თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სპაგეტი"

Strada: ლანჩ-მენიუ 10 და 14 ლარად

სტრადა - ჩვენს მიერ ბოლოს დროს ამოჩემებულ ადგილთაგან ერთერთი. უჩვენოდაც გეცოდინებათ. სტრადა სულ 2 წელია რაც გაიხსნა და უკვე 2 წელია თბილისის ტოპ-რესტორნების რიცხვშია. თავიდანვე თამამი კონცეფციით დაიწყეს, ყველაფერი ხარისხიანი ანუ არცთუ იაფი, ხოლო ადგილმდებარეობა - ქალაქის ცოცხალი და ცენტრალური ნაწილიდან შორს, ქავთარაძის და ვაჟას ბოლოში. აბა ვინ მივიდოდა იქ? მაგრამ კი

როგორ მოვიყვანოთ სპაგეტი ხეზე

ეს ამბავი 1957 წელს ბევრმა დაიჯერა და მსოფლიოში, სატელევიზიო და საპირველაპრილო ტყუილების სათავეშიც დამსახურებულად დგას. 1957 წელს BBC-მ, გადაცემა "პანორამა"-ში აჩვენეს შვეიცარიელი ფერმერები, რომლებიც ხიდან ნორჩი სპაგეტის ჩხირებს კრეფდნენ, აშრობდნენ და ამზადებდნენ. https://www.youtube.com/watch?v=tVo_wkxH9dU ტყუილი არა მხოლოდ უამრავმა ადამიანმა დაიჯერა და ინტერესით დარეკა რედაქციაში, სად უნდა ეშოვათ სპაგეტის ხის ნერგი, არამედ თავად ბიბისის დირექტორმაც კი

სპაგეტი მიდიებით და პამიდვრით

ზოგჯერ გული მწყდება, სადმე ოკეანის პირას რომ არ ვცხოვრობ, სადაც ყოველ სისხამ დილით მეთევზეებს ახალდაჭერილი თევზი და ზღვის პროდუქტი გამოაქვთ წყლიდან. ეს ჩემი საყვარელი საკვებია, მაგრამ ქართულ რეალობაში ძნელია თავი ხშირად გაინებივრო: არც არჩევანია დიდი და არც ფასია პატარა :)  თუ თქვენც გიყვართ ზღვის პატარა, უშნო არსებები და  მაცივარშიც მოგეპოვებათ

სპაგეტი კრევეტებით

ეს უგემრიელესი კერძი იტალიელი შეფ-მზარეულის ჯინო დ’აკამპოს წიგნიდანაა. წიგნს ჰქვია ‘’fantastico!” და მასში შესული რეცეპტები ზუსტად ამართლებს ამ სახელს!  ჯინო წერს, რომ ეს კერძი მისი საუკეთესო რეცეპტების სიიდანაა და 2003 წელს სარდინიაზე დასვენებისას მოუმზადა საკუთარ ოჯახს.   5 ს.კ ზეითუნის ზეთი 2 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი 50 გ კედარის კაკალი 1 ნაკლებად ცხარე  წითელი ჩილი

სპაგეტი ორაგულით

სამეფო ორაგული - სწორედ ასე ჰქვია ორაგულის ამ სახეობას და ჩემი აზრით, ეს სახელი ზედგამოჭრილია! სამეფოა, აბა რაა, სულ 15 წუთში, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის და ახალდაფქული პილპილის  დამატებით ღვთაებრივად გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება მისგან. როცა ცოტა დრო მაქვს, ან უბრალოდ მეზარება რაიმე განსხვავებულის გაკეთება, სწორედ ასე ვიქცევი: დაჭრილ-ორაგულს, აი

ფრიტატა სპაგეტით

  ყველას მოგესალმებით :)  ხომ არ დაგავიწყდით?  ბლოგზე პატარა პაუზა ავიღეთ, ვფიქრობდით,  იმ საერთო წინასაარჩევნო  ''სიგიჟის''  ფონზე, ჩვენი რეცეპტები ვის დაჰკარგვია?  მაგრამ არჩევნების შემდეგაც, პოლიტიკამ ისე მოიცვა ყველა სფერო, აუტანელიც კი გახდა ცხოვრება :(  მიხარია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად და მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩაიარა.  ბოლოს და ბოლოს, როგორი  პილიტ.შეხედულებებიც არ უნდა გქონდეთ, გემრიელად

მწვანილის სოუსი სპაგეტისთვის

ყველაზე მარტივი სოუსი, რაც კი შეიძლება სპაგეტის მოუმზადოთ, ჩემი აზრით, არის პესტო.  ესაა ცნობილი იტალიური სოუსი, რომლის საბაზო ინგრედიენტებია ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა ბაზილიკი, ყველი პარმეზანი, კედარის კაკალი.  მე მხოლოდ საქართველოში ნაყიდი პესტო გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მზიან იტალიაში, ახალმომზადებულს რომ მოასხამენ ასევე იქვე მოზელილი ცომისგან მოხარშულ სპაგეტის, სულ

პასტა ბოსტნეულით და არაჟნით

ერთხელ იტალიურ სამზარეულოზე გადაცემას ვუყურებდი, სადაც თქვეს, რომ მაკარონის ნაწარმი სასურველია ბოსტნეულთან ერთად მივირთვათ. ეს ხელს უწყობს მის უფრო ადვილად გადამუშავება-შეთვისებას ორგანიზმის მიერ. ამიტომ თუ ისეთი რეცეპტია, რომელშიც ბოსტნეული არ გამოიყენება, მარტივ სალათს მაინც ვუმზადებ ხოლმე გარნირად. დღევანდელ რეცეპტში პასტა ბროკოლით და სოკოთია. ორივე ძალიან მიყვარს და ხშირად ვამზადებ. ორი ულუფისთვის

სპაგეტი ბადრიჯნის სოუსით

კიდევ ერთი გემრიელი ვარიაცია სპაგეტის თემაზე :) 2 ულუფა სპაგეტი 2 საშუალო ზომის ბადრიჯანი 1-2 მწიფე პამიდორი 1 ხახვი 1 კბილი ნიორი შავი პილპილი მარილი ბაზილიკი (შაშკვლავი) სასურველია ნედლი, ზაფხულში მაინც :) სპაგეტი მოხარშეთ მარილიან წყალში. პარალელურად, გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით ბადრიჯანი. შეწვით საშუალო ცეცხლზე . გარედან რომ დაიბრაწება, დაუწიეთ ცეცხლს, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, დაახურეთ თავზე ტაფას და რამდენიმე წუთით

ბოზური სპაგეტი – Spaghetti alla puttanesca

ვეტრფი იტალიურ სამზარეულოს, ამიტომ ხშირად ვიქექები რეცეპტებში და ჩემთვის საინტერესოს ვეძებ, ხოდა აი, ჩემმა დღევანდელმა ფოსტამ მამცნო, რომ yellowsaffron-მა ახალი ვიდეო ატვირთა იუთუბზე, მეც დავწკაპე სასურველ ლინკს: Spaghetti alla puttanesca - სპაგეტი პუტანესკა თქვენც ის იფიქრეთ რაც მე? კი ეგ არის, მაგრამ მთლად ის არ არის რასაც ფიქრობთ :D მაშ ასე ბოზის

Top