თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "ტარტი"

სატაცურის ღვეზელი

რამდენადაც მახსოვს, ქართული  ნედლი სატაცური ბაზრებში სწორედ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩნდება. ამიტომ გადავწვიტე ცოტა ხნის წინ მომზადებული სატაცურის ტარტის რეცეპტი შემოგთავაზოთ.  თუ ეს ბოსტნეული გიყვართ, ალბათ ტარტიც დაგაინტერესებთ. მსგავსი რეცეპტი ადრე ჩემს საყვარელ ფრანგულ კულინარიულ ჟურნალში ვნახე. განსაკუთრებული და ძნელი არაფერია -კლასიკური ფრანგული ტარტია ფხვიერი ცომით და ნაღებიანი სოუსით.   მაშ,

მარწყვისა და შოკოლადის ტარტი ცხობის გარეშე

ეს რეცეპტი ჩვენი არ არის, მაგრამ იმდენად კარგად და მარტივადაა ყველაფერი ახსნილი, გადავწყვიტე გაგიზიაროთ :)) მთელი ხიბლი იმაშია, რომ მის მოსამზადებლად არც განსაკუთრებული უნარები დაგჭირდებათ და არც ღუმელის ჩართვა. ყურადღებით უყურეთ და სცადეთ: // A decadent chocolaty dessert! #NoBake (via Home Cooking Adventure) Full video and recipe here: http://bit.ly/1K305sk Posted by Tastemade on Friday,

პამიდვრის ტარტი

როცა ამ ღვეზელის გამოცხობა დავაპირე, დიდი მოლოდინები არ მქონია. მოთუშული, დარბილებული  პამიდორი  მაინცდამაინც არ მიყვარს და უმად მირთმეული მირჩევნია. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ვცდებოდი!   ეს არის ძალიან, ძალიან გემრიელი ტარტი, რომელიც მე და ჩემმა წუნია შვილებმა წამებში გავაქრეთ :D  რეცეპტის პირველწყარო რომელიღაც უცხოენოვან ბლოგზე ვნახე.  რა თქმა უნდა გადმოვაკეთე,

უმარტივესი ტარტი ატმით

შეგინიშნავთ, სექტემბრში ჰაერი როგორ სხვანაირად ლივლივებს, მზის სხივები კი როგორი რბილია და მათრობელა?  გინდა კატასავით მიეფიცხო მზეს, არსად გეჩქარებოდეს, თვლემდე და ტკბებოდე.   დილა-საღამოს სიგრილეს ცხელი სურნელოვანი ჩაით ხვდებოდე, - თუ თქვენ არომატული მაგარი ყავა გირჩევნიათ? როგორც გენებოთ, ეს ატმის ტარტი ორივეს მოუხდება :) შემოდგომის ატამი განსაკუთრებულად გემრიელია. წვნიან რბილობში აქვს

შოკოლადის და მარწყვის ტარტი

მართალია მარწყვის აქტიური სეზონი აღარ არის, მაგრამ მისი შოვნა ჯერ კიდევ შეიძლება.  მაგრამ თუ მარწყვი არ გაქვთ, ჟოლო ან სხვა კენკრაც არ გახლავთ დასაწუნი! ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტარტის მომზადება მაინც ღირს :) 60  გ კარაქი 100 გ ფქვილი 1 ჩ.კ შაქარი მწიკვი მარილი 1 დიდი კვერცხის გული (ან 20  მლ ცივი წყალი) შაქარი, მარილი და

უგემრიელესი ტარტი ლიმონის კრემით და მარწყვით

ეს ტარტი ძალიან ადვილია და მართლაც ძალიან გემრიელი. წარმოიდგინეთ ხრაშუნა ცომის კალათში მოთავსებული არომატული ლიმონის კრემი და გემრიელი, სურნელოვანი, ტკბილი მარწყვი... მე საშუალო ზომის ინდივიდუალურ ფორმებში მოვამზადე, მაგრამ შეიძლება 1 დიდი ტარტი გააკეთოთ. 120 გ კარაქი 200 გ ფქვილი 1 პატარა კვერცხი 2 ს.კ შაქარი მწიკვი მარილი გამოდის 6 საშუალო ზომის ტარტი (ფორმა 11.5 სმ დიამეტრის) ლიმონის კრემი:

ლიმონის ტარტი

გასულ ზაფხულს ნათია მინაშვილმა არაჩვეულებრივი წიგნი მაჩუქა ''100 საუკეთესო დესერტი" .  მადისაღმძვრელი დესერტები საოცარი ფოტოებით - ყველაფრის მომზადება და დაგემოვნება რომ მოგინდება.  ლიმონის ტარტიც ერთ-ერთი მათგანია - არომატული და გემრიელი. დიდი მადლობა ნათიას კიდევ ერთხელ და არა მხოლოდ ამისთვის :) ფხვიერი ცომისთვის: 250 გ ფქვილი 125 გ კარაქი 1 კვერცხის გული 80 გ შაქარი 30 გ დაფქული ნუში ვანილი მარილი   ლიმონის

ვაშლის ტარტი ბეზეთი

ვაშლიანი დესერტები ცივ ამინდებში განსაკუთრებით გემრიელია. თბილ სახლში, ჭიქა ცხელ, არომატულ ჩაისთან, ან სურნელოვან ყავასთან,  შეიძლება საათობით ესაუბრო მეგობრებს  და ვერც კი გაიგო გარეთ მოსისინე ქარის ხმა...  ვაშლის ტარტი კი, ვანილისა და დარიჩინის გამაბრუებელი სურნელით, ასეთი შეხვედრების დაგვირგვინებად შეიძლება იქცეს. ცომი: 200 გ ფქვილი, 100 გ კარაქი 3 მსხვილი კვერცხის გული 50 გ შაქარი შესაძლოა 1

ტარტ-ტატენი (Tarte-tatin)

ყველასათვის ცნობილია ფრანგების სიყვარული ხილის ნამცხვრების მიმართ. წარმოუდგენელია საფრანგეთის საკონდიტროები Tarte tatin-ის გარეშე, ისევე, როგორც მაგალითად უნგრეთი ტორტ "Esterhayz"-ის გარეშე ან თუნდაც შვეიცარიის საბანკეტო მაგიდები სტაფილოს ნამცხვრის გარეშე. ზოგადად, ტარტ-ტატენის წარმოშობასთან დაკავშირებით ორი ვერსია მოიაზრება. პირველი ვერსიის თანახმად, ეს არაჩვეულებრივი ნამცხვარი პირველად გაჩნდა 1888 წელს საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქ loire

გარგრის ტარტი

ეს არის აბსოლუტურად ექსპრომტად გაკეთებული ტარტი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე საათს იცოცხლა :) სიმართლე გითხრათ,მისი მომზადებისკენ გარგრის ჯემის უკანასკნელმა ქილამ მიბიძგა. ცოცხალი ხილით ალბათ ორმაგად გემრიელი იქნება ... ცომი: 150 გ ფქვილი 50 გ ნიგოზი 50 გ შაქარი 100 გ კარაქი (მარგარინი) 1/2 კვერცხი შიგთავსი: 500 გ გარგრის კონფიტიური, ჯემი, მურაბა 2 ს.კ სახამებელი (სიმინდის, კარტოფილის) ლიმონის

Top