თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ფაფა"

შოკოლადიანი ბრინჯის ფაფა

როცა ჩვეულებრივი საუზმე მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ ძალიან მარტივად აქციოთ არაჩვეულებრივად!  ერთ დილით ჩემს შვილებს ჩვეულებრივის ნაცვლად ასეთი ფაფა დავახვედრე - შოკოლადით და ხილით.  ვფიქრობ ეს იდეა შვრიის ფაფისთვისაც გამოდგება, თუკი ჭამა გინდათ, მაგრამ ვერა და ვერ შეიყვარეთ :) ბრინჯის ფაფის ერთი გემრიელი ვერსია ადრეც შემოგთავაზეთ, კარამელიზებული ხილით ( იხილეთ რეცეპტი). მოკლედ, არჩევანი

შემწვარი ბანანი

თუ ბანანის შეწვა ჯერ არ გიცდიათ, ეს პოსტი თქვენთვისაა. გადაავლეთ თვალი. პირველ რიგში, ტაფაზე გაადნეთ 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი (ან თუ არ გაქვთ - ჩვეულებრივი, ანდა სულად თაფლი) და კარაქის პატარა ნაჭერი. ცხელში ჩაუშვით 1-2 ცალი დაჭრილი ბანანი და მობრაწეთ. შემდეგ სათითაოდ გადააბრუნეთ და 1 მუჭი დაჭრილი ნიგოზიც დაამატეთ. როცა ბანანი და

შოკოლადიანი “მანის” ფაფა – უჩვეულო ვერსია :)

ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებით, რომ ეს ჩვეულებრივი "მანის" ფაფაა :) თუმცა ჩვეულებრივი სულაც არ არის - არაჩვეულებრივია.  გნებავთ დილით საუზმეზე მიირთვით ფაფის რანგში, გნებავთ სტუმრებს მიართვით დესერტად - დამიჯერეთ, ვერც მიხვდებიან რა არის, მიუხედავად იმისა, რომ "რაღაც ეცნობათ"... მეც სწორედ ასე დამემართა, როცა პირველად ვნახე  ჩემს უსაყვარლეს ბიცოლასთან სტუმრად მისულმა.

ქერის ტკბილი ფაფა

მარცვლეული რომ ძალიან სასარგებლოა და აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს რაციონში, ყველამ ვიცით.  დილაობით მარცვლეული საუკეთესო საუზმეა - კარგად ანაყრებს, რთული ნახშირწყლების წყაროა და ენერგიაც დიდხანს გვყოფნის. რამოდენიმე სასარგებლო და გემრიელი ინგრედიენტის დამატებით სუპერ-საუზმეს მივიღებთ. მაშ, მოვამზადოთ ტკბილი ფაფა ქერით (იგივე "პერლოვკა " ) 1 ჭ ქერი (ჭიქა=250მლ) 2.5 ჭ წყალი 2/3 ჭ ქიშმიში ½ ჭ

ბრინჯის ფაფა კარამელიზებული ხილით

უქმეებზე საუზმეც განსაკუთრებულია : ვიღვიძებთ გვიან, ცოტას ვნებივრობთ, შემდეგ ვამზადებთ რაიმე გემრიელს, მარტივს, მაგრამ განსხვავებულს :) ეს ბრინჯის ფაფაა, არაფერი განსხვავებული არ იქნებოდა რომ არა ეს კარამელიზირებული ხილი -ასე ლამაზი და გემრიელი ♥ 2-3 ულუფისთვის დაგვჭირდებათ: 1 ჭიქა (250) მრგვალი ბრინჯი 1 ჭიქა წყალი 2 ჭიქა რძე შაქარი გემოვნებით ვანილი ცოტა კარაქი ცალკე: 250-300 გ გაყინული ხილი, სხვადასხვა სახეობის

”ჰერკულესის” ფაფის საიდუმლო

(ჩემი შარშანდელი პოსტი კატოს ბლოგიდან) არ ვიცი, შვრიის ფაფას პირველად ვინ დაარქვა ”ჰ ე რ კ უ ლ ე ს ი”, მაგრამ ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩამჯდარი ეს ტერმინი დღემდე ასოცირდება ჩემთვის ერთადერთ ფაფასთან, რომელიც სასარგებლოსთან ერთად, გემრიელიცაა და რაც მთავარია, არ ასუქებს, პირიქით ;) ფაფების სასარგებლო თვისებებს შორის პირველ ადგილზე, როგორც წესი, კუჭ-ნაწლავისთვის მაამებელი ეფექტია ხოლმე.

Top