სუპი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სუპი"

კვახის სუპი ჯანჯაფილით

სულ მინდოდა ისეთი კვახის სუპი გამეკეთებინა, გერმანიაში რომ აკეთებენ. ქეთიმ რეცეპტი გამომიგზავნა და გამომივიდა. ვუალა! რა მარტივი ყოფილა. თან იაფი. მოკლედ, დაბლენდერებული სუპები და კრემსუპები ვოსაც გიყვართ, სცადეთ. მართლა ადვილია. ოღონდ კარგი ჭიქა-ბლენდერია საჭირო. დაგჭირდებათ: კვახი, ანუ გოგრა - 1 კგ სტაფილო - 3 ც ხახვი - 1 საშუალო ნიორი - 2 კბილი ზეთი - 2 კოვზი ჯანჯაფილის

Strada: ლანჩ-მენიუ 10 და 14 ლარად

სტრადა - ჩვენს მიერ ბოლოს დროს ამოჩემებულ ადგილთაგან ერთერთი. უჩვენოდაც გეცოდინებათ. სტრადა სულ 2 წელია რაც გაიხსნა და უკვე 2 წელია თბილისის ტოპ-რესტორნების რიცხვშია. თავიდანვე თამამი კონცეფციით დაიწყეს, ყველაფერი ხარისხიანი ანუ არცთუ იაფი, ხოლო ადგილმდებარეობა - ქალაქის ცოცხალი და ცენტრალური ნაწილიდან შორს, ქავთარაძის და ვაჟას ბოლოში. აბა ვინ მივიდოდა იქ? მაგრამ კი

სოკოს კრემ-სუპი

კრემ-სუპები შესანიშნავი გამოგონებაა! გარდა იმისა რომ მარტივია, სწრაფად მზადდება და გემრიელია. ჩემი ორი ფავორიტია სოკოს და ისპანახის კრემ-სუპი.  თუ გაქვთ თავისუფალი 30 წუთი, ამ შესანიშნავი სუპის მომზადება ნამდვილად ღირს. ერთი ფინჯანი სუპი მშვენივრად ანაყრებს და ამავდროულად მსუბუქია, რაც ზაფხულში მნიშვნელოვანია. 250 გ სოკო 150 მლ ნაღები 10-20% 2-3 კარტოფილი 1 პატარა სტაფილო 1.200-1.400 წყალი კამა მარილი, პილპილი 1

ღორის ხორცისა და გოგრის წვნიანი

ეს ისეთი კერძია, ზამთრის ცივ დღეებს რომ გითბობს, განაყრებს, გაბედნიერებს. გავიწყდება ის წესი, მაგიდიდან ცოტა მშიერი რომ უნდა ადგე. მიირთმევ, სავარძელში მოკალათდები ან  ფეისბუქს "ჩასქროლავ" ან  ჟურნალს გადაფურცლავ, ერთი სიტყვით მოდუნდები... რადგან კალიფორნიაში ზამთარი, როგორსაც აქამდე ვიცნობდი, არ არსებობს, ასეთი კერძის მოსამზადებლად წვიმიან ამინდებს ვირჩევ ხოლმე. სხვათა შორის, არც წვიმიანი დღეებით

ბარდის სუპი პიტნით

რამდენი ხანია რაიმე გემრიელი წვნიანის რეცეპტი აღარ დამიდია აქ :)  ეს რეცეპტი ერთი კულინარიული წიგნის მიხედვით მოვამზადე, რომელიც მცირე რაოდენობის ინგრედიენტებისგან მარტივი კერძების მომზადებას ეძღვნება. მოკლედ, მათთვისაა, ვისაც ქურასთან დიდხანს დგომა და ბევრი ბოსტნეულის ჭრა არ ხიბლავს :) აქვე დავამატებ, რომ ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემმა წუნიამ დამატებაც კი მოითხოვა

ალუბლის ჭრიანტელი, ბარბარე ჯორჯაძის მიხედვით

ჯერ სახელმა მიმიზიდა. აქამდე არასდროს გამესინჯა და არ ვიცოდი რა იყო, მხოლოდ დაახლოებით შემეძლო წარმომედგინა.  საერთოდ, ალუბალი მიყვარს: დესერტებში თავისთავად, მაგრამ ასევე უგემრიელესია ხორცეულთან, საწებელი, სასმელები და კოქტეილები. ერთადერთი რითაც მაინცდამაინც არ აღვფრთოვანდი, ესაა ალუბლის კლაფუტი. ერთხელ გავსინჯე და მორჩა. აქ ალუბალი არაა დამნაშავე, სხვა ხილის კლაფუტიც არ შედის ჩემს

ისპანახის წვნიანი

ისპანახი ძალიან სასარგებლოა და მისგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. ამჯერად წვნიანი მოვამზადე: ადვილია, გემრიელია და ოჯახის ყველა წევრს შეუძლია მიირთვას. ჩემს პატარას ძალიან მოეწონა და თავისი წილიდან არაფერი დაუტოვებია;) 500 გ ქორფა ისპანახი 300 გ (დაახლოებით 3 საშუალო ზომის) კარტოფილი 1 თავი ხახვი 1-2 კბილი ნიორი 800 მლ წყალი ან ბულიონი 150 მლ ნაღები (10-20%) მარილი,

სტაფილოს და ბროკოლის სუპი

ეს სუპი იმ ინგრედიენტებით შეგიძლიათ გააკეთოთ, რაც სახლში მოგეპოვებათ. თუმცა ბროკოლი, მე პირადად, არც ისე ხშირად მაქვს ხოლმე მაცივარში. ამჯერადაც, სპეციალურად სუპისთვის ვიყიდე, თუმცა, სანამ ბროკოლის სუპის ტრადიციულ რეცეპტს ჩავუჯდებოდი და ინგრედიენტებით შევავსებდი, მაცივარი გამოვაღე და რაც ხელში მომხვდა, გამოვალაგე:> ბროკოლი - 1 ცალი, საშუალო ზომის> სტაფილო - 4 ცალი,

ქათმის კრემ-სუპი ბოსტნეულით და პიტნით

სუპისთვის დაგვჭირდება:✔ 1 ქათმის ფილე ✔ 150-200 გრ სოკო ✔ 2 კარტოფილი ✔ 1 სტაფილო ✔ 1 მოზრდილი პამიდორი ✔ 1 ხახვი ✔ 600-750 მლ ბულიონი ან წყალი ✔ 3-4 პიტნის ტოტი ✔ ოხრახუშის რამდენიმე ღერი ✔ 100 გრ მდნარი ყველი (ან არაჟანი) ✔ პაპრიკა, შავი პილპილი, მარილი, დაფნის ფოთოლი ქათმის ფილე და სოკო მოშუშეთ ხახვთან ერთად. დაამატეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო და ბულიონი, წამოდუღებიდან დაახლოებით 20 წუთში კი - კანგაცლილი დაჭრილი პამიდორი და

ბარდა-ბროკოლის სუპი

ამ სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:✔ 400-500გ ზღვის კოქტეილი ✔ 400 გ ბროკოლი ✔ 1 დიდი კარტოფილი ✔ 100-150 გ ბარდა დაკონსერვებული (ცოცხალიც შეიძლება, რა თქმა უნდა) ✔ 1 ხახვი ✔ 100 მლ ნაღები დაბალ %-იანი ✔ მარილი, პილპილი, 1 კონა ოხრახუში და რამდენიმე მწვანე ხახვი ✔ 750 მლ წყალი გაყინული ზღვის პროდუქტი გაალღვეთ და ზედმეტი წყლისგან დაწურეთ, სქელძირიან ქვაბში

აკროშკა

აკროშკა რუსული ცივი სუპია, შედგება წვრილად დაჭრილი ბოსტნეულისა და კეფირიანი ან არაჟნიანი სითხისგან. ტრადიციული აკროშკის ძირითადი ინგრედიენტად ბურახი ითვლება, თუმცა, დღეს მას ამზადებენ კეფირით, არაჟნით, ნატურალური იოგურტით და ლუდითაც კი. მისი მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს, მეტ-ნაკლები სხვაობებით. მეც შემოგთავაზებთ ჩემს ვარიანტს, სადაც ძირითადი ინგრედიენტები (კარტოფილი, კვერცხი, კიტრი) შენარჩუნებულია. ✔ 200 გრ არაჟანი/მაწონი ან

სუპი კრევეტით და სიმინდით

ეს არის უმარტივესი, მაგრამ ამავდროულად ძალიან გემრიელი სუპი კრევეტებით, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ, როცა კრევეტებს "ჩავიგდებ" ხელში. მოგეხსენებათ საქართველოში ეს ცოტა ძვირი და იშვიათი სიამოვნებაა. რეცეპტი ერთ ფრანგულ ბლოგზე ვნახე და მცირე ცვლილება შევიტანე, ქართული რეალობისთვის რომ მომერგო: მასალა: 500 გ კარტოფილი 300 გ ნედლი ან გაყინული სიმინდი (შეგიძლიათ კონსერვირებულით ჩაანაცვლოთ) 2-3 ნაჭერი ბეკონი 400-500 გ (გაყინული)

Top