თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ფქვილი" (Page 2)

ნუშჩახუტებული დათუნიები

იაპონური წარმოშობის ფრანგი კულინარის, მაა ტამაგოსანის შექმნილმა უსაყვარლესმა დათუნიებმა მსოფლიო ვებსივრცე მოიარა და ბოლოს BoredPanda-ზე, იქიდან კი - ჩვენს ბლოგზეც აღმოჩნდა. მაა ტამაგოსანი გვირჩევს გავაკეთოთ მარტივი ცომი: 110 გრამი ფქვილი + 20 გრამი კარტოფილის ფქვილი + მწიკვი მარილი + 10გრ თაფლი + 30 მლ ზეთი + 40 გრ შაქრის სიროფი ან შაქარი. ეს

ფუმფულა ფენქეიქები კეფირიანი ცომი

ბედის ირონიაა, აბა რა არის, დიეტისთვის ნაყიდი კეფირით რომ ფენქეიქებს გააკეთებ ...   ვითომ განტვირთვის დღეების მოწყობას დავაპირებ, ვიყიდი კეფირს, ერთ-ორ ყლუპს ძალით მოვწრუპავ და დევს მერე მაცივარში ასე, თუ ვინმემ არ დალია, ახლოს აღარ ვეკარები. სამაგიეროდ კეფირით სუპერ ცომეული გამოდის :D  სხვათაშორის, ამ ბოლო დროს კეფირის მიღების კარგ გზას

სააღდგომო პასკა ან გნებავთ – კულიჩი

სააღდგომო პასკას წლებია სახლში ვაცხობ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ამ რეცეპტით. რეცეპტი, უფრო სწორად კი მიღებული შედეგი ძალიან მომწონს და რაიმე განსხვავებულის ძებნით თავი აღარ დამიღლია. ერთი ეგაა, რომ რეცეპტი ბევრად გავამარტივე. გამარტივება იმაში გამოიხატება, რომ ინგრედიენტებს ცალ-ცალკე არ ვამზადებ და ყველაფერს ერთიანად ვზელ.    ამგვარად, ბევრი გაზომვა - აწონვისა

მარმარილოსებური კექსი იგივე “ზებრა”

ჩემს შვილებს უყვართ ეს მარტივი, ზოლებიანი კექსი. როცა ერთ მთლიან ფორმაში ვაკეთებ, სიმეტრიული, ლამაზი ზოლები გამოდის, მაგრამ  მე მგონი არც ასე გამოვიდა ცუდი, გულამოჭრილ კექსის ფორმაში :) ცომს ყოველთვის სხვადასხვანაირად ვაკეთებ, ხან მაწვნით, ხან არაჟნით, ეს ნამცხვარი ინტერპრეტაციის საშუალებას ნამდვილად იძლევა და იმ ინგრედიენტებზე ვარგებ, რომელიც იმ მომენტში მომეპოვება. 500 გ კეფირი 4

ჩირებიანი ფუნთუშები

ცომეულის სიყვარული ჩემი მავნე ჩვევაა.  სულ მიკვირს აქამდე 200 კგ როგორ არ გავხდი :D  მადლობა  ღმერთს და ჩემს გენებს, რომ მთელი ცხოვრება ერთ სტაბილურ წონაზე ვარ და 10 წლის წინანდელი შარვალიც ისევ მერგება :)  თუმცა ვცდილობ ზომიერება დავიცვა და შეძლებისდაგვარად ჯანსაღად ვიკვებო. აი, მაგალითად, თუ დილით ასეთ ფუნთუშებს შევჭამ, შუადღით

ფიდელ კასტროს საყვარელი ბლინები

სწორედ ასე გაგვაცნო ეს რეცეპტი  რომელიღაც კულინარიულ გადაცემაში ავტორმა.  მაშინვე დავინტერესდი, მაინც რა იყო ამისთანა, თვით ფიდელ კასტრო რომ აღიარებს საყვარელ დესერტად : D გეტყვით, რომ ძალიან ადვილი მოსამზადებელია. ანანასს თუ არ ჩავთვლით, ჩვეულებრივი  ბლინებია. ინგრედიენტები: 1 ჭ ფქვილი 1 კვერცხი 120 გ რძე 1-2 ს.კ შაქარი ანანასის კომპოტი ცოტა სოდა ან გამაფხვიერებელი (სოდა ყოველთვის გამაფხვიერებლის ნახევარი დოზა

ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ეს რეცეპტი ბლოგის ერთერთმა მკითხველმა, ნუკამ გამოგვიგზავნა :) ინგრედიენტები 100 გრ. კარაქი ან მარგარინი 170 გრ. შაქარი 2 ჩ.კ გამაფხვიერებელი 1 ც კვერცხი 280 გრ ფქვილი 150 გრ რძე შიგთავსისთვის: 2 ან 3 ც ვაშლი 2 ს.კ შაქარი 0,5 ჩ.კ დარიჩინი (გემოვნების ამბავია) მომზადების წესი მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი. შევათქვიფოთ გამაფხვიერებელი და კვერცხი თანაბარი მასის მიღებამდე დავუმატოთ ფქვილი და რძე ( როგორც კი მივიღებთ

სააღდგომო პასკა – კულიჩი

ინგრედიენტები: 10 კვერცხი 1,200 გრ შაქარი 500 გრ მარგარინი ან კარაქი (მე ნახევარ-ნახევარი მომწონს) 3 ს. კოვზი საფუარი ½ ს. კოვზი მარილი ვანილი მუსკატი - ილი - დარიჩინი ............... თითო-თითო ჩაის კოვზი კონიაკი ან სპირტი სპეციების გასახსნელად 7 ცალი მიხაკი ლიმონის ზეთი 500 გრ ქიშმიში 1ლ რძე 2კგ ფქვილი (0,5კგ ფქვილი ცალკე, საფუარისთვის) მომზადების წესი: 1 ლიტრი რძე გავათბოთ, თითქმის ცხელისკენ და დავუმატოთ მარილი +

Pancakes-ფენქეიქები

ხომ გიყვართ? მეც ძალიან :)  თან რა ადვილია მისი მომზადება !დაგჭირდებათ3 კვერცხი100 გ შაქარი200 გ ფქვილი200-250 გ არაჟანი(მაწონი, კეფირი)ვანილი1/2 ჩ.კ. სოდა+ლიმონის წვენიიმის მიხედვით, არაჟანს გამოიყენებთ, მაწონს თუ კეფირს, ფქვილის რაოდენობის ცვლილება დაგჭირდებათ. მთავარია მიიღოთ საშუალო სისქის, ბლანტი ცომი რომელიც კოვზიდან ადვილად ჩამოდის თუმცა წყალ-წყალა არ იქნება.გააცალკევეტ კვერცხის ცილა და გული.

ბიფ სტროგანოვი

ხორცის თაყვანისმცემლებს ეს რეცეპტი, ალბათ, მოეწონებათ :)500 გ საქონლის მჭლე ხორცი250-300 გ ქამა სოკო200-250 გ არაჟანი1ს.კ  ფქვილი1 ხახვი2 ს.კ კარაქიცოტა ტომატ-პასტა ან სახლის პამიდვრის საწებელიწითელი წიწაკამარილი, შავი პილპილი (მე მომწონს)საქონლის ხორცი თხელ ფირფიტებად დაჭერით და დაბეგვეთ. შემდეგ მოგრძო ზოლებად დაჭერით. ტაფაზე დაადნეთ კარაქი,მოშუშეთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი, დააყარეთ ხორცის ნაჭრები

კექსი ბევრი მშრალი ხილით

ამ კექსის ფოტოს ჩვენს ფეისბუქის გვერდზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა , ამიტომ თავიდან მოვამზადე, ''ავწონ-დავწონე'' ცომის ინგრედიენტები და აი,რეცეპტიც:)2 კვერცხი250 გ ფქვილი50-60 გ კარაქი150გ შაქარი250 გ არაჟანი ან მაწონი (კეფირიც შეიძლება)1 ჩ.კ სოდა+ლიმონის წვენი(ძალიან სავსე არა)ფორთოხლის ცუკატებიშავი და თეთრი ქიშმიშიშტოშის ჩირიალუბლის ჩირიდაშაქრული ჯანჯაფილის ჩირილეღვის ჩირი, დაჭრილი1 ლიმონის ცედრა1 ფორთოხლის ცედრა (თუ

აჯიკიანი პურები

ინგრედიენტები:წყალი, თბილი (უფრო ცხელისკენ) ...  0,5 ლიტრისაფუარი .....  1 სუფრის კოვზი (11 გრ)შაქარი .....  1 ჩაის კოვზიზეთი .......  2 სუფრის კოვზიაჯიკა (არც ძალიან მწარე) .....  2 სუფრის კოვზინიორი .... 3 კბილიფქვილი  .... 1 კგმარილი ..... 1 სუფრის კოვზიმომზადების წესი:ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტით მოვზილოთ ცომი. დავდგათ მინიმუმ 30 წუთით თბილ ადგილზე ასაფუებლად.ცომი

Top