თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ტორტი"

თაფლის ტორტი “მედოვიკი” არაჟნის კრემით

დღევანდელი პოსტის თემა ყველაზე პოპულარული რუსული თუ საბჭოური თაფლიანი ნამცხვარი "მედოვიკია". მისი ერთერთი ვერსია უკვე გვაქვს ბლოგზე (იხილეთ რეცეპტი) , მაგრამ ამჯერად განსხვავებული კრემით გთავაზობთ. მე ძალიან მომწონს მედოვიკი არაჟნის კრემით. კარაქიან-შესქელებულ რძიანი კრემისგან განსხვავებით, ის უფრო მსუბუქია, ნაკლებ ტკბილი და მსუყე, უკეთ "ჯდება" ფირფიტებში და ოდნავ მომჟავო, სასიამოვნო არომატს მატებს

ჩემი საყვარელი ტორტი “ტირამისუ”

ეს ტორტი ანასთვის გავაკეთე, დაბადების დღის საჩუქრად. ანა რამდენიმე თვის წინ შემთხვევით გავიცანი ფეისბუქზე, ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც სან ფრანცისკო bay area-ში მცხოვრები ქალები ათას საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას უზიარებენ ერთმანეთს. მისი მეუღლეც თბილისიდან იყო, სწორედ ამიტომ დამიკავშირდა. ანა ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია მათ შორის ვინც აქ გავიცანი (არანაკლებ კარგები, სხვათაშორის). ამერიკაში

სტაფილოს ტორტი კარამელიზებული თხილით

მოგეხსენებათ, ბოსტნეულის დესერტებში გამოყენება სიახლე აღარ არის. სტაფილოს, ჭარხლის, ყაბაყის ტორტები იმდენადვე გემრიელია, რამდენადაც უჩვეულოდ ჟღერს :) ჩვენს ბლოგზე უკვე დევს სტაფილოს ტორტი კარამელიანი კრემით და ასევე ყაბაყის ტორტი.  დღევანდელი ტორტი ძალიან გემრიელი, თუმცა ცოტა მსუყე დესერტების რიგს მიეკუთვნება. ზოგადად ამერიკული ნამცხვრები მსუყეა, მაგრამ მე შეძლებისდაგვარად გავამსუბუქე: მაგალითად ქრიმ-ჩიზი კარაქის ნაცვლად ნაღებთან

ტორტი ტრუფელი ბანანით და ვანილის კრემით

თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს იმ ტრადიციული, ნამდვილი ტრუფელის რეცეპტი არ გახლავთ, არამედ მხოლოდ ერთგვარი ინტერპრეტაცია. ფენებს შორის ნამდვილ ტრუფელში შოკოლადის განაში გამოიყენება, ჩემს ვერსიაში ორი კრემი გამოვიყენე: შოკოლადის და ვანილის. ბონუსად კი ერთი ფენა ბანანის ფირფიტებითაც დავფარე. რატომაც არა? ბანანი, შოკოლადი და ვანილი = იდეალურ შეხამებას. ინგრედიენტები: ბისკვიტი კვერცხი - 4 ც შაქარი -

verdens beste kake – მსოფლიოში საუკეთესო ტორტი

სწორედ ამას ნიშნავს ამ ნორვეგიული დესერტის verdens beste kake-ის  სახელწოდება ქართულად და ტორტი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს!  წლების წინ ამ ტორტს ნორვეგიის ეროვნული ნამცხვრის წოდებაც კი მიანიჭეს. რეცეპტს შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში. ჯერ სახელმა მიმიზიდა, შემდეგ დავგუგლე და უამრავი მადისაღმძვრელი ფოტო მომხვდა თვალში. მეც გადავწყვიტე გამეკეთებინა.  ფოტოები მაინც და მაინც გადასარევი არ

შოკოლადის და ჟოლოს ტორტი

2015 წლის პირველი რეცეპტი შოკოლადის და ჟოლოს ტორტია. რადგან პირველია, ვიფიქრე რომ რაიმე განსაკუთრებული და გემრიელი უნდა ყოფილიყო. შოკოლადზე გემრიელი კი აქამდე არაფერი მოუგონიათ :) მას შემდეგ, რაც ათასგვარი საჭირო ინსტრუმენტით სავსე ჩემს თბილისურ სამზარეულოს დავემშვიდობე, რთული დესერტებისა და კერძების მომზადებას შევეშვი. აქ ჯერჯერობთ ყველაფერი არ მაქვს რაც მჭირდება და რასაც

ტორტი ნაკლები კალორიებით

ინტერნეტში საინტერესო რჩევებს წავაწყდი და სპეციალურად რატატუის მკითხველებისათვის გადმოვაქართულე. თუ გინდათ, რომ ტკბილეული არ აიკრძალოთ და თან, კალორიებით არ გადატვირთოთ ორგანიზმი, მაშინ ისეთი ტკბილეული შეარჩიეთ, რომელიც თქვენს ფიგურას ნაკლებად ავნებს. მაგალითად, თურმე შესაძლებელია ტორტის კალორიები თითქმის გავანახევროთ, თუ კარგად მოვიფიქრებთ ინგრედიენტებს ;) დააკვირდით ფოტოს და გააკეთეთ სწორი არჩევანი, როგორი ტორტი უნდა

9 არასაბავშვო ტორტი (18+)

თუ ტორტისთვის იდეები შემოგაკლდათ ან სტუმრების შოკში ჩაგდება გადაწყვიტეთ, ეს ფოტოები აუცილებლად გამოგადგებათ! ;)      იხ. წყარო.

ტორტი პანჩო – უგემრიელესი დესერტი არაჟნის კრემით და ჩირებით

დღევანდელი ახალი რეცეპტი გახლავთ ტორტი "პანჩო". თავიდანვე გეტყვით, რომ მისი გაკეთება ნამდვილად ღირს და ძალიან გემრიელია. თუმცა ვიზუალი მაინცდამაინც არ გამოირჩევა დახვეწილობით. ჩვეულებრივი ტორტებისგან განსხვავებით ამ ტორტის ბისკვიტი იჭრება კუბებად და შემდეგ უნდა ავაწყოთ მომრგვალებული , ცოტა პირამიდის მსგავსი დესერტი. როცა ამ ტორტს მეორედ გავაკეთებ, ჩვეულებრივ ფენებად გავჭრი და ისე

ნაყინის ტორტი ალუბლით

ნაყინის ტორტების დრო მოვიდა!  ასეთ სიცხეში უკეთეს დესერტს რას გასინჯავთ. აუცილებლად მოამზადეთ, რადგან ძალიან ადვილია და უზომოდ გემრიელი! 1 კგ ვანილის ნაყინი 250 გ ალუბალი 100 გ შავი შოკოლადი   ალუბალს კურკა გამოვაცალოთ. ნაყინი ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ რომ დარბილდეს, თან კოვზით კარგად ავურიოთ (შეგვიძლია მიქსერითაც).  შოკოლადი წვრილად დავჭრათ. შესაბამისი ზომის ნებისმიერ ფორმას ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი. ალუბალი

შოკოლადის ტორტი ყაბაყით

უჩვეულო ექსპერიმენტი - ტორტი ყაბაყით.  მაგრამ წინასწარ გულს ნუ აიცრუებთ ძალიან გემრიელია!  ყაბაყი ბისკვიტს სინოტივეს ანიჭებს და აბსოლუტურად არ აისახება გემოზე, ანუ ბოსტნეულის გემო არ დაჰყვება.  მე გირჩევთ, რომ სცადოთ :) 3 კვერცხი 110 გ შაქარი 100 გ ზეთი 1 ჩ.კ სოდა 200-220 გ ქორფა ყაბაყი (1 საშუალო ზომის) 100 გ ფქვილი მარილი 2 ს.კ კაკაო 40 გ დაფქული

შოკოლადისა და ფორთოხლის ტორტი

შოკოლადის ტორტი ფორთოხლის ჯემით და შოკოლადისვე კრემით და განაშით - ეს ნამდვილი ზამთრის ტორტია :) ერთი ნაჭერი სეროტონინის საჭირო რაოდენობით აგავსებთ (არასაჭირო კალორიებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას :D) და მთელი დღე ბედნიერების შეგრძნება არ დაგტოვებთ :)   ბისკვიტი: 6 კვერცხი 220 გ შაქარი 2 ს.კ ზეთი მარილი 1 ს.კ ლიმონის წვენი 200 გფქვილი 2 სავსე ს.კ კაკაო  კრემი შიდა: 200 გ ნაღები

Top