თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ქათამი" (Page 2)

ქათმის ნაგეთსები

დღევანდელი რეცეპტი - მარტივი, ხრაშუნა და გემრიელი ნაგეთსებია.  ნაყიდის ალტერნეტივად მოვამზადე და ჩემი მოკრძალებული აზრით, უკეთესიც კია. ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ ის მაინც ვიცი, რომ ათასჯერ გაცხელებულ ზეთში არ შემიწვავს, სანელებლებს და არომატებს კი ჩემი განწყობის, გემოვნების და სურვილის მიხედვით ვარჩევ ხოლმე.       500-600 გ ქათმის ფილე ნახევარი ლიმონის წვენი და ცედრა 2 კვერცხი ½ ჭიქა

ქათმის წვნიანი ქოქოსის რძით, ტაილანდური ნოტებით

ვწერ, მაგრამ არც კი ვიცი,შეძლებთ თუ არა ამ კერძის მომზადებას საქართველოში.  მეც პირველად მოვამზადე, აქამდე არასდროს გამესინჯა ეს სუპი და ძალიან მაინტერესებდა. იმდენი ''უცნაური'' და ჩვენთვის უცხო ინგრედიენტი შედიოდა, ყველას ვერც ვიშოვიდი და ამიტომ აღარც ვეძებე.  საერთოდ არც მომაფიქრდებოდა ამ სუპის მომზადება, რომ არა ნათია მინაშვილის მიერ ჩამოტანილი ლიმონის ბალახი

ქათამი მანდარინით

კიდევ ერთი უცნაური გემო და კიდევ ერთი ექსპერიმენტი!   უბრალოდ მქონდა ქათამი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა ისეთი, გემრიელიც რომ ყოფილიყო და აქ დასაწერადაც გამომდგომოდა :)  გადავხედე ჩემს სამზარეულოს და  ამოვარჩიე მეტ-ნაკლებად თავსებადი ინგრედიენტები.  საბოლოოდ მშვენიერი ეგზოტიკური ქათამი გამოვიდა, დედაჩემსაც კი მოეწონა, არა და მეტისმეტად ტრადიციული გემოების მოყვარულია და უცნაური კერძებით

ქათმის რულეტი ისპანახით

ძალიან, ძალიან გემრიელი რულეტია ბოსტნეულის არომატით. თბილიც შეგიძლიათ მიირთვათ და ცივიც,  ორივენაირად მშვენიერია!  შეგიძლიათ წინასწარაც მოამზადოთ, გადაახვიოთ, შემდეგ ფოლგაში ან კულინარიულ ცელოფანში შეფუთოთ და მაცივარში შეინახოთ 1-2 დღე, ყველაზე ცივ თაროზე.     ქათმის ფილე 1 ცალი 2 მუჭა ისპანახის საღი, ქორფა ფოთლები, ღეროების გარეშე ფერადი ბულგარული წიწაკების 1-1 ღერი (ჩხირივით მოჭრილი ნაჭერი) მარილი, პილპილი 1 კვერცხი ფქვილი   ქათმის

ქათამი სადღესასწაულოდ

ხომ იცით ახალ წელს როგორც ხდება, თითქმის ყველგან ერთი და იგივე კერძებია, ბევრი ნიგოზი, ბევრი ცხარე და მჟავე. ტკბილი ხომ მით უფრო :) მოკლედ, საკმაოდ მძიმე დღეები ელოგება ჩვენს ორგანიზმს...   მაგრამ მაინც ხომ უნდა გააკეთო რაღაც. სიმართლე რომ გითხრათ, საცივი მაინცდამაინც არ მხიბლავს, ამიტომ თითქმის არასდროს ვაკეთებ.  აი ასეთი, დაბრაწული,

ქათმის ფრთები სოიოს სოუსით

ამ მარინადით შეგვიძლია შევწვათ როგორც ქათმის ცალკეული ნაჭრები, ასევე მთლიანად ქათამი. გირჩევთ ქათამი დაჭრათ და ისე დაამარინადოთ, უკეთ შეიწოვს ყველა არომატს. თუ მთლიან, დაჭრილ ქათამს მოამზადებთ, მარინადის რაოდენობა უნდა გაზარდოთ. 4 ცალი ქათმის ფრთა 2 ს.კ სოიოს სოუსი 1/2 ჩ.კ თაფლი ნივრის პატარა კბილი ½ ჩ.კ ხმელი ქონდარი წითელი წიწაკა, მსხვილად დაფქული მარილი 1 ს.კ ზეითუნის ზეთი   ერთმანეთში შევურიოთ

ქათამი ღვინითა და შავი ქლიავით

სანამ შავი ქლიავის სეზონია, ვცდილობ მაქსიმალურად ვისარგებლო და ვისიამოვნო ამ შესანიშნავი ხილით. ცოტაოდენი გავყინე კიდეც და ზამთრისთვის შემოვინახე. ქათამი ქლიავით ადრეც გამიკეთებია. ძალიან გემრიელია, თუმცა ეს რეცეპტი მისგან განსხვავდება.  იდეა იულია ვისოცკაიას ჟურნალიდან ავიღე, თუმცა იმ რეცეპტში იხვის მკერდს ამზადებდნენ წითელი ქლიავით და პორტვეინით.  ჩემს სახლში არსებულ სასმელების კოლექციაში, სამწუხაროდ, პორტვეინი

შემწვარი ქათამი ალუბლის ცხარე სოუსით

ამ კერძში შეიძლება როგორც მთლიანი ქათმის გამოყენება, ისე ნებისმიერი ნაჭრის. კონკრეტულ რეცეპტში შემწვარი ბარკალია წარმოდგენილი. 2 ცალი მთლიანი ბარკალი 1 ჭ კაურკაგაცლილი ალუბალი 2-3 ს.კ წითელი ღვინო წითელი წიწაკა, მსხვილად დაფქული მარილი ქონდრის პატარა ტოტი ½ თავი ხახვი 1 კბილი ნიორი დაფქული დარიჩინი დანის წვერით მარილი ქათმის ბარკალს წავუსვათ მარილი და წიწაკა. შევწვათ ღუმელში ან ტაფაზე. ხორცი რომ თითქმის მზად იქნება, მოვუმზადოთ

ქათამი მაიონეზის სოუსსა და კვერცხში

დაგვჭირდება 1 ქათამი 3-4 კვერცხი 1 პატარა თავი ყვავილოვანი კომბოსტო 1.5 მაიონეზი (~300 მლ) 2-3 კბილი ნიორი 2 თავი ხახვი ცოტა ქინძი, სუნელები (ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, დაფქული წითელი წიწაკა) მომზადება ქათამს ვწვავთ, კვერცხს ვხარშავთ და კომბოსტოს ჯერ ვწალავთ (რამდენიმე წთ. მდუღარე წყალში), მერე თევზის პრინციპით ვწვავთ ორივე მხრიდან (ფქვილში ამოვლებულს და ოდნავ დატკეპნილს). პარალელურად ვხრაკავთ ხახვს, უმჯობესია ქათმის

როგორ შევწვათ ყველაზე რბილი და წვნიანი ქათამი

თუ თქვენ ამ მეთოდით ქათამი არასდროს შეგიწვიათ, აუცილებლად უნდა სცადოთ! დამიჯერეთ, განსხვავება ნამდვილად არის :)  ხორცი ძალიან რბილი, ნაზი და წვნიანი გამოდის, პირში დნება, ძვლები  კი თავისით სძვრება :)  ამ ბოლო დროს ქათამს სულ ასე ვწვავ.   შესავალი სარეკლამო ტექსტს დაემსგავსა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ :D მთავარი საიდუმლო მარილია, უფრო სწორად ბევრი მარილი

ქათმის ფილე ყველის გულით

ყველაფერი გენიალური რომ მარტივია, ვიცით :) და ეს წესი სამზარეულოშიც წარმატებით მოქმედებს. აი, ეს კერძიც, ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, თუმცა გემო, თავმდაბლობას დავივიწყებ და გეტყვით, რომ არაჩვეულებრივია :) ქათმისგან წვნიანს ვამზადებდი და ფილეს ნაჭრები შემოვინახე. საერთოდ, ქათმის ფილე მენანება ხოლმე წვნიანებში, ცალკე ვინახავ,ლიმონის წვენში ვამარინადებ და მერე სხვადასხვა რეცეპტებით "ვექსპერიმენტობ".

ქათმის ფილე ფორთოხლის სოუსით

ძალიან მომწონს ხორცი (ფრინველის, საქონლის) სხვადასხვა ხილის სოუსებით, ამიტომ ექსპერიმენტებს არ ვერიდები. ამჯერად ფორთოხლიან ქათამს გთავაზობთ. 4 ნაჭერი ქათმის თხელი ფილე (1.5-2 სმ სისქის) 1 მოზრდილი ფორთოხალი 1-2 ჩ.კ სოიოს სოუსი 1 ს.კ (არა სავსე) სიმინდის სახამებელი 1/2 ჩ.კ პაპრიკა (ტკბილი ბულგარული წიწაკა) დანის წვერით დაფქული ჯანჯაფილი და დარიჩინი მარილი გემოვნებით ფორთოხალი გაფცქვენით, გადაინახეთ კანის 2 თხელი ანაჭერი, დაახლოებით

Top