თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ფუნთუშა"

ხვეულები ფენოვან ცომში

ეს რეცეპტი საქმეს გაგიადვილებთ თუ დრო ცოტა გაქვთ, ან უბრალოდ ბევრი წვალება გეზარებათ, მაგრამ გინდათ რომ რაღაც გემრიელი, ორიგინალური და მარტივი გააკეთოთ. მარტივად, სწრაფად და სუფთად გამოხვალთ. თანაც, საკუთარი ინტერპრეტაციით შეგიძლიათ მრავალი სახის ხვეულა გააკეთოთ, ტკბილი თუ მარილიანი. ამჯერად ყველის ხვეულების რეცეპტს გთავაზობთ - პატარა ხაჭაპურიტოებს. დაგჭირდებათ: ფენოვანი ცომი - 400-500 გრ (გაკეთებაზე

ფუნთუშები მოცვით

ასეთ სიცხეში ღუმელის ჩართვა ალბათ ბევრ თქვენგანს დაეზარება, მაგრამ მაინც გაგიზიარებთ ამ უგემრიელესი ფუნთუშების  რეცეპტს. მოცხარის მურაბა მქონდა შემორჩენილი ერთი ქილა და მისი გამოყენება მინდოდა. ვიფიქრე, რომ ფუნთუშებს მოუხდებოდა მოცხარის არომატი და არც შევმცდარვარ :)  ცოცხალი მოცხარით კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა ალბათ... აი, ასე გამოიყურება ჩემი ფუნთუშა: 200 გ რძე 50 გ გამდნარი

ფუნთუშები მწვანე ხახვით და ყველით

დილით, ჩაისთან არაჩვეულებრივია :)  მწვანე ხახვის არომატი ძალიან უხდება. მე სულგუნით მოვამზადე, მაგრამ იმერული, სახაჭაპურე ყველით უკეთესი იქნებოდა, რადგან სულგუნი დნება. 300 გ ფქვილი 1 ჩ.კ საფუარი მარილი ½ ჩ.კ შაქარი 2 ს.კ ზეთი 200 გ თბილი წყალი შიგთავსისთვის:  300 გ ყველი 1 კონა მწვანე ხახვი 2 ს.კ ზეთი 1 კვერცხი წყალში გავხსნათ საფუარი. ფქვილს შევურიოთ მარილი, შაქარი, დავამატოთ ზეთი და ბოლოს

ლიმონის კრემიანი ფუნთუშები

შაბათ-კვირა გემრიელი საჭმლის დროა, არ მეთანხმებით?   უფაფუკეს, ლიმონის არომატიან ფუნთუშებზე გეპატიჟებით :) ლიმონის კრემის გარდა, ფუნთუშებს შეგვიძლია ჩავუდოთ ჩვეულებრივი მოხარშული  კრემი ან ჯემი. შეგვიძლია სულაც არაფერი ჩავუდოთ. მე ვთვლი, რომ ლიმონის კრემი იდეალურია ამ შემთხვევაში. ლიმონის კრემის რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე დაწკაპუნებით. ამ ფუნთუშებისთვის საკმარისია დაახლოებით 250 გ   ცომი: 250 გ

დარიჩინიანი დაწნული ფუნთუშა

ეს ფუნთუშა თქვენს მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს, რადგან ძალიან გემრიელი და ეფექტურია. ხრაშუნა დაბრაწული ქერქის ქვეშ ფაფუკი, რბილი გულია და  გაცივების შემდეგაც ინარჩუნებს სირბილეს. იდეალური შედეგის მისაღებად, უმჯობესია მაღალცხიმიანი ნაღების გამოყენება, მათ შორის ნატურალური რძის ნაღების (ე.წ. სოფლის რძის), რომელიც ადუღებისა და გაცივების შემდეგ რძის თავზე გროვდება. თუ გახსოვთ, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტებში

გოგრის ფუნთუშები

რამდენი გემრიელი რამის მომზადება შეიძლება გოგრით: პური, წვნიანი, ნამცხვარი, ფუნთუშები, რაგუ, რიზოტო...  გეცოდინებათ ძალიან სასარგებლო რომაა, მაგრამ  ცარიელი გოგრის ჭამა ხანდახან მოსაწყენი ხდება.  დღეს ძალიან გემრიელი ფუნთუშების რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც გოგრის უტილიზაციის მიზნით მოვამზადე. თუ კალორიებს არ ებრძვით, მაშინ აუცილებლად სცადეთ :) 200 გ ნაღები 35% 1 კვერცხი 1 ფორთოხლის ცედრა 1.5 ჩ.კ. საფუარი 80-100

ჩირებიანი ფუნთუშები

ცომეულის სიყვარული ჩემი მავნე ჩვევაა.  სულ მიკვირს აქამდე 200 კგ როგორ არ გავხდი :D  მადლობა  ღმერთს და ჩემს გენებს, რომ მთელი ცხოვრება ერთ სტაბილურ წონაზე ვარ და 10 წლის წინანდელი შარვალიც ისევ მერგება :)  თუმცა ვცდილობ ზომიერება დავიცვა და შეძლებისდაგვარად ჯანსაღად ვიკვებო. აი, მაგალითად, თუ დილით ასეთ ფუნთუშებს შევჭამ, შუადღით

ფუნთუშები ხაჭოთი და ზეთისხილით

ყველას მოგესალმებით :)  სწავლის დაწყების გამო, რამდენიმე დღე ბლოგისთვის ვეღარ მოვიცალე, მაგრამ ახლა ისევ აქ ვარ და თან შევეცადე რეცეპტიც  სკოლის თემასთან ახლოს ყოფილიყო. რას ვგულისხმობ და კვებას სკოლაში. ხომ იცით ეს როგორი მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია.  ამიტომ გადავწყვიტე დღეს ამ ფუნთუშების თქვენთვის გაზიარება, შეგიძლიათ წინა საღამოს გამოაცხოთ, მეორე დღეს

დონატები შოკოლადით

მინდა გაგიზიაროთ ძალიან გემრიელი და ფუმფულა დონატების რეცეპტი. უწინაც რამდენჯერმე მქონდა გამოცხობის გამოცდილება, საკმაოდ ნორმალურებიც გამომსვლია, თუმცა ეს საუკეთესოა მათ შორის: 1) ძალიან ნაზია და 2) ამ სინაზეს გაცივებულ მდგომარეობაშიც ინარჩუნებს, რამდენიმე საათის შემდეგ (სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლეს :) ) ცომი ჩემი ინტერპრეტაციით მოვამზადე.საერთოდ, ინტუიცია მნიშვნელოვანია კულინარიაში, რადგან იდენტური რეცეპტითაც

დარიჩინის ფუნთუშები

მასალა: 50 გ კარაქი 150 მლ რძე 50 გ შაქარი 1კვერცხი 1 ჩ.კ საფუარი, მშრალი 275 გ ფქვილი 2/3 ჩ.კ ფორთოხლის ცედრა გულსართი: 1/2 ჭ ყავისფერი შაქარი, ამდენივე ნიგოზი და ქიშმიში, 1 ჩკ დარიჩინი (ჭიქა იგულისხმება 250 მლ) მომზადება: ცხელ რძეში ჩაადნეთ კარაქი, დაამატეთ შაქარი და საფუარი, დადგით ცოტა ხნით სანამ საფუარი გაიხსნება და ამოფუვდება. ამ მასას დაამატეთ ცედრა და კვერცხი.

ალუბლიანი ფუნთუშები

ეს ძალიან გემრიელი ფუნთუშებია, რომელიც სხვადასხვა ხილით (ან სულაც მის გარეშე) შეგიძლიათ მოამზადოთ. მე ყველაზე მეტად ალუბლით მომწონს, ამიტომ სწორედ ამ ხილით ვამზადებ ხოლმე. გაყინული ალუბლითაც ისეთივე არაჩვეულებრივია, როგორც ცოცხალით. ეს რეცეპტი ერთი ძველი რუსული კულინარიული წიგნიდანაა, რომელსაც ჩემი დედამთილი იყენებდა და ახლა ზოგჯერ მე ვიხედები შიგნით :)   ერთი

Top