თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სოუსი"

STRADA: ქათმის ნაგეტსი ბარბექიუს სოუსით

ჩვენი გუნდი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა რესტორნებს და შემდეგ რჩევებს მკითხველსაც ვუზიარებთ, თუ #სადრავჭამოთ. ამჯერად, არა ამჯერად კი არა, აი უკვე მერამდენედ ვართ სტრადაში (მარჯანიშვილზე) და უკვე არაერთხელ ნაქები და ამოჩემებული სტეიკს თუ მსხლისა და ლურჯი ყველის უგემრიელესი სალათის, ქლაბ სენდვიჩის, კორეული კერძების, იტალიური პასტას და ხრაშუნა ბელგიური ვაფლის ნაცვლად ერთი შეხედვით

წარმოუდგენლად მარტივი და გემრიელი ისპანახის სალათა

საქართველოში რატომღაც  ისპანახს მხოლოდ ფხალის, ზოგჯერ კი სუპის სახით აღიარებენ და მიირთმევენ. მისი სალათებში გამოყენების იდეა ბევრს არ ხიბლავს. თითქოს და რა უნდა იყოს ისპანახის სალათა? მაგრამ არის! მერწმუნეთ ღირს გასინჯოთ. მთავარია ქორფა, ახალი, საღი ისპანახის ფოთლები იშოვოთ, ღეროც რომ არ გამაგრებია, ისეთი. სალათებში სწორედ ასეთი ისპანახი გამოიყენება და ძალიან

ქათამი თხილის სოუსში [+ვიდეო]

დღეს ჩვენი სტუმარია დათო, იგივე Voi Chief და გვასწავლის როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივი ქათმის ფილე არაჩვეულებრივ კერძად. ამისთვის დაგვჭირდება: ქათმის ფილე - 1 ცალი ქართული თხილი - გემოვნებით, ხოლო თუ გემოვნებას ვერ ენდობით, მაშინ ასე 15 კაკალი. არაჟანი - 2-3 კოვზი წყალი - 1/3 ჭიქა ევროული ყველი (გაუდა, ედამერი ან სხვა) - 20-30 გრამი პიტნა - გემოვნებით ლიმონი -

პესტო – იტალიელების საყვარელი სოუსი

სანამ პესტო საკუთარი ხელით არ გავაკეთე, ვფიქრობდი, რომ არ მიყვარდა!  მაღაზიაში ნაყიდი არც ახლა მიყვარს, ნამდვილი, ტრადიციული, სახლში მომზადებული კი უბრალოდ სულ სხვაა!  ერთხელ ერთი იტალიელი მზარეულის გადაცემაში ვნახე, როგორ ამზადებდნენ ამ არაჩვეულებრივ საწებელს და მას შემდეგ, სულ მინდოდა, თავადაც მეცადა. მზარეული რობერტო, ან იქნებ ჯუზეპეც ერქვა, აღარ მახსოვს,  დილაადრიან

უმარტივესი შოკოლადის სოუსი

ეს უმარტივესი რეცეპტი შოკოლადისადმი მიძღვნილი ფრანგულენოვანი წიგნიდანაა. მზადდება 5 წუთში,შეგვიძლია ნებისმიერ დესერტთან გამოვიყენოთ,განსაკუთრებით ნაყინს უხდება. 175 გ შესქელებული რძე 100 გ შავი შოკოლადი სასურველია უშაქრო შესქელებული რძის გამოყენება (სუპერმარკეტებში იყიდება) თუმცა შაქრიანითაც შეგვიძლია მოვამზადოთ, უბრალოდ, ძალიან ტკბილი იქნება. შექელებულ რძეში ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი და შევათბოთ, ორიოდე წუთი დავტოვოთ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ.  შოკოლადი რომ

შემწვარი სოსისი კვერცხით – ბიჭების საყვარელი ფასთ-ფუდი

ბიჭების უმრავლესობას, მითუმეტეს კავკასიელებს, ძალიან ეზარებათ სამზარეულოში ტრიალი და თუ მაინც მოუწევთ, ცდილობენ რამე სწრაფი, იაფი და გემრიელი მოამზადონ. ხშირ შემთხვევაში ეს "რამე" ყველიანი მაკარონი ან კვერცხთან ერთად შემწვარი სოსისია. სწორედ ასე აღმოვაჩინე, რომ ისეთ მარტივ "კერძსაც" კი (თუ შეიძლება კერძი ვუწოდოთ), როგორიც კვერცხთან ერთად შემწვარი სოსისია, მომზადების თავისი ტექნიკა აქვს. პირველ

მარილიანი კარამელის სოუსი

კარამელი ჩემი სისუსტეა! ყოველთვის, როცა ჩემს წინ რამდენიმე დესერტია, ნაყინი, ნამცხვარი -მნიშვნელობა არა აქვს, ვირჩევ კარამელიანს :) აბა როგორ მოვითმენდი, სახლშიც რომ არ გამეკეთებინა. პერიოდულად მარაგს ვივსებ ხოლმე. თუ ფიქრობთ, რომ დროს ტყუილად ვკარგავ კარამელის კეთებაში, მაშინ როცა სუპერმარკეტები და საკონდიტრო ინგრედიენტების მაღაზიები სავსეა ამ სოუსით, ნამდვილად ცდებით!  ასეთს ნამდვილად

მწვანილის სოუსი სპაგეტისთვის

ყველაზე მარტივი სოუსი, რაც კი შეიძლება სპაგეტის მოუმზადოთ, ჩემი აზრით, არის პესტო.  ესაა ცნობილი იტალიური სოუსი, რომლის საბაზო ინგრედიენტებია ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა ბაზილიკი, ყველი პარმეზანი, კედარის კაკალი.  მე მხოლოდ საქართველოში ნაყიდი პესტო გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მზიან იტალიაში, ახალმომზადებულს რომ მოასხამენ ასევე იქვე მოზელილი ცომისგან მოხარშულ სპაგეტის, სულ

ქათმის ფრთები ავსტრიული სოუსით

1) ქათმის ფრთები ქათმის ფრთები გავრეცხოთ, პატარა ჯამში ავურიოთ როზმარინი, ზეთისხილის ზეთი, ლიმონის წვენი, წითელი წიწაკა და მარილი. აღნიშნული მიქსით დავამუშაოთ ქათმის ფრთები და ფოლგა გაფენილ ყალიბზე დავალაგოთ, შევდგათ ღუმელში და შევწვათ, დაახლოებით 150–200-0C ტემპერატურაზე. შემწვარი ფრთები გადმოვალაგოთ თეფშზე. 2) გარნირი – სალათი ამ სალათის მომზადება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, უმარტივესია. მოვამზადოთ სასალათე ჭურჭელი.

შემწვარი კარტოფილი სოუსით

რეცეპტი მოგვაწოდა მარი ციმაკურიძემ დაგვჭირდება: კარტოფილი _ 10 ცალი პომიდვრის სოუსი (სქელი კონსისტენციის, ან ტომატ-პასტა) _ 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი (სურვილისამებრ, სამარხვო) _ 2-3 სუფრის კოვზი წითელი აჯიკა ან სვანური მარილი, ზეთი, ხახვი, მწვანილი - გემოვნებით მომზადება შევწვათ კარტოფილი (ეცადეთ, რომ არ ჩაგეშალოთ და რაც მთავარია, ეცადეთ, კარგად დაბრაწოთ, სწორედ ამაშია ამ კერძის საიდუმლო). როცა უკვე მორბილდება,

სოუსი თაფლითა და მდოგვით

სოუსი Honey Mustard ძალიან მარტივი გასაკეთებელია და უგემრიელესია ყველაფერთან, რასაც კი ზოგადად მდოგვი უხდება, თუმცა ბუნებრივია, უფრო ტკბილია და ნაკლებად ცხარე :) ინგრედიენტები: > 2 წილი მაიონეზი > 1 წილი მდოგვი > 1 წილი თაფლი > 1/2 წილი ლიმონის წვენი ან ძმარი > ცოტა მარილი მომზადება (3-4 წთ) ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს კარგად ვურევთ ერთმანეთში, სანამ სრულად ერთგვაროვან მასას

ბოსტნეული მოტკბო–მომჟავო სოუსში (ჩინურად)

ინგრედიენტები:· 2–3 მოზრდილი სტაფილო· 4 ბულგარული (სასურველია ფერადი)· 200 გრ. სოკო· 2 კონა პრასი· მზესუმზირის ან სიმინდის ზეთისოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:· 0,5 ჭიქა წყალი· 0,5 ჭიქა თეთრი ძმარი ან ბალზამიკო· 4 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი· 4 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი· 4 სუფრის კოვზი შაქარი· 3 სუფრის კოვზი კეტჩუპიროგორ მოვამზადოთ კერძი:სტაფილო დავჭრათ

Top