ფქვილი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ფქვილი"

ნივრიანი ხვეულა პური

ეს არის უგემრიელესი ნივრიანი პური, რომელიც ძალიან გემრიელი იქნება ცხელ თუ ცივ სუპებთან, უბრალოდ კარაქთან თუ ლუდთან ერთად. მომზადება 250 მლ. თბილ წყალში გავხსნათ 1 სუფრის კოვზი შაქარი, ერთი ჩაის კოვზი საფუარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი. გავაჩეროთ 15 წუთი. 370 გრამ ფქვილს შევურიოთ 1 ჩაის კოვზი მარილი, დავასხათ საფუარიანი მასა, 1

ლამაზი და გემრიელი ბლინები სოკოთი

ეს არის ბლინები სოკოს უგემრიელესი შიგთავსით. თან ლამაზია, თან უფრო ჯანსაღი, ვიდრე გადახვეული და შემდეგ ტაფაზე ზეთში ყველა მხრიდან შემწვარი. მასალა ხის სოკო -500 გრ სულგუნი - 300 გრ ხახვი - 1 საშუალო ზომის დაფქული შავი პილპილი, მარილი მომზადება ბლინების ცომის რეცეპტი ნახეთ აქ. შიგთავსი კი მოამზადეთ ასე: კარგად გარეცხილ და დაწრეტილ სოკოს მოვბრაწავთ ზეთში ხახვთან ერთად. სოკო რომ მზად იქნება,

როგორ მოვამზადოთ ხინკლის პრიალა ცომი სწრაფად

როგორც ზურიკელა იტყოდა, ხინკლის ცომის მომზადების უამრავი ხერხი არსებობს, მაგალითად ილიკო და ილარიონი ხინკლის ცომში კარტოფილის ფქვილს ურევენ, ბებია კი ერთ ცალ კვერცხს შეაზელს ხოლმე... თუმცა ის ინგრედიენტები, რასაც ქართველები ოდითგან უცვლელად იყენებდნენ პურის ფქვილი, წყალი და მარილია, მაგარი ხელები, ენერგია - ცომის დიდხანს ზელისთვის და გემრიელი წყალი :) დღეს ხინკლის ცომი

როგორ მოვამზადოთ პიცა პეპერონი

დღეს ისევ თბილისში ცნობილი შეფ-მზარეული, ვოი გვირჩევს :) დაგჭირდებათ: ფქვილი - 220 გრ კარაქი - 40-50 გრ პომიდორი - 3 ცალი ნიორი - 2 კბილი ხახვი - 1 თავი მოცარელა - 150 გრ გაუდა - 100-120 გრ პარმეზანი - 15-20 გრ ზეითუნის ზეთი მარილი, პილპილი გემოვნებით https://youtu.be/PgCVMixbYVg  

ტარხუნისა და სტაფილოს კექსი

რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ის ივნისის ნომერში (06/2015) https://soundcloud.com/monna-ekaterina/czjbdpqijr6h ცხოვრებაში უამრავი საინტერესო რამე ხდება და კულინარიით ჩემი გატაცებაც ერთ-ერთია იმ საინტერესო ამბავთაგან, რომელიც ცხოვრების გზაზე შემომეყარა და ალბათ მუდამ თან გამყვება. არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცხო ქვეყანაში გადაცხოვრება მომიხდა, ჯერ საკუთარ თავზე, უფრო სწორად - კუჭზე ზრუნვა დავიწყე, შემდეგ კი პატრიოტულმა

აჭარული ხაჭაპური – ამერიკაში [+video]

აჭარული ხაჭაპური, მიუხედავად მისი ცხიმიანობის და ცხელი ტემპერატურისა, მაინც რაღაცნაირად საზაფხულო ხაჭაპურად ითვლება. ან რა გასაკვირია, აჭარა უაჭარულხაჭაპუროდ ხომ წარმოუდგენელია :) ეს ის ხაჭაპურია, რომელმაც პირველმა შეაღწია ამერიკულ რესტორნებში, მოკლე დროში ადგილი დაიმკვიდრა და ვაშინგტონ პოსტის, ნიუ იორკ ტაიმსის, ჰაფინგტონ პოსტის და სხვათა ყურადღების ცენტრში მოექცა. ხან ყველის ნავი (Georgian Cheese

ხაჭაპური უსაფუარო ცომით

ეს ვიდეო-რეცეპტი თვეზე მეტია ჩაიწერა, მაგრამ აღდგომის წინა და შემდეგ პერიოდში მგონი არავინ იყო ხაჭაპურის დანახვის ხასიათზე და ცოტა ხნით ჩუმად, ჩვენთვის შევინახეთ ;) უყურეთ ვიდეოს, როგორ შეიძლება გააკეთოთ ტრადიციული, სახლის ხაჭაპური სახლში, საკუთარი ხელით, უსაფუარო ცომით :) https://youtu.be/jbvvtsl6VBw  

ხინკალი

ხინკალი ქართული სამზარეულოს მეფე თუ არა, პრინცი მაინც არის, არა მგონია ამაში ვინმე შემომედავოს. გთავაზობთ ვიდეორეცეპტს, რომელიც Focus TV-მ მოამზადა. ეს არის 2 წუთში ჩატეული ხინკლის მომზადების არაჩვეულებრივი ვიზუალიზაცია. https://www.youtube.com/watch?v=81fB31vvZKE დეტალური რეცეპტი მომავლისთვის გადავდოთ, რადგან ხინკლის, მისი სიმარტივის მიუხედავად, მომზადების მრავალი არსებობს და მცირედით, მაგრამ მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთხელაც იქნებ ნამდვილ, სისხლით და ხორცით

ნამცხვარი ინტელიგენტი, ანუ Magic Cake

ამ ნამცხვარს British Magic Cake სახელითაც იცნობენ და რუმინული მაგიური ნამცხვრის სახელითაც. რთული არ არის, ძალიან გემრიელია და ლამაზი. დაგვჭირდება: 4 კვერცხი 500 მლ თბილი რძე 125 გამდნარი ნელთბილი კარაქი 180 გ შაქარი 100 გრ.ფქვილი 2 ჩ.კ ხსნადი ყავა 3 ჩ.კ Baileys ლიქიორი 25 გრ კაკაო მარილი მომზადება: (1) კვერცხის  გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად გათეთრებამდე. ნელელა დავუმატოთ გამდნარი კარაქი. შედეგ ფქვილი. (2) თბილ რძეში

ტორტი ტრუფელი ბანანით და ვანილის კრემით

თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს იმ ტრადიციული, ნამდვილი ტრუფელის რეცეპტი არ გახლავთ, არამედ მხოლოდ ერთგვარი ინტერპრეტაცია. ფენებს შორის ნამდვილ ტრუფელში შოკოლადის განაში გამოიყენება, ჩემს ვერსიაში ორი კრემი გამოვიყენე: შოკოლადის და ვანილის. ბონუსად კი ერთი ფენა ბანანის ფირფიტებითაც დავფარე. რატომაც არა? ბანანი, შოკოლადი და ვანილი = იდეალურ შეხამებას. ინგრედიენტები: ბისკვიტი კვერცხი - 4 ც შაქარი -

ქადა ბებოს რეცეპტით

რეცეპტი მოგვაწოდა ბლოგის მკითხველმა, ნანო მამაგეიშვილმა ბავშვობაში ამ რეცეპტით ქადას ბებია აკეთებდა ხოლმე, და ეს ტკბილეული ყოველთვის ბავშვობის გემოს მახსენებს. შემდეგ მეც ავითვისე, თან არც თუ ისე ურიგოდ:) მაშ ასე, დაგვჭირდება: ფქვილი - დაახლოებით 1 კგ. შაქარი -  400 გრ. მარგარინი - 500 გრ. მაწონი - 400-500 გრ. ქიშმიში - 200 გრ. ვანილი, სოდა 1 კვერცხის გული ცხობისას თავზე

კალმახის კუბდარი მესტიიდან

ნამდვილი სვანური კუბდარის შესახებ რატატუიზე კარგა ხნის წინ მოგიყევით, მერე კი მის გამარტივებულ ვარიანტზეც, ზარმაცებისთვის. დღეს მეილი გავხსენი და ძალიან საყვარელი წერილი დამხვდა, ირმა გირგვლიანისგან. ირმა გარდა იმისა, რომ ჩვენს ბლოგს ადევნებს თვალს, ჩემი ძალიან ახლობელი, უნიჭიერესი ადამიანია. წარმატებული ფინანსისტობის გარდა 4 შვილის დედა და კიდევ არაჩვეულებრივი კულინარიცაა. მოკლედ, ეს ყველაფერი იქით

Top