თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ფარში"

ჩებურეკი

ყველაზე უცნაური ამ რეცეპტში ისაა, რომ ეს იყო პირველი ჩებურეკი ჩემს ცხოვრებაში. ამაზე უცნაური, ალბათ, მხოლოდ ის იქნება, თუ გეტყვით, რომ არასდროს გამისინჯავს... შაურმა. ასეთი "წიკებიანი"  ფუდ-ბლოგერი რა ბლოგ-სივრცეში გასაჩერებელია, მაგრამ  ე.წ. "street food"-ს ანუ ქუჩის საჭმელს ხშირად ეჭვის თვალით ვუყურებ, მით უფრო საქართველოში, სადაც საკვების ხარისხი არ კონტროლდება. ამგვარად,  დღევანდელი

ღუმელში მომზადებული ფარშირებული ბოსტნეული

თუ ღუმელის ანთება არ დაგეზარებათ, მშვენიერ საზაფხულო კერძს შემოგთავაზებთ - ფარშირებულ ბოსტნეულს.   ფარშირებისთვის სხვადასხვა ბოსტნეულის გამოყენება შეიძლება: წიწაკის, ბადრიჯნის, პომიდვრის, ყაბაყის - გრძელის თუ მრგვალის,  დიდი ზომის ხახვის... ბადრიჯანს, ყაბაყს და პომიდორს კოვზით ამოაცალეთ გული. პომიდვრის გულები ფარშში დაამატეთ, უფრო წვნიანი გამოვა. შეგიძლიათ ყაბაყის და ბადრიჯნის გულებიც მოშუშოთ და დაამატოთ ფარშში, თუმცა

მისი აღმატებულება ხინკალი – პრიალა ცომით და წვნიანი გულით

საქართველოში ის ყველას უყვარს, ყველამ იცის და ყველას შეუძლია გაკეთება. ტრადიციული ქართული კერძების რეცეპტები ბლოგზე არც ისე ბევრია და ამის პირველი მიზეზი, პირადად ჩემთვის ისაა, რომ არ მაქვს რეცეპტი. რას ვგულისმობ რეცეპტის არქონაში? იმას, რომ ქართულ კერძებს ყოველთვის ზეპირად, ასე ვთქვათ "თვალის ზომით" და გემოვნების მიხედვით ვამზადებ, ინგრედიენტების აწონვის გარეშე,

ლაჰმაჯუნი – თურქული ფასტ-ფუდი

ლაჰმაჯუნი თურქული ფასთ-ფუდია,  ერთგვარი თურქული პიცა.  თუ თურქეთში ყოფილხართ, აბათ გასინჯულიც გექნებათ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი. ერთ საშუალო ლაჰმაჯუნს სჭირდება დაახლოებით 130 გ საფუვრიანი ცომი გულსართი: 300 გ ფარში 2 ცალი დიდი წვნიანი  პამიდორი 1 ხახვი მარილი და პილპილი ოხრახუში 1 კბილი ნიორი შეიძლება დაემატოს ცოტა ტომატის პასტაც თუ თხლად გადაუსვამთ ცომს, ამ ფარშით გამოდის დაახლოებით 9-

ხორციანი ღვეზელები

დღეს უგემრიელესი ხორცის ღვეზელების დღე გვაქვს! თუ დაბრაწულ, ფუმფულა ღვეზელებს გულგრილად ვერასოდეს უვლით გვერდს, ესე იგი ეს რეცეპტი სათქვენოა :) ხორცის გარდა გულში ნებისმიერი რამის ჩადება შეიძლება: კარტოფილის, ყველის, ბრინჯი+სოკო, ქათმის ხორცი, თევზი+ბრინჯი+კვერცხი...  მოკლედ, ფანტაზია არ დაიშუროთ. ცომისთვის დაგჭირდებათ: 500-600 გ ფქვილი 1 ჭიქა რძე 1 ჩ.კ საფუარი 1 ჩ.კ მარილი 1 ჩ,კ შაქარი 100 გ წყალი 50

ხორცის რულეტი მოხარშული კვერცხით

ამ რულეტის მომზადებას ცოტა დრო სჭირდება, გემრიელია და მარტივი. თუ საკუთარი "ლანჩით" გიწევთ სამსახურში ან სადმე სიარული, მაშინ საერთოდ მისწრებაა - ცოტაოდენი ბოსტნეული გარნირად და შესანიშნავი სადილია. მეც სწორედ ამ მიზნით გავაკეთე :) კიდევ ერთი პლუსი - გათბობაც არ სჭირდება, ცივი უფრო გემრიელია. 500 გ ფარში (საქონლის, ქათმის) 3 მოხარშული კვერცხი 1 კვერცხი ½

სახლში მომზადებული პელმენები

პელმენების სახლში გაკეთება ცოტა მოსაწყენი და დამღლელი საქმე კია, მაგრამ ათასში ერთხელ დროის გამონახვა ღირს. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ კი გიყვართ.  მეც იშვიათად ვაკეთებ, მაგრამ შედარებით ბევრს, მერე ვყინავ და საჭიროების მიხედვით  ვიყენებ. ჩემს შვილს უყვარს ძალიან და ძირითადად მას ვუმზადებ. ამ რეცეპტით სუპერ ცომი გამოდის, ძალიან, ძალიან კარგი.

ლაზანია

დღეს იტალიური ლაზანიას რეცეპტს გთავაზობთ. ხშირად გვეკითხებიან ფეისბუქის გვერდზე ამ კერძის რეცეპტს. ბოლოს და ბოლოს  გავაკეთეთ და აი შედეგიც.   საშუალო ზომის ფორმისთვის   ლაზანიას მზა ფირფიტები, 200 გ სოუსი ბოლონეზე: 500 გ  საქონლის ფარში 2 პამიდორი 1 თავი ხახვი 2 კბ.ნიორი 1 სტაფილო მარილი წიწაკა დაფნის ფოთოლი   ბეშამელის სოუსისთვის 1 თავი ხახვი 50 გ კარაქი 500 გ რძე 1.5 ს.კ ფქვილი მუსკატის კაკალი გემოვნებით   50 გ პარმეზანი 200 გ მოცარელა

ჩილი კონ კარნე

ჩილი კონ კარნე იგივე ჩილი ხორცით ძალიან ნოყიერი, ცხარე და გემრიელი კერძია. მართალია მას მექსიკური ფესვები აქვს, მაგრამ ტეხასის შტატის კულინარიულ სიამაყედ ითვლება. კერძის შემადგენლობა შეიძლება განსხვავებული იყოს მზარეულისა თუ რეგიონის მიხედვით, თუმცა ძირითადი ინგრედიენტები - საქონლის ხორცი, ჩილი წიწაკა, ლობიო და პამიდორი უცვლელი რჩება. 500 გ საქონლის ფარში 2 თავი ხახვი 2

Top