თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სულგუნი"

უგემრიელესი ფარშირებული სოკო

რამდენიმე დღის წინ  სუპერ მარტივი და გემრიელი კერძი მოვამზადე სოკოთი - ეს გახლავთ ფარშირებული სოკო. და რადგან გემრიელი რეცეპტების მხოლოდ ჩემთვის შენახვა არაფრით არ შემიძლია, თქვენთვის  მისი გაზიარებაც გადავწვიტე. მის მოსამზადებლად მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ, მაგრამ ისეთი გემრიელია, თითებს ჩაატანთ! მოდით, პირდაპირ რეცეპტზე გადავალ. დაგჭირდებათ: 10 მოზრდილი ქამა სოკო (სასურველია ახალმოკრეფილი, სანამ გაშავდება და ლაქები გაუჩნდება) 1

სულგუნის როლები ბოსტნეულით [+Video]

დღეს, ძალიან გემრიელ და ლამაზ, თანაც, მარტივ კერძს წარმოგიდგენთ - სულგუნის როლები გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან <3 ვიდეო-რეცეპტის ავტორია, ჩვენი პარტნიორი - FocusTV. სულგუნის როლები შეგვიძლია მსუბუქ სტარტერად მივართვათ სტუმარს, გაკეთებაც ძალიან მარტივია და ვიზუალურადაც - ეფექტური. ინგრედიენტებს წვრილ, გრძელ ნაჭრებად დავჭრით და გადავახვევთ სულგუნის ფირფიტებში. თეფშზე ლამაზად დავაწყობთ და მივართმევთ სტუმარს.. ან მივირთმევთ :)) ამ ყველაფრისთვის კი

პასტა ფუზილის გრილი სალათი

ეს სალათი პირველად ჩემმა მეგობარმა მომიმზადა და გამაცნო როგორც გერმანული სალათი.  სალათის მეგობრისეულ ვერსიას ასევე ჰქონდა წვრილად დაჭრილი ძეხვი და მაიონეზი.  მე ამ ორი ინგრედიენტის გამოკლებით მოვამზადე, თუმცა თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ძეხვი ან ქათმის ხორცი, ასევე მაიონეზი ან შეკმაზული არაჟანი. სალათის მომზადება ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ერთი შეკვრა (500 გრამი)

ისპანახის უგემრიელესი ღვეზელი

ესაა უმარტივესი ღვეზელი, რაც კი შეიძლება ისპანახისგან მომზადდეს და ამავდროულად ძალიან, ძალიან გემრიელია.  საერთოდ, თუ დაკვირვებიხართ, მარტივი კერძები ყოველთვის ძალიან გემრიელი გამოდის :)  იყიდეთ მზა ფენოვანი ცომი და 1 საათში ეს გემრიელი ღვეზელი თქვენს თეფშზე იდება. ერთადერთი სირთულე ამ რეცეპტში ისპანახის კარგად გარეცხვა და გარჩევაა. ისე, გაგიმხელთ, რომ როცა ვაკეთებდი, არ

ქათმის ხორცის პიცა

პიცაზე ერთხელ უკვე ძალიან ბევრი ვიქაქანე აი ამ პოსტში და ხელახლა აღარ გავიმეორებ, რადგან რაიმე ახალი ცოდნა პიცის შესახებ არ შემიძენია :) ცომი იგივეა, მომზადების წესიც ასევე.  შევცვალე მხოლოდ გულსართი.  საერთოდ ზემოდან რასაც გინდათ იმას დაადებთ, მთავარია პამიდვრის სოუსი წაუსვით და  ყველიც არ დაინანოთ. მაშ ასე, ცომის რეცეპტს ზემოთ მითითებულ ბმულზე ნახავთ, ზემოდან

კრეპები (ბლინები) სულგუნით და ხაჭოთი

მე ტკბილი ბლინები მაინცდამაინც არ მიყვარს, არც ტრადიციულ, ზეთიან ტაფაში შემწვარ ხორცის ან ხაჭოს გადახვეულ ბლინებზე ვგიჟდები. ამიტომ, რუსული ბლინისა თუ ფრანგული კრეპის (crepes) ჩემეული ვერსია მინდა შემოგთავაზოთ - ქართული სულგუნით. საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია, ბევრი დრო არ სჭირდება და ნოყიერიცაა, თუმცა მთავარი, რაც დაგჭირდებათ არის დიდი, სწორზედაპირიანი ტაფა, რომელიც არ იწვავს.

შემწვარი კარტოფილი სულგუნით

მასალა: კარტოფილი – 500 გრ სულგუნი – 150–200 გრ სანელებლები (სვანური მარილი, წითელი აჯიკა, ბაზილიკი) 50 გრ წესით უნდა გამეკეთებინა შემწვარი კარტოფილი პარმეზანით, მაგრამ არც პარმეზანი მქონდა და არც მოცარელა, ასე რომ ჩავანაცვლე გემრიელი სულგუნით. მაშ ასე, ვჭრით კარტოფილს პატარა კუბიკებად, ვამზადებთ სანელებლების ბუკეტს, ჩემ შემთხვევაში სვანური მარილი, მეგრული, წითელი აჯიკა (მწვანე ჯერ ვერ მაღირსა

Top