ფორთოხალი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ფორთოხალი"

ხილის “პიცა”

ავტორი: მარიამი, იგივე ფაუსტინა, იგივე Maria Ma ხილის "პიცა" - ჩემი შვილის შეკვეთა... ძალიან მარტივი და გემრიელი :) დაგჭირდებათ: - 2 ც კვერცხი - 2 სუფრის კოვზი შაქარი - 2 სუფრის კოვზი ფქვილი - 1 სუფრის კოვზი კაკაო - 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი - 450 გრამი ნაღები - 100 გრამი კრემ-ყველი (cream cheese, მაგალითად ფილადელფია) - შაქარი (პუდრა) კრემისთვის -

ესპანური სანგრია წითელი ღვინით

სანგრიაზე ჩვენს ბლოგზე პირველად არ ვწერთ. საზაფხულოდ არაჩვეულებრივი არჩევანია, ზომიერად ალკოჰოლიან-ხილიანი და გასაკეთელად - მარტივი. დაგჭირდებათ წითელი ღვინო, ფორთოხლის წვენი, კონიაკი ან ვისკი, ფორთოცალი, ლიმონი, ლაიმი, ვაშლი, ატამი და მარწყვი. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ხილი არ გაქვთ, არ იდარდოთ. ეს ის სასმელია, სადაც ფანტაზიაც საკმარისია და მარჯვე ხელებიც არაა მაინცდამაინც საჭირო :) დანარჩენი იხილეთ

კრევეტების სალათა

დღეს ჩემი საყვარელი კრევეტების ახალი, ორიგინალური რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ სახლში მომზადებული მაიონეზით, კაპერსით, ფორთოხლით და კამით. ხომ ძალიან უჩვეულოდ და შეუსაბამოდ ჟღერს? გამოგიტყდებით თავიდან მეც ასე ვიფიქრე. ეს რეცეპტი ერთმა აქაურმა ნაცნობმა გამომიგზავნა. თავიდან ცხვირი ავიბზუე, მაიონეზით როგორ გავაფუჭებდი კრევეტებს? სჯობდა ღვინით, ნივრით და ოხრახუშით მომემზადებინა! მაგრამ კულინარიაში ყველაზე საინტერესო

სანგრია

სანგრია ესპანური სასმელია, თუმცა არა მხოლოდ ესპანეთში ამზადებენ და მიირთმევენ. ტრადიციულად, წითელ ღვინოში ციტრუსი და სხვა ხილის ნაჭრები იყრება და ბრენდი ემატება. თუმცა, ინტერპრეტაცია გემოვნების ამბავია. ამ ვიდეოში სანგრიას სამ რეცეპტს იხილავთ: წითელი ღვინით და ხილით, თეთრი ღვინის  საზაფხულო ვერსიას და ჩაის არომატით. სცადეთ, გაიმრავალფეროვნეთ ზაფხული <3 თუ ზამთარი გლინტვეინის დროა, მზიან დღეებს ცივი

ქათმის და ფორთოხლის სალათა

დღეს მოგიყვებით ძალიან, ძალიან გემრიელ სალათაზე, რომელშიც ჩემი საყვარელი შეხამება - ხორცი და ხილი გამოვიყენე. ჩემს სახლთან ახლოს, ბაზარში წითელი ფორთოხალი აღმოვაჩინე blood orange, რომელიც ერთადერთხელ შემხვდა თბილისის ბაზარში წლების წინ და მას შემდეგ სულ მინდოდა კიდევ მეყიდა. არ ვიცი რატომ არ შემოაქვთ თბილისში, უგემრიელესია და დარწმუნებული ვარ კარგად გაიყიდება.

მსხალი ღვინის სიროფში [+ვიდეო]

საახალწლოდ თუ არაასაახალწლოდ, ყოველთვის შეიძლება ორიგინალური დესერტის გაკეთბა ნაცვლად ტრადიციული ტკბილეულისა. მთავარია არ დაიზაროთ და ჩვენს გემოვნებას ენდოთ ;) ამ გემრიელი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მაგარი მსხალი, ღვინო, ფორთოხალი (კანი/ცედრა), დარიჩინი, შაქარი და ვანილი. ასევე ცოტა ნუში, თავზე მოსახეხად. მსხლების რაოდენობის მიხედვით უნდა განსაზღვროთ ღვინის და შესაბამისად მისი საკმაზების + შაქრის რაოდენობა, ქვაბის

რულეტი ჩაისთვის, ფორთოხლის ჯემით

ასეთი რულეტი ყველაზე მეტად ცივ ამინდებს და ცხელ ჩაის უხდება. ფორთოხლის ჯემი, იგივე მარმელადი ზამთრის must have სასუსნავია, საუზმისთვის იდეალური. მის რეცეპტს ჩვენს ბლოგზეც იპოვით, მაგრამ თუ რიგი მიზეზების გამო მომზადებას ვერ ახერხებთ, თავისუფლად შეიძლება ნაყიდი მარმელადი გამოიყენოთ.   რა დაგვჭირდება: 4 კვერცხი 80 გ შაქარი 120 გ ფქვილი მწიკვი სოდა 300-350 გ ფორთოხლის მარმელადი (ჯემი) შოკოლადი ან შაქრის

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი

შოკოლადის ტორტი ფორთოხლის ჯემით და შოკოლადისვე კრემით და განაშით - ეს ნამდვილი ზამთრის ტორტია :) ერთი ნაჭერი სეროტონინის საჭირო რაოდენობით აგავსებთ (არასაჭირო კალორიებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას :D) და მთელი დღე ბედნიერების შეგრძნება არ დაგტოვებთ :)   ბისკვიტი: 6 კვერცხი 220 გ შაქარი 2 ს.კ ზეთი მარილი 1 ს.კ ლიმონის წვენი 200 გფქვილი 2 სავსე ს.კ კაკაო  კრემი შიდა: 200 გ ნაღები

გარგრის მურაბა

სოფელში ერთი ბებერი გარგრის ხე გვიდგას, ნახევრად გამხმარი, იშვიათად ისხამდა ნაყოფს. ან  შეიძლება ჩვენ ჩავდიოდით იშვიათად და ვერ ვხედავდით...  ზუსტად არც კი ვიცი. წელს ნამდვილად გაგვანებივრა და თითქმის სავსე ყუთი ოქროსფერი, მწიფე, წინწკლებიანი და ძალიან გემრიელი გარგარი ჩამოვიტანეთ. ჯეიმი ოლივერს თუ დავუჯერებთ (კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა დავუჯეროთ?)  გარგარი ცხიმიან

შოკოლადიანი ხაჭოს პასკა

ხაჭოს პასკა წელს პირველად გავაკეთე და უკვე გადავწყვიტე რომ ჩემი სააღდგომო მენიუს განუყრელი ნაწილი გახდება, რა თქმა უნდა , სხვადასხვა ვარიაციებით და არომატებით.  გუშინ შუადღით, სახლისკენ მომავალმა 600 გრამი ხაჭო ვიყიდე და სავარაუდო რეცეპტის შემუშავებას შევუდექი. ვანილიანი თუ შოკოლადიანი?  ფერადი ცუკატებით თუ ფორთოხლით? ამ ფორმაში თუ იმ ფორმაში? ამ ფიქრებში

ბრინჯის ფაფა კარამელიზებული ხილით

უქმეებზე საუზმეც განსაკუთრებულია : ვიღვიძებთ გვიან, ცოტას ვნებივრობთ, შემდეგ ვამზადებთ რაიმე გემრიელს, მარტივს, მაგრამ განსხვავებულს :) ეს ბრინჯის ფაფაა, არაფერი განსხვავებული არ იქნებოდა რომ არა ეს კარამელიზირებული ხილი -ასე ლამაზი და გემრიელი ♥ 2-3 ულუფისთვის დაგვჭირდებათ: 1 ჭიქა (250) მრგვალი ბრინჯი 1 ჭიქა წყალი 2 ჭიქა რძე შაქარი გემოვნებით ვანილი ცოტა კარაქი ცალკე: 250-300 გ გაყინული ხილი, სხვადასხვა სახეობის

ჯანჯაფილის ლიმონათი

ჯანჯაფილი ჩემი საყვარელი სანელებლების სიაში საპატიო ადგილს იკავებს.  ხშირად ვყიდულობ და ათასგვარ რეცეპტში ვიყენებ.  აი, თუნდაც ეს ლიმონათი - ძალიან გემრიელი, არომატული, გამაგრილებელი და სასარგებლოა,  სწრაფად მზადდება და  სასიამოვნო დასალევია.   100 გ ნედლი ჯანჯაფილი (კოჭა) 100 გ შაქარი (ან გემოვნებით) 2 ლიმონი 1 ფორთოხალი პიტნის ფოთლები 1.7-2 ლიტრი წყალი, ჩვეულებრივი ან გაზიანი, გემოვნების მიხედვით ყინული   ჯანჯაფილი გავასუფთავოთ და

Top