ტარხუნა Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ტარხუნა"

სახელდახელო პენე სტაფილოთი

როცა სახლში იშვიათად ჭამ, სრულიად შესაძლებელია მოხვიდე და აღმოაჩინო, რომ მაცივარი ცარიელი გაქვს. რაც დარჩენილია იქიდან კი ერთმანეთს თითქმის არაფერი ეწყობა. რამეს თუ გამოიძახებ, 1 საათია ლოდინი მაინც მოგიწევს. ისევ ჯობია რაიმე სახელდახელო მოიფიქრო. ზუსტად ასეთი სახელდახელოა ეს კერძიც. ცარიელ მაცივარში აღმოჩენილი ორიოდე სტაფილო წვრილად დავჭერი და ცოტა კარაქში შევბრაწე. პენე იქვე მოვხარშე (ალ

დუკანის ქათმის სალათი უმაიონეზოდ

დუკანის დიეტა რომ უგულავას დიეტაზე პოპულარულია და არა მხოლოდ საქართველოში, ალბათ მოგეხსენებათ. თუმცა ეს ქათმის სალათა არა მხოლოდ მოდიეტეებს გამოადგებათ. იცით, რომ ჩვენ მაიონეზი არ გვიყვარს. არა, როგორ არ გვიყვარს, ძალიანაც გემრიელია, მაგრამ მავნე. გამოსავალი სახლში დამზადებული მაიონეზის მოხმარებაა. ამ შემთხვევაში კი უფრო ჯანსაღ პროდუქტს ვიღებთ, მაგრამ კალორიების ზედოზირება მაინც გარდაუვალია. ჰოდა

ნესვისა და მსხლის ჯემი ტარხუნით – ფოკას დედათა მონასტრიდან

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ კულინArt-ში. როდესაც ჯავახეთიდან თბილისში დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მოვყვებოდი უფრო დეტალურად ფოკას დედათა მონასტერზე, საოცარ ქალბატონზე - დედა ელისაბედზე, უგემრიელეს ყველზე და იქვე მოდუღებულ ახალდაფქულ, სურნელოვან ყავაზე, ტარხუნიანი ნესვისა და დაფნიანი ლეღვის საოცარ ჯემებზე, „ბეიბი“ ლობიოზე, რომელიც მონასტრის ბოსტანში უნდათ, რომ მოაშენონ და უკვე გახარებულ მწვანე ყაბაყსა და

ტარხუნისა და სტაფილოს კექსი

რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ის ივნისის ნომერში (06/2015) https://soundcloud.com/monna-ekaterina/czjbdpqijr6h ცხოვრებაში უამრავი საინტერესო რამე ხდება და კულინარიით ჩემი გატაცებაც ერთ-ერთია იმ საინტერესო ამბავთაგან, რომელიც ცხოვრების გზაზე შემომეყარა და ალბათ მუდამ თან გამყვება. არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცხო ქვეყანაში გადაცხოვრება მომიხდა, ჯერ საკუთარ თავზე, უფრო სწორად - კუჭზე ზრუნვა დავიწყე, შემდეგ კი პატრიოტულმა

ხბოს ჩაქაფული – à la Pelion [+video]

სულ პატარა დეტალს შეუძლია შეცვალოს კერძი, ვიზუალი, გემო და სტანდარტი და რაც მთავარია ემოცია, რომელიც დაგემოვნებას მოყვება და მეხსიერებაში რჩება. დღევანდელ კერძს პელიონის შეფები წარმოგიდგენენ, ერთი კი არა, სამი ერთად. რად უნდა ერთ ჩაქაფულს სამი კაციო, იტყვის ვიღაც და პრინციპში, მართალიც იქნება. მაგრამ, მენდეთ, ეს ის შემთხვევა არ არის, ერთ სამზარეულოში რომ ორი

ტარხუნის ღვეზელი

ტარხუნის ღვეზელი ალბათ ყველას გიყვართ :) განსხვავებულია, გემრიელი,  არომატული, ტარხუნის შუშხუნა გემოთი...  ერთ კარგ რეცეპტს მეც გაგიზიარებთ :) შეგიძლიათ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომიც გამოიყენოთ და ღუმელში ან ტაფაზე ხაჭაპურივით გამოაცხოთ, მაგრამ მე სხვაგვარად ვცადე. ცომი გავაკეთე ასე: 300 გ ფქვილი 200 მლ რძე 1 ჩ.კ საფუარი 1 კვერცხი 60 გ ცივი კარაქი

Baked Potatoes with Cheese / გამომცხვარი კარტოფილი ყველით [Video]

Ingredients:/ შემადგენლობა: - 1 big potato / 1 დიდი კარტოფილი - 50 g. of soft cheese / 50 გ. ყველი (უმჯობესია სულგუნი) - salt / მარილი - red pepper / წითელი წიწაკა - oil / ზეთი - 2 tablespoons of sour cream / 2 ჩაის კოვზი არაჟანი - 1 clove of garlic /1 კბილი ნიორი - tarragon /

არომატული ზეთი და ძმარი სალათებისთვის

სხვადასხვა არომატით გაჯერებული ზეთი და ძმარი ძალიან ადვილად მზადდება და არაჩვეულებრივ სურნელსა და გემოს  სძენს სალათებს. მინის პატარა ჭურჭელში უამრავი სახეობა შეგვიძლია დავამზადოთ, იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებით გვსურს მათი გამოყენება.  ზეთისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ერთი, ისე რამდენიმე ინგრედიენტი: ნიორი, წიწაკა, პილპილის მარცვლები, როზმარინის ტოტი, ბაზილიკის ან შაშკვლავის ფოთლები, ხმელი

ჩაქაფული

ჩაქაფული ქართული სააღდგომო სუფრის ერთგვარი სიმბოლოა პასკასთან და წითელ კვერცხებთან ერთად. ეს   ძალიან არომატული, განსხვავებული და გემრიელი კერძია, მაგრამ ჩემი აზრით, მეტისმეტად ულამაზო :)  მისი  უამრავი რეცეპტი შეგიძლიათ მოიძიოთ, ყველა თავისებურად ამზადებს და მეც გადავწყვიტე მოგიყვეთ ჩემი ვერსია. რა მომწონს სწორედ ამ რეცეპტში? ის რომ არ არის ტყემლისაგან ზედმეტად

ხბოს ხორცის ჩაქაფული

ვინაიდან ჩვენს ბლოგზე საქართველოში ფართოდ გავრცელებული ტრადიციული კერძების სიმცირე შეინიშნება, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ინგლისური პოსტი ჩაქაფულის შესახებ ქართულ ენაზეც მეთარგმნა ;) ფოტოები ძველია და გადაღებულია ტელეფონით :)   რა დაგჭირდებათ:  ხბოს ხორცი - 1 კგ თეთრი ღვინო - 200 გრ ტარხუნა - 200 გრ მწვანე ხახვი - 2-3 კონა ქინძი - 200 გრ ტყემალი - 100 გრ მარილი/პილპილი გემოვნებით  მივყვეთ ფოტოებს  1. დაჭერით ხბოს ხორცი პატარა

ტარხუნის ლიმონათი მარწყვით

არომატული მცენარეებისა და ხილის ლიმონათები ზაფხულში შეუდარებელია. ვამზადებ ყველაფრით და ყველანაირს: პიტნით, რეჰანით, ტარხუნით, ხილის სხვადასხვა კომბინაციებით, კიტრით (დიახ, კიტრით :) ) და რა თქმა უნდა ლიმონით.  ზოგი მომწონს, ზოგი ნაკლებად   ... ტარხუნის მძაფრ არომატს მარწყვი არბილებს და დასალევად უფრო სასიამოვნოს და მსუბუქს ხდის. შაქარი თქვენი გემოვნებით დაამატეთ, თუმცა მე

ძმარი ტარხუნის არომატით

კულინარიული ჟურნალებიდან უამრავი საინტერესო რეცეპტი მაქვს ამოწერილი. მათ შორის  არომატული ძმრებისა და ზეთების. სიმართლე გითხრათ, ეს რეცეპტი კი არა, უფრო იდეაა.  ისინი ძირითადად სალათებისა და სოუსებისთვის გამოიყენება: ძმარი ტარხუნით, ნივრით, წიწაკით, ბაზილიკით, მარწყვით, ჟოლოთი და ვინ მოსთვლის კიდევ... ასევეა ზეთებიც. მდოგვზეც შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება. თუ სახლში დიდი რაოდენობით კარგი ძმარი გაქვთ,

Top