. მარციპანის ფანი მე არ ვარ და კარგა

ყველაზე არომატული და გემრიელი ლიმონის კექსი

ეს ძალიან, ძალიან გემრიელი, არომატით სავსე, ნოტიო და სურნელოვანი კექსია. ჩაისთან უბრალოდ ფანტასტიურია, მერწმუნეთ! პირველად ცოცხალი მოცვით გამოვაცხე, რომელიც წინა დღეს იაფად შემომხვდა ბაზარში და ხელს გამოვაყოლე.  ძალიან მოუხდა მოცვი და ლიმონი ერთმანეთს. თუ გაყინული მოცვი გაქვთ შემონახული, სწორედ დროა დამოიყენოთ :) რამდენიმე დღეში კიდევ გადავწყვიტე გამოცხობა, მაგრამ რადგან მოცვი ამჯერად

სირნიკები ანუ ხაჭოს ბლინები – უგემრიელესი საუზმე

უკვე შუაღამეა, მე კი თქვენთვის ამ გემრიელ პოსტს ვწერ :)  იქნებ დილით საუზმედ სწორედ ეს უგემრიელესი "სირნიკები" მოისურვოთ (რაც თავისთავად შესანიშნავი იდეაა!) და რეცეპტიც მზად დაგხვდებათ. მერწმუნეთ, თუ ხაჭო არ გიყვართ, ასეთი საუზმე მაინც ძალიან მოგეწონებათ - თქვენ მხოლოდ გასინჯეთ! ერთადერთი, რაც ამ რეცეპტის ნაკლიცაა და ღირსებაც ერთდროულად, არის ცომში "მანის"

ვაშლის შტრუდელი – შტრუდელთა დედოფალი

ვაშლის სეზონი მოდის და ვაშლიანი რეცეპტები გაგვიზიარეთო, დღეს მკითხველმა შეგვახსენა და გადავწყვიტე, ვაშლის შტრუდელზე მოგიყვეთ. როგორც ავსტრიულ-გერმანული ტკბილეულის უმეტესობა, შტრუდელიც დარიჩინით გაჯერებული, არომატული ნამცხვარია, რომელიც შეუძლებელია გასინჯო და არ შეგიყვარდეს. თუმცა ასევე ძალიან ადვილია აღარასდროს მოგინდეს, თუ ერთხელ მაინც "მოგართვეს" ძველი და ობიანი, როგორც ერთხელ ჩემს მეგობარს ერთ პოპულარულ თბილისურ კაფეში. ამ

ქერის ტკბილი ფაფა

მარცვლეული რომ ძალიან სასარგებლოა და აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს რაციონში, ყველამ ვიცით.  დილაობით მარცვლეული საუკეთესო საუზმეა - კარგად ანაყრებს, რთული ნახშირწყლების წყაროა და ენერგიაც დიდხანს გვყოფნის. რამოდენიმე სასარგებლო და გემრიელი ინგრედიენტის დამატებით სუპერ-საუზმეს მივიღებთ. მაშ, მოვამზადოთ ტკბილი ფაფა ქერით (იგივე "პერლოვკა " ) 1 ჭ ქერი (ჭიქა=250მლ) 2.5 ჭ წყალი 2/3 ჭ ქიშმიში ½ ჭ

ტკბილი ფლავი

მარხვაზე მყოფთათვის (და არა მხოლოდ) ტკბილი ფლავი ერთერთია გემრიელობათაგან :) ტკბილ ფლავს სხვადასხვაგვარად აკეთებენ, მშრალს, ცხიმიანს, ცოცხალი ხილით, ჩირით თუ მურაბით. ჩემს ვერსიაში 250 გრამი ორთქლში გამოყვანილი ბრინჯი გამოვიყენე, 1/2 კომში, 1 ვაშლი, 10 ცალი გარგარის ჩირი, 1 მუჭი ქიშმიში და 3 სუფრის კოვზი ფორთოხლის ცუკატები (რომელიც მე თვითონ გავაკეთე ნინოს რეცეპტის

ხაჭოს კექსი

ყოველთვის, როცა ხაჭოს ვყიდულობ, ჩემში ბჟუტავს იმედი, რომ ჩემი შვილები მას შეჭამენ, თუნდაც ნახევარს, ან მესამედს...   იშვიათად ასეც ხდება, თუმცა უმეტესად მათ თეფშებზე დადებული ხაჭო ასე ხელუხლებლადვე რჩება. ზოგჯერ ხილის კოქტეილში ვნიღბავ, ზოგჯერ ბლინებს ვუცხობ, ზოგჯერ კი აი ასეთ გემრიელ დესერტად გარდავქმნი ხოლმე.  ძალიან გემრიელი გამოდის, ზოგჯერ მარტო ხაჭოთი,

იუფკა ხაჭოთი და ქიშმიშით

იუფკა (Yufka)  თურქული სიფრიფანა ლავაშია, რომელსაც დიდ რკინის ტაფაზე აცხობენ ფქვილის, მარილისა და წყლისგან  დამზადებული  ცომით. თბილისში მისი შეძენა თურქულ მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ვერ იშოვით, ამ რეცეპტში სომხური ლავაშითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ (თუმცა ეს ორი ლავაში ერთნაირი არ არის!).   იუფკა სხვადასხვა ფორმით შეგხვდებათ: მართკუთხა, მრგვალი და სამკუთხედებად დაჭრილი.  სწორედ

დარიჩინიანი დაწნული ფუნთუშა

ეს ფუნთუშა თქვენს მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს, რადგან ძალიან გემრიელი და ეფექტურია. ხრაშუნა დაბრაწული ქერქის ქვეშ ფაფუკი, რბილი გულია და  გაცივების შემდეგაც ინარჩუნებს სირბილეს. იდეალური შედეგის მისაღებად, უმჯობესია მაღალცხიმიანი ნაღების გამოყენება, მათ შორის ნატურალური რძის ნაღების (ე.წ. სოფლის რძის), რომელიც ადუღებისა და გაცივების შემდეგ რძის თავზე გროვდება. თუ გახსოვთ, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტებში

Top