თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ტორტი" (Page 2)

ლუდისა და შოკოლადის ტორტი – წარმატებული ექსპერიმენტი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლუდით ტორტის მომზადებაც შეიძლება. ძალიან გემრიელი, არომატული და ნოტიო ბისკვიტი გამოდის. საუკეთესო შედეგისთვის მუქი ლუდი სჯობს, მაგრამ ღია ფერისაც გამოდგება.  თუ სახლში წუნია და პრეტენზიული ხალხი გყავთ, აი იმ ტიპის "ლუდს ტორტში რა უნდა", "ეს რა უნდა იყოს", "ამისთვის პროდუქტებს არ გავაფუჭებ" და ა.შ.  სულაც

ტორტი ჟოლოთი და ლიმონის კრემით

ივნისის ბოლოს ჩემი გოგონა ბებიასთან ერთად წყალტუბოს ერთ-ერთ სანატორიუმს სტუმრობდა.  ეს ტორტი მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოვამზადე, რადგან ტკბილეული ძალიან უყვარს და მინდოდა გამეხარებინა.  ლიმონის არომატი ტორტს ძალიან მოუხდა, გემო გამოაცოცხლა, სიგრილე და სიმსუბუქე შემატა, არატრადიციული და განსხვავებული გახადა :) ბისკვიტისთვის: 3 კვერცხი 150 გ შაქარი 100 გ ფქვილი 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 3 ს.კ გამდნარი კარაქი მწიკვი მარილი ნაღების

ტორტი ტირამისუ

ეს იყო ტორტი, რომელიც ჩემმა სტუმრებმა თვალის დახამხამებაში გააქრეს და ყველაზე გემრიელ ტორტად აღიარეს :)  ამ შეფასებას მეც ვეთანხმები, მართლაც სასწაულად გემრიელი ტორტია და მისი საიდუმლო მასკარპონეს კრემშია!  ეს კრემი ჩემი ფავორიტი გახდა, უბრალოდ არაჩვეულებრივია! ფოტოები ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, ღამით გადავიღე და ძალიან ვჩქარობდი. ბისკვიტი 6 კვერცხი 225 გ შაქარი 225 გ ფქვილი 2 ს.კ

შოკოლადის ტორტი მარწყვით

მარწყვის სეზონზე ძირითადად მსუბუქ კვებას და დიეტურ სალათებს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას, არა და რა შეიძლება იყოს უფრო გემრიელი ვიდრე მარწყვის ტორტია, თან ბევრი შოკოლადით :)  ამ სეზონზე თავი გავინებივრე და კვირას, სახლში მარტო რომ დავრჩი ტორტის გაკეთება გადავწყვიტე.  და აი ისიც, ჩემი სუპერ შოკოლადიანი მარწყვის ბომბი! ძალიან გემრიელი, შოკოლადის გამოკვეთილი

ტორტი ცხობის გარეშე – ორი ვერსია

გთავაზობთ ძალიან გემრიელ და ადვილად მოსამზადებელ ტორტს, გამოცხობის გარეშე.   ეს ტორტი თქვენს მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს : ის ძალიან მსუბუქია, შეიცავს ხაჭოს და ცოცხალ ხილს, შესაბამისად თამამად შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ ბავშვებს, ზომიერად ტკბილია და  სულ რაღაც 30 წუთში მზადდება.  მის მოსამზადებლად  ხაჭო, ნაღები, ხილი და სავოიარდის ბისკვიტები დაგჭირდებათ, ეს ბისკვიტები უკვე

სტაფილოს ტორტი კარამელის კრემით

წლების წინ, სანამ კულინარია ჩემი ჰობი გახდებოდა, ვერც ვიფიქრებდი, სტაფილოსგან ტორტის გამოცხობა თუ შეიძლებოდა.   მაშინ არც კულინარიული ჟურნალები მიზიდავდა და  არც კულინარიული ბლოგები.  დღეს ბევრი საინტერესო რეცეპტი მაქვს ''დაბუქმარკებული'' და ნელ-ნელა, ჩემი სამზარეულოს გავლით, ამ ბლოგზეც მოხვდება :) ვთვლი, რომ სტაფილოს ტორტი ანუ როგორც ამერიკელები ეძახიან carrot cake ძალიან კარგი

შოკოლადის ბისკვიტი ნაღების სუფლეთი

ტკბილეულის ვერცერთი ჭეშმარიტი მოყვარული ვერ ჩაუვლის ამ პოსტს გულგრილად!  თეა სამადაშვილი არაჩვეულებრივ ნამცხვრებს აცხობს და ''რატატუის'' მკითხველებსაც სიამოვნებით უზიარებს.  აი, ახლაც, ვინ იტყოდა უარს ერთ ნაჭერზე, სურნელოვანი ყავისა თუ ჩაის თანხლებით?   თუ მომზადებას გადაწყვეტთ, მოიმარაგეთ: (უცვლელად გთავაზობთ თეა სამადაშვილის რეცეპტს) ბისკვიტი: 25 გრ კაკაო 35 გრ ფქვილი 10 გრ თაფლი 4 კვერცხი 80 გრ შაქარი 1ჩ,კ გამაფხვიერებელი 1 ს.კ წყალი ვანილი კრემი: 350

შოკოლადის ნაყინის ტორტი

კიდევ ერთი ნაყინის ტორტი მინდა შემოგთავაზოთ, ამჯერად შოკოლადის და ბანანის გემოთი. ესეც ისეთივე ადვილია, როგორც პირველი ნაყინის ტორტი, ვფიქრობ, ნებისმიერი მსურველი, თუნდაც დამწყები კულინარი შესძლებს მის მომზადებას.  ორივე ტორტი ფანტაზიის გაშლის კარგ შესაძლებლობასაც იძლევა, დაამატეთ თქვენი ვარიაციები და ისიამოვნეთ ზაფხულის ცხელ დღეებში :) 500 მლ შოკოლადის ნაყინი 100 გ კაკაოანი ორცხობილა 50 გ

ნაზი ბისკვიტი მოცხარით

ყველას მოგესალმებით :) მე ისევ ტკბილეულით მოვედი... ამჯერად ბისკვიტს გთავაზობთ, რომელიც შეგიძლიათ კექსის მსგავსად მიირთვათ ჩაისთან, ან ტორტში გამოიყენოთ. ცხიმის შემცველობის გამო ბისკვიტი აღარ არის ისეთი მშრალი,როგორიც კლასიკური, ტრადიციული და ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი, ამავდროულად კი ინარჩუნებს სინაზეს და ძალიან ფაფუკი რჩება. ჩემი აზრით დანამვაც არ დასჭირდება,თუმცა თუ ინგრედიენტების გაზრდა მოგიხდებათ, ტორტის

ნაყინის ტორტი

დღეს ნაყინის ტორტით მოვედი :) ზაფხულის ხვატს სწორედ ასეთი დესერტები უხდება! კალორიებზე არ მეწუწუნოთ, უბრალოდ გააკეთეთ, მიირთვით და დატკბით:) ადვილია, ისევე როგორც ჩემს მიერ შემოთავაზებული რეცეპტების უმრავლესობა. სამაგიეროდ, თავს ნამდვილად მოიწონებთ სტუმრებთან თუ ოჯახის წევრებთან. 1 ყუთი ვანილის ნაყინი (500 გრამიანი) 80 გ კაკაოს ორცხობილა (''პეჩენიას '' რომ ვეძახით სრულიად საქართველო) 1 სნიკერსი

წითელი ხავერდის ტორტი თეთრი შოკოლადის კრემით

ეს ტორტი ჩემი შვილის იუბილესთვის გამოვაცხე. ფერადი ტორტების გამოცხობის გამოცდილება აქამდე არ მქონდა, საკვებ საღებავებს იშვიათად ვიყენებ, მაგრამ ეს ტორტი გამონაკლისად მიმაჩნია. გარდა იმისა რომ ეფექტურია, თავად ბისკვიტიც ძალიან მომწონს. ცხიმის შემცველი ბისკვიტები  ბეზეზე დამზადებული ბისკვიტისგან განსხვავებით, უფრო ''სხეულიანია'' ნოტიო, არ საჭიროებს დანამვას. წითელი ფერის ვარიაციებზე წინასწარ  რეპეტიციები გავიარე:  ჯერ

Top