ტკბილი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ტკბილი"

მოხარშული კრემი – პატისიერი

წავიდა ის დრო, მადლობა ღმერთს, როცა კრემს წყალნარევი რძით, 1 ცალი კვერცხით და ბევრი ფქვილით ვზელდით, ბოლოს კი მარგარინით "გავაკეთილშობილებდით" ხოლმე. ნამდვილი და კარგი მოხარშული კრემი - French: crème pâtissière ცოტა უფრო ძვირი ჯდება (სწორედ ამიტომაც ვზოგავდით 90იანებში, როცა კვერცხი კი არა, კვერცხის ფხვნილი იყო უკვე ფუფუნება). სამაგიეროდ ისეთი გემრიელია, ისეთი <3 ასეთი

ნესვისა და მსხლის ჯემი ტარხუნით – ფოკას დედათა მონასტრიდან

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ კულინArt-ში. როდესაც ჯავახეთიდან თბილისში დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მოვყვებოდი უფრო დეტალურად ფოკას დედათა მონასტერზე, საოცარ ქალბატონზე - დედა ელისაბედზე, უგემრიელეს ყველზე და იქვე მოდუღებულ ახალდაფქულ, სურნელოვან ყავაზე, ტარხუნიანი ნესვისა და დაფნიანი ლეღვის საოცარ ჯემებზე, „ბეიბი“ ლობიოზე, რომელიც მონასტრის ბოსტანში უნდათ, რომ მოაშენონ და უკვე გახარებულ მწვანე ყაბაყსა და

ფუმფულა ფენქეიქები კეფირიანი ცომი

ბედის ირონიაა, აბა რა არის, დიეტისთვის ნაყიდი კეფირით რომ ფენქეიქებს გააკეთებ ...   ვითომ განტვირთვის დღეების მოწყობას დავაპირებ, ვიყიდი კეფირს, ერთ-ორ ყლუპს ძალით მოვწრუპავ და დევს მერე მაცივარში ასე, თუ ვინმემ არ დალია, ახლოს აღარ ვეკარები. სამაგიეროდ კეფირით სუპერ ცომეული გამოდის :D  სხვათაშორის, ამ ბოლო დროს კეფირის მიღების კარგ გზას

Top