თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სუნელები"

ქათმის ნიგვზიანი ხარჩო

ეს კერძი ალბათ ყველა ოჯახში მზადდება. ყველას თავისი საყვარელი რეცეპტიც ექნება, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამეწერა ჩემებურიც. ასეთი ხარჩო ძალიან მიყვარს,თუმცა ვაღიარებ, ხშირად არ ვამზადებ. ბრინჯს არ ვამატებ, არ მომწონს. 1.5 კგ ქათამი 120 გ ნიგოზი 1 დიდი ხახვი 2-3 კბ. ნიორი 1 ჩ.კ. წიწაკა (ან გემოვნებით) 1 ჩ.კ უცხო სუნელი ½ ჩ.კ ყვითელი ყვავილი 1 ს.კ ფქვილი 1 ს.კ

ნიგვზიანი ოსპი

მიუხედავად იმისა რომ ოსპი ჩემი ფავორიტი პროდუქტების სიაში  პირველ ადგილზე არ დგას, მაინც ხშირად ვამზდებ, რადგან ვიცი,ძალიან სასარგებლოა.  ძველად ოსპს "ღარიბების ხორცს" ეძახდნენ.  მით უფრო სასარგებლოა მათთვის ვინც ხორცს არ მიირთმევს. ნიგოზი, მოგეხსენებათ, ყველაფერს აგემრიელებს. მისი წყალობით ეს კერძიც მშვენიერ სადილად   იქცა.   300 გ ყავისფერი ოსპი (blonde) 2 სტაფილო 1 თავი ხახვი 1 -2

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი

ძალიან ძალიან მარტივია და ინტერპრეტაციის უამრავ საშუალებას იძლევა. ყოველი მომზადებისას შეგიძლიათ  სუნელები თქვენი გემოვნებით ცვალოთ, რაღაც დაამატოთ, რაღაც გამოაკლოთ... 1 კგ კარტოფილი ზეითუნის ზეთი წითელი წიწაკა ნედლი როზმარინის 2-3 ტოტი ორეგანო მარილი პილპილი   შევარჩიოთ თანაბარი ზომის მომცრო კარტოფილები და მოვხარშოთ კანიანად. შემდეგ გავფცვნათ და ჩავალაგოთ ცხიმ წასმულ ტაფაში. მსუბუქად დავაწვეთ თითოეულს კარტოფილის საჭყლეტით, შემდეგ კი მოვასხათ ზეითუნის ზეთი

ჯანჯაფილის თაფლაკვერები

წლების წინ, რუსთავი 2-ზე ''საიდუმლო მასალები'' გადიოდა. ალბათ გახსოვთ ეს სერიალი, აგენტი მალდერი და აგენტი სქალი, უხცოპლანეტელები, აუხსნელი მოვლენები და ასე შემდეგ :D  მაშინ მოზარდი ვიყავი,  აქტიურად ვადევნებდი თვალს და ძალიან მომწონდა.  სწორედ იქიდან დამამახსოვრდა ''ზარდანჩოს თაფლაკვერის კაცები'', რომელიც ერთ-ერთ სერიაში მთავარი მტკიცებულება თუ დატოვებული კვალი იყო.  საოცრად მომწონდა ეს

ქათამი სადღესასწაულოდ

ხომ იცით ახალ წელს როგორც ხდება, თითქმის ყველგან ერთი და იგივე კერძებია, ბევრი ნიგოზი, ბევრი ცხარე და მჟავე. ტკბილი ხომ მით უფრო :) მოკლედ, საკმაოდ მძიმე დღეები ელოგება ჩვენს ორგანიზმს...   მაგრამ მაინც ხომ უნდა გააკეთო რაღაც. სიმართლე რომ გითხრათ, საცივი მაინცდამაინც არ მხიბლავს, ამიტომ თითქმის არასდროს ვაკეთებ.  აი ასეთი, დაბრაწული,

ბებიას მარილი (a.k.a. სვანური მარილი)

სვანური მარილი, რომელსაც ქვემო სვანეთში ბებიას მარილსაც ეძახიან, სვანეთის სიამაყეა, მართლა :) უხდება ყველაფერს, კიტრი-პომიდვრის სალათით დაწყებული, შემწვარი გოჭით დამთავრებული. ზოგადად იდეალურია ხორცთან, უბრალოდ მოხარშულ ხორცს შეგიძლიათ ცოტა სვანური მარილი გადაუსვათ და ჩათვალეთ, რომ უკვე გენიალურად შეკმაზულ კერძს მიირთმევთ. თუმცა, ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ კარგი სვანური მარილი გქონდეთ და არა ის ყვითელი

Top