ფენოვანი ცომი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ფენოვანი ცომი"

ფენოვანი კალათები ხილით – უგემრიელესი საუზმე შაბათ-კვირისთვის მინიმალური ინგრედიენტებით

და აი, საუკუნოვანი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა მოვიტანე თითები კლავიატურასთან და უგემრიელესი, უმარტივესი რეცეპტის წერას შევუდეგი!  იდეას ვუმადლი ფეისბუქის სქროლვისას "შემოფეთებულ" ერთ-ერთი კულინარიული გვერდის ვიდეოს. მაგრამ არ მკითხოთ რომელს - აღარ მახსოვს, ასეთი გვერდი მილიონი მაქვს :)) გულწრფელად რომ გითხრათ, მინდა უფრო აქტიური გავხდე, ყოველდღიურად უამრავ გემრიელ რეცეპტს ვათვალიერებ და

პამიდვრის ტარტი

როცა ამ ღვეზელის გამოცხობა დავაპირე, დიდი მოლოდინები არ მქონია. მოთუშული, დარბილებული  პამიდორი  მაინცდამაინც არ მიყვარს და უმად მირთმეული მირჩევნია. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ვცდებოდი!   ეს არის ძალიან, ძალიან გემრიელი ტარტი, რომელიც მე და ჩემმა წუნია შვილებმა წამებში გავაქრეთ :D  რეცეპტის პირველწყარო რომელიღაც უცხოენოვან ბლოგზე ვნახე.  რა თქმა უნდა გადმოვაკეთე,

უმარტივესი ტარტი ატმით

შეგინიშნავთ, სექტემბრში ჰაერი როგორ სხვანაირად ლივლივებს, მზის სხივები კი როგორი რბილია და მათრობელა?  გინდა კატასავით მიეფიცხო მზეს, არსად გეჩქარებოდეს, თვლემდე და ტკბებოდე.   დილა-საღამოს სიგრილეს ცხელი სურნელოვანი ჩაით ხვდებოდე, - თუ თქვენ არომატული მაგარი ყავა გირჩევნიათ? როგორც გენებოთ, ეს ატმის ტარტი ორივეს მოუხდება :) შემოდგომის ატამი განსაკუთრებულად გემრიელია. წვნიან რბილობში აქვს

ორაგულის კულებიაკა

ორაგულის კულებიაკა ჩემი საყვარელი ღვეზელია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში კარგი ორაგულის შოვნა მარტივი არ არის:  გაყინული რაც იყიდება, ძირითადად ან საუკუნის წინანდელია - შესაბამისად საშიანლად უგემური, ან რაღაც სხვა ქვესახეობაა ორაგულად გასაღებული. თუ კარგი წითელი, ცხიმიანი და გემრიელი ორაგული იყიდება სადმე, ფასი აქვს "ცეცხლის".  მაგრამ ასეა თუ ისეა, რეცეპტს

ისპანახის უგემრიელესი ღვეზელი

ესაა უმარტივესი ღვეზელი, რაც კი შეიძლება ისპანახისგან მომზადდეს და ამავდროულად ძალიან, ძალიან გემრიელია.  საერთოდ, თუ დაკვირვებიხართ, მარტივი კერძები ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოდის :)  იყიდეთ მზა ფენოვანი ცომი და 1 საათში ეს გემრიელი ღვეზელი თქვენს თეფშზე იდება. ერთადერთი სირთულე ამ რეცეპტში ისპანახის კარგად გარეცხვა და გარჩევაა. ისე, გაგიმხელთ, რომ როცა ვაკეთებდი, არ

ფენოვან ცომში გამომცხვარი სოკო

ასეთ გრილ, წვიმიან ამინდებში ყოველთვის რაღაც თბილი, გემრიელი და გამომცხვარი მინდება ხოლმე ...  დღევანდელი რეცეპტიც ამ პრინციპით შევარჩიე - უგემრიელესი ღვეზელები მთლიანი სოკოთი და მთელი მისი ამალით.   6 დიდი ქამა სოკო 6 ნაჭერი სულგუნი 6 ნაჭერი ბეკონი 500 გ ფენოვანი ცომი 1 ხახვი 2 ჩ.კ კარაქი კვერცხი ზემოდან გადასასმელად   სოკოს ფეხები და ხახვი წვრილად დავჭრათ. ავურიოთ დარბილებულ

ბოსტნეულის ღვეზელი

  ბოსტნეულის ღვეზელები გიყვართ? თუ კი, მაშინ კითხვა განაგრძეთ :) თუ არა, მაშინ მომწერეთ კომენტარებში და რაიმე გემრიელ რეცეპტს თქვენთვის აუცილებლად მოვძებნი :) სიმართლე რომ გითხრათ ეს ფოტო კარგა ხნის წინ გადავიღე, მაგრამ მხოლოდ ახლა მოვახერხე გამოქვეყნება...   არდადეგებზე მივდიოდი და მაცივარში არსებული პროდუქტების უტილიზაცია მინდოდა, ეს ღვეზელი სწორედ ამის შედეგად შეიქმნა

შებოლილი ბეკონისა და კვერცხის ღვეზელი

ძალიან მარტივი ღვეზელია, რომელიც ინტერპრეტაციის უამრავ საშუალებას იძლევა, როგორც გარეგნული ისე შემადგენლობის მხრივ. დილით მიკროტალღურში ან ღუმელში შემთბარიც (ან თუნდა თავდახურულ ტაფაზე) ძალიან კარგი საუზმეა .   400-500 გ ფენოვანი ცომი 4 კვერცხი+წასასმელად 4 ფირფიტა შებოლილი ბეკონი მარილი და პილპილი მწვანილი   ცომს მივცეთ მართკუთხედი ფორმა, გადავიტანოთ შესაბამის ფორმაში, გავანაწილოთ ბეკონის ფირფიტები, ისე რომ მათ შუაში შესაძლებელი იყოს

ვაშლის ტურნოვერსები

ტურნოვერსები ფენოვანი ცომით გამომცხვარი ღვეზელებია, ვაშლიანი შიგთავსით. ეს შიგთავსი ძირითადად იგივეა, რაც ვაშლის ნამცხვრებში გამოიყენება ზოგადად.  რა თქმა უნდა ,შესაძლებელია  სხვადასხვა კომბინაციები, მაგალითად, სურვილის შემთხვევაში ქიშმიშთან ერთად ან მის ნაცვლად ალუბლის ჩირი დაამატოთ, ასევე ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა, შეგიძლიათ ცოტა ნიგოზიც.  თუ ბოლო მომენტში 1 კოვზ კონიაკსაც არ დაინანებთ, თქვენს

ფენოვანი ხვეულა ვაშლით და ნუშით

ვაშლის დესერტი ნუშით პირველად ვცადე. არანაკლებ გემრიელია ვიდრე ნიგვზით (ნიგოზი ხომ ყველაფერს უხდება ).  სახლში მზა ფენოვანი ცომი მქონდა,  ამიტომ ბევრი არც მიწვალია, ისე უცბად და მარტივად მოვამზადე ეს დესერტი. 450-500 გ ფენოვანი ცომი 40 გ კარაქი 100 გ ნუში, კანიანი 4-5 ვაშლი 1 ჩ.კ. დარიჩინი 100 გ.  შაქარი (სასურველია ყავისფერი) კვერცხი ზემოდან წასასმელად გაფცქვნილი, დაჭრილი ვაშლი, შაქარი

ხორციანი ღვეზელი ფენოვან ცომში

დღეს ძალიან გემრიელ და მარტივ ღვეზელს შემოგთავაზებთ. ჩემს წუნია შვილსაც კი მოეწონა :) თუ მზა ფენოვან ცომს გამოიყენებთ, მით უფრო გაგიადვილდებათ საქმე :) მე თვითონაც მზა ცომით მოვამზადედაგჭირდებათ 500 გ ფენოვანი ცომი, რომელიც უმჯობესია მაცივარშივე გაალღვოთ. საღამოს საყინულიდან  გადაიტანეთ მაცივრის მეორე განყოვილებაში და დილით უკვე მზად იქნება გამოსაყენებლად.ფარშის ზუსტ რაოდენობას

Top