თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ფრანგული სამზარეულო"

სატაცურის ღვეზელი

რამდენადაც მახსოვს, ქართული  ნედლი სატაცური ბაზრებში სწორედ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩნდება. ამიტომ გადავწვიტე ცოტა ხნის წინ მომზადებული სატაცურის ტარტის რეცეპტი შემოგთავაზოთ.  თუ ეს ბოსტნეული გიყვართ, ალბათ ტარტიც დაგაინტერესებთ. მსგავსი რეცეპტი ადრე ჩემს საყვარელ ფრანგულ კულინარიულ ჟურნალში ვნახე. განსაკუთრებული და ძნელი არაფერია -კლასიკური ფრანგული ტარტია ფხვიერი ცომით და ნაღებიანი სოუსით.   მაშ,

ოსპი ფრანგულად

ყოველთვის ვცდილობდი ოსპი შემეყვარებინა, მაგრამ ვერა და ვერ დავუმეგობრდი. სხვადასხვა რეცეპტებით ვამზადებდი ყოველთვის, ცუდი მართლაც არ იყო, მაგრამ მეორედ ჭამა აღარ მინდებოდა.  ეს წვრილი, ფრანგული მწვანე ოსპი განსაკუთრებით გემრიელია.  უფრო ნაზი გემო აქვს და რაღაც უფრო მომწონს :)    ფრანგები ამ ოსპს ხორცით ან ძეხვეულით ამზადებენ, ბოსტნეულთან ერთად.  მე ხორცით

ლიმონის ტარტი

გასულ ზაფხულს ნათია მინაშვილმა არაჩვეულებრივი წიგნი მაჩუქა ''100 საუკეთესო დესერტი" .  მადისაღმძვრელი დესერტები საოცარი ფოტოებით - ყველაფრის მომზადება და დაგემოვნება რომ მოგინდება.  ლიმონის ტარტიც ერთ-ერთი მათგანია - არომატული და გემრიელი. დიდი მადლობა ნათიას კიდევ ერთხელ და არა მხოლოდ ამისთვის :) ფხვიერი ცომისთვის: 250 გ ფქვილი 125 გ კარაქი 1 კვერცხის გული 80 გ შაქარი 30 გ დაფქული ნუში ვანილი მარილი   ლიმონის

ტარტ-ტატენი (Tarte-tatin)

ყველასათვის ცნობილია ფრანგების სიყვარული ხილის ნამცხვრების მიმართ. წარმოუდგენელია საფრანგეთის საკონდიტროები Tarte tatin-ის გარეშე, ისევე, როგორც მაგალითად უნგრეთი ტორტ "Esterhayz"-ის გარეშე ან თუნდაც შვეიცარიის საბანკეტო მაგიდები სტაფილოს ნამცხვრის გარეშე. ზოგადად, ტარტ-ტატენის წარმოშობასთან დაკავშირებით ორი ვერსია მოიაზრება. პირველი ვერსიის თანახმად, ეს არაჩვეულებრივი ნამცხვარი პირველად გაჩნდა 1888 წელს საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქ loire

კიში ფილოს ცომით

საერთოდ, კლასიკურ რეცეპტებში კიში ფხვიერი, უშაქრო ცომით კეთდება. მაგრამ ზოგჯერ თავს ცვლილებების შეტანის უფლებაც უნდა მივცეთ. მაგალითად, მშვენიერი ვარიანტია ფენოვანი ცომი! თუმცა ამჯერად უფრო შორს წავიდეთ და ფილოს ცომი ვცადოთ :) 5-6 (ან ცოტა მეტიც) ფურცელი ფილოს ცომი ზეთი ან გამდნარი კარაქი ცომის ფენებს შორის წასასმელად შიგთავსი: 100 გ ბროკოლი, 1 ნაჭერი ქათმის ფილე, მოხარშული 100-150

რატატუი

რატატუის სამშობლო სამხრეთ საფრანგეთია, კერძოდ ქალაქ ნიცა. ძველად ის ღარიბების კერძად ითვლებოდა, მზადდებოდა ყაბაყით, წიწაკით, პამიდვრით, ნივრით და რა თქმა უნდა პროვანსული სუნელებით, რომელიც კერძს საოცარ არომატს ანიჭებს. თანამედროვე ვერსიებში ბადრიჯანსაც ამატებენ.  ერთი სიტყვით, რატატუი ფრანგული აჯაფსანდალია, კარტოფილის გარეშე. მისი მომზადება შეიძლება ორგვარად: ან დაჭრით კუბებად და ისე მოშუშავთ ან

ხორცი ბურგუნდიულად Boeuf bourguignon

დღევანდელი პოსტი ფრანგული რეგიონული კულინარიის კლასიკას ეძღვნება.  Boeuf bourguignon ყველაზე ცნობილი კერძია ბურგონის (ბურგუნდიის) რეგიონიდან. ეს რეგიონი მესაქონლეობით და მეღვინეობითააა განთქმული საფრანგეთში. ამ კერძის რეცეპტიც იმდენი არსებობს, რამდენიც მზარეულია :D  თუმცა ორი მთავარი ინგრედიენტი - ღვინო და საქონლის ხორცი უცვლელია ყველგან. ბურგუნდიული წითელი ღვინო თუ არ გაქვთ, გული ნუ დაგწყდებათ! ყველა

ეკლერი და შუ

ამ გემრიელი დესერტის რეცეპტს ბლოგის მკითხველები ხშირად თხოულობენ, ამიტომ, გადავწყვიტე, ერთი პოსტი მათაც მივუძღვნა, ნამდვილად იმსახურებენ!  ეკლერი და შუ ერთმანეთისგან მხოლოდ ვიზუალით განსხვავდება,ამიტომაც გავაერთიანე. ეს ნამცხვარი უშაქრო, მოხარშული ცომით და კვერცხით მზადდება, ძალიან მარტივია და თუ რეცეპტს მიჰყვებით, აუცილებლად გამოგივათ. რადგან ცომი უშაქროა, გამოცხობის შემდეგ შეიძლება როგორც ტკბილი კრემით,ასევე  არა ტკბილი შიგთავსით

ანანასის საახალწლო ტორტი

როგორც იქნა გაზაფხული მოვიდა, მე კი  საახალწლო ტორტის რეცეპტს გთავაზობთ...  მაგრამ, მერწმუნეთ, ნებისმიერ სეზონზე ღირს მისი დაგემოვნება!ჩემს რეცეპტების წიგნში დიდი ხანი ვინახავდი ძველი ჟურნალის ამონაჭერს, ამ რეცეპტით და მადისაღმძვრელი ფოტოთი.  სულ ვგეგმავდი მის მომზადებას, დარწმუნებული ვიყავი, გემრიელი იქნებოდა. რეცეპტი ფრანგ კონდიტერს, ჟილ მარშალს ეკუთვნის. ვეჭვობ, ოდესმე ამ ბლოგის შესახებ შეიტყოს,

აში პარმანტიე hachis parmentier

აში პარმანტიე ფრანგულ სამზარეულოს მიეკუთვნება და კარტოფილისგან და ხორცის ფარშისგან მზადდება. მისი სახელი მომდინარეობს აფთიაქარი და ნუტრიციონისტის, ანტუან პარმანტიეს გვარიდან,  hachis კი აღნიშნავს კერძს, რომლის ინგრედიენტებიც დანაწევრებულ-დაქუცმაცებულია. ეს კერძი ძალიან ადვილად მზადდება. შესაძლებელია ყველა ინგრედიენტის წინასწარ (წინა დღით) მომზადება და უშუალოდ მირთმევამდე 30 წუთში გააკეთებთ :) 1 კგ კარტოფილი 500 გ საქონლის

ქათმის ბლანკეტი

ვინც განსხხვავებულ გემოებს ეძებს, ეს ფრანგული კერძი ნამდვილად მოეწონებათ.1 კგ ქათამი400 გრ ნაღები ან არაჟანი (მე არაჟანი გამოვიყენე)500 გრ ქამა სოკო2 კვერცხის გული2 თავი ხახვი2 დაფნის ფოთოლი2 მიხაკის ჩხირი2 ს.კ ფქვილიმწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი (დანის წვერით)შავი პილპილი, მარილი, 1/2 ჩ.კ პაპრიკარამდენიმე ღერი ოხრახუშიპატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათამი შებრაწეთ მსუბუქად ღრმა ქვაბში ან

კიში ქათმის ხორცით და სოკოთი

200გ ფქვილი 100 გ კარაქი 1/2 ჩ.კ მარილი 1-2 ს.კ არაჟანი სოუსი: 200მლ დაბალპროცენტიანი ნაღები (მე არაჟანი გამოვიყენე) 2 კვერცხი, მარილი, პილპილი, ცოტა მუსკატის კაკალი გულსართი: 200 გ ცოცხალი ქამა სოკო, 200-300 გ ქათმის უძვლო, უკანო მოხარშული ხორცი, 200 გ ემენტალი (ქართულ რეალობაში სულგუნი ან ნაკლებად მარილიანი სხვა რბილი ყველი ცივი კარაქი, მარილი და ფქვილი მოათავსეთ

Top