თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ტკბილეული"

ლიმონის ჩიზქეიქი – ყველაზე არომატული ჩიზქეიქთა შორის

ჩიზქეიქების სამშობლოდან ამ შესანიშნავი დესერტის არომატული და მარტივი ვერსია უნდა გაგიზიაროთ. საქართველოში ქრიმ-ჩიზის სიძვირის გამო მას ხშირად ამზადებენ ხაჭოთი და არაჟნით, რაც ნამდვილად განსხვავდება ორიგინალური ვერსიისგან. ქრიმ-ჩიზით მომზადებულ ჩიზქეიქს ნაზი, სუფლესმაგვარი, კრემოვანი კონსისტენცია აქვს. თუ “ფილადელფიას” ვერ იშოვით, მისი მსგავსი შედარებით იაფი ანალოგების გამოყენება შეიძლება. ჩიზქეიქის მომზადება მხოლოდ 20-30 წუთს წაგართმევთ,

მანდარინის მურაბა

მანდარინის მურავა

როგორც იქნა, ეს მითიური მანდარინის მურაბა გავსინჯე! უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ორი კვირის წინ ბათუმში, მეგობრის ოჯახში ვიყავით სტუმრად და გადავწყვიტეთ, მასპინძლის, თამრიკო ხომერიკის გულისხმიერებით ბოროტად გვესარგებლა და რამდენიმე რეცეპტი ჩაგვეწერა. ერთერთია ეს მანდარინის მურაბა. ეს არ არის საქართველოში გავრცელებული, ტრადიციული რეცეპტი. ოდესღაც რუსმა მეზობელმა მასწავლაო. არომატული, მწიფე მაგრამ მკვრივი, პატარა ზომის მანდარინები

ნამცხვარი ინტელიგენტი, ანუ Magic Cake

ამ ნამცხვარს British Magic Cake სახელითაც იცნობენ და რუმინული მაგიური ნამცხვრის სახელითაც. რთული არ არის, ძალიან გემრიელია და ლამაზი. დაგვჭირდება: 4 კვერცხი 500 მლ თბილი რძე 125 გამდნარი ნელთბილი კარაქი 180 გ შაქარი 100 გრ.ფქვილი 2 ჩ.კ ხსნადი ყავა 3 ჩ.კ Baileys ლიქიორი 25 გრ კაკაო მარილი მომზადება: (1) კვერცხის  გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად გათეთრებამდე. ნელელა დავუმატოთ გამდნარი კარაქი. შედეგ ფქვილი. (2) თბილ რძეში

9 არასაბავშვო ტორტი (18+)

თუ ტორტისთვის იდეები შემოგაკლდათ ან სტუმრების შოკში ჩაგდება გადაწყვიტეთ, ეს ფოტოები აუცილებლად გამოგადგებათ! ;)      იხ. წყარო.

კარამელიზირებული ატამი ნაყინით [Video]

Ingredients: (serves two)/შემადგენლობა: (ორი პორცია) - 2 peaches/2 ატამი - 3 tbsp. sugar/3 სუფრის კოვზი შაქარი - 10 g. butter/10გ. კარაქი - Vanilla sugar/ვანილი - Rum (about 4 tbsp.)რომი (დაახლ. 4 სუფრის კოვზი), ან ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური სასმელი გემოვნების მიხედვით - Water/წყალი -Vanilla Ice Cream/ვანილის ნაყინი (ვიდეოს ახლავს ქართული სუბტიტრები) https://www.youtube.com/watch?v=KukmhkySINk    

ქლიავის / ვაშლის ტარტი ფენოვანი ცომით

თუ მაცივარში წინასწარ გამზადებული ფენოვანი ცომი და ტარტისათვის გამოსადეგი რომელიმე ხილი გაქვთ, 40 წუთში შეგიძლიათ გემრიელი ნამცხვარი მოამზადოთ. ფემოვანი ცომი გააბრტყელეთ ღუმელის საცხობ ტაფაზე, მოაყარეთ დარიჩინგარეული შაქარი (2-3 სუფრის კოვზი), დააწყვეთ თხლად დაჭრილი ხილი და ზემოდან ისევ შაქარი მოაყარეთ, რომელსაც ვანილთან და დარიჩინთან ერთად 1 სუფრის კოვზ კარტოფილის სახამებელსაც გაურევთ. მე

Peanut butter cookies- არაქისის ნამცხვრები

Peanut butter cookies  ამერიკაში საკმაოდ გავრცელებული ხრაშუნა ნამცხვრებია არაქისის კარაქით.  რეცეპტი მრავალნაირი არსებობს, თუმცა ეს რეცეპტი  განსხვავდება იმით რომ ფქვილი არ სჭირდება და ამასთან უმარტივესი გასაკეთებელია. მზა ნამცხვარს უფქვილობა საერთოდ არ ეტყობა, საკმაოდ ხრაშუნა და ფხვიერია, არაქისის მკვეთრი გემოთი. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო რომ საყიდლებზე წასულმა არაქისის კარაქიც გამოვაყოლე ხელს. სახლში

შოკოლადის ნაყინის ტორტი

კიდევ ერთი ნაყინის ტორტი მინდა შემოგთავაზოთ, ამჯერად შოკოლადის და ბანანის გემოთი. ესეც ისეთივე ადვილია, როგორც პირველი ნაყინის ტორტი, ვფიქრობ, ნებისმიერი მსურველი, თუნდაც დამწყები კულინარი შესძლებს მის მომზადებას.  ორივე ტორტი ფანტაზიის გაშლის კარგ შესაძლებლობასაც იძლევა, დაამატეთ თქვენი ვარიაციები და ისიამოვნეთ ზაფხულის ცხელ დღეებში :) 500 მლ შოკოლადის ნაყინი 100 გ კაკაოანი ორცხობილა 50 გ

ნაყინის ტორტი

დღეს ნაყინის ტორტით მოვედი :) ზაფხულის ხვატს სწორედ ასეთი დესერტები უხდება! კალორიებზე არ მეწუწუნოთ, უბრალოდ გააკეთეთ, მიირთვით და დატკბით:) ადვილია, ისევე როგორც ჩემს მიერ შემოთავაზებული რეცეპტების უმრავლესობა. სამაგიეროდ, თავს ნამდვილად მოიწონებთ სტუმრებთან თუ ოჯახის წევრებთან. 1 ყუთი ვანილის ნაყინი (500 გრამიანი) 80 გ კაკაოს ორცხობილა (''პეჩენიას '' რომ ვეძახით სრულიად საქართველო) 1 სნიკერსი

ნაყინი კრემ ბრიულე

ჩემი "წყალობით", ბლოგზე ტკბილეული უფრო დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი,ვიდრე სხვა კერძები.მაგრამ ნაყინი ახლა თუ არ მოვამზადეთ, აბა როდისღა?  ამჯერად ''კრემ-ბრიულეს'' გთავაზობთ - ადვილიცაა და გემრიელიც, თუ ასეთი არომატის ნაყინი/დესერტები გიყვართ, ესეც მოგეწონებათ. ნაღები - 0,5 ლ ( 33-35 %) მოხარშული შესქელებული რძე - 300 გრ რძე - 150 მლ კვერცხის გული - 2 ცალი ფქვილი -

ნაყინი

დღევანდელი რეცეპტი ისეთი ადვილია, რომ არც კი ვიცი, რეცეპტი უნდა ვუწოდო თუ არა. მაინც გადავწყვიტე დამეწერა, რადგან მიმაჩნია, რომ რეცეპტზე უფრო, ხშირად, იდეაა საინტერესო. უბრალოდ  ნაყინი - ძალიან ბანალურია. არა და მარტივად შეიძლება მზა, მაღაზიაში ნაყიდი, არაფრით გამორჩეული ნაყინი აქციოთ დესერტად, რომლის შესახებაც აუცილებლად გკითხავენ სად იყიდეთ, ან როგორ მოამზადეთ :) ერთ

ალუბლის მარმელადი

ალუბლით უამრავი გემრიელი დესერტის მომზადება შეიძლება. ეს მარმელადიც მათ შორისაა, თანაც დიდი დროს არ მოითხოვს, არც ქურასთან ტრიალს. საღამოს გააკეთეთ, დილით კი პირი ჩაიტკბარუნეთ ;) 250 გ უკურკო ალუბალი 80 გ შაქარი 20 გ ჟელატინი ალუბალი დააბლენდერეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი პიურე. ცოტა ცხელ წყალში (დაახლ. 1/2 ჭ) გაადნეთ ჟელატინი, გაწურეთ და ჩაასხით ალუბლის პიურეში.

Top