თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ტომატი"

ტრადიციულ-ქართული სუპ -ხარჩო

2-3 კვირის წინ ტრადიციულ ქართული სუპ-ხარჩოს გაკეთება მთხოვეს. ეს კერძი აქამდე არასოდეს გამიკეთებია, ნიგვზიან ვერსიას თუ არ ჩავთვლით, ამიტომ   სასწრაფოდ დავეკითხე ჩემზე კომპეტენტურებს მისი მომზადების ძირითადი პრინციპები და საქმეს შევუდექი. მთავარი სიძნელე ტყემალი იყო, რომელიც ჩემს ახლომახლოს არ მეგულებოდა. მის ნაცვლად ვიყიდე ალუჩა, რომელიც,  სხვათაშორის, ღმერთო მიშველე და  1

ბიფსტროგანოვი

ხორცის მოყვარულები დააფასებენ ამ რეცეპტს და ამ კერძს. ძალიან ადვილია და ძალიან გემრიელიც. შეიძლება მომზადდეს სოკოთიც და მის გარეშეც. ამჯერად სოკოან რეცეპტს გთავაზობთ. 500 გ საქონლის მჭლე ხორცი 250-300 გ ქამა სოკო 200-250 გ არაჟანი 1ს.კ ფქვილი 1 ხახვი 2 ს.კ კარაქი ცოტა ტომატ-პასტა ან სახლის პამიდვრის საწებელი წითელი წიწაკა მარილი, შავი პილპილი საქონლის ხორცი თხელ ფირფიტებად დავჭრათ და დავბეგვოთ.

კეფირში დამარინადებული ღორის ხორცი გარნირით

ეს ისეთი კერძია, გრილ ამინდებს რომ უფრო უხდება, ამიტომ დღეს გაგიზიარებთ.  შეიძლება გაიფიქროთ, სად ხორცი და სად კეფირიო, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან  გემრიელია. თან მარტივია, საოჯახო. მე რადგან ცხიმიანი საჭმელი არ მიყვარს,  ღორის ხორციც უცხიმო ავარჩიე. ქონიან ნაჭრებს არა მგონია კეფირი მოუხდეს.   800 გ ძვლიანი ღორის ხორცი (შეიძლება რბილიც) 150 მლ კეფირი 2 ხახვი 2 კბ

ქათმის ნიგვზიანი ხარჩო

ეს კერძი ალბათ ყველა ოჯახში მზადდება. ყველას თავისი საყვარელი რეცეპტიც ექნება, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამეწერა ჩემებურიც. ასეთი ხარჩო ძალიან მიყვარს,თუმცა ვაღიარებ, ხშირად არ ვამზადებ. ბრინჯს არ ვამატებ, არ მომწონს. 1.5 კგ ქათამი 120 გ ნიგოზი 1 დიდი ხახვი 2-3 კბ. ნიორი 1 ჩ.კ. წიწაკა (ან გემოვნებით) 1 ჩ.კ უცხო სუნელი ½ ჩ.კ ყვითელი ყვავილი 1 ს.კ ფქვილი 1 ს.კ

ცხარე ლობიო ხორცით

ჩემს ოჯახში ლობიო დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა ზოგჯერ მაინც მიწევს მისი მომზადება. ამიტომ სხვადასხვა მეთოდებს მივმართავ მის გასაგემრიელებლად, მომიმზადებია ნიგვზით, ბეკონით, სხვადასხვა ძეხვეულით, სალათის სახით,პამიდვრით და ა.შ. ახლა ხორციან ვერსიას გთავაზობთ, რომელიც ძალიან წარმატებული გამომივიდა (რა თქმა უნდა, ხორცის დამსახურებით )საჭიროა:საქონლის რბილი ხორცილობიო1 სტაფილოტომატი ან ცოცხალი პამიდორი, გახეხილიხახვინიორიქონდარი (ხმელი,

ბულგური და მიდიები ტომატში

მასალა: 1 ჭ ბულგური (ჭიქა იგულისხმება 250 მლ-იანი) 1 ჩ.კ ხმელი პიტნა 2 ს.კ ზეითუნის ზეთი მარილი 1.5 ჭ მიდიები 1 პატარა წითელი ბულგარული წიწაკა 70 გ ტომატ-პასტა 50 მლ წყალი 1 ხახვი, 1 კბილი ნიორი მარილი, პილპილი გემოვნებით 1/2 ჩ.კ ხმელი ბაზილიკი, ოხრახუშიმომზადება: ბულგურს დაასხით 1.5 ჭ წყალი და მოხარშეთ. მზას დაამატეთ ხმელი პიტნა, ზეითუნის ზეთი და მარილი.ხახვი და წიწაკა წვრილად დაჭერით და

ეზოგელინის სუპი Ezogelin çorbası

გემრიელი, არომატული თურქული სუპი ეზოგელინი ძალიან მარტივად მზადდება. საინტერესოა მასთან დაკავშირებული ლეგენდაც: გოგონა, სახელად ეზო, ანატოლიაში ცხოვრობდა. მშობლებმა, მისი თანხმობის გარეშე, გაათხოვეს ერთ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც სხვა ქალი უყვარდა. უსიყვარულო ქორწინებიდან ერთ წელში გოგონა სახლში დაბრუნდა, მაგრამ მალე ისევ გაათხოვეს სირიაში. მუდამ სევდიანმა ეზომ გააკეთა ეს სუპი დედისა და სამშობლოს მოსაგონრად

Top