სოკო Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სოკო"

ლამაზი და გემრიელი ბლინები სოკოთი

ეს არის ბლინები სოკოს უგემრიელესი შიგთავსით. თან ლამაზია, თან უფრო ჯანსაღი, ვიდრე გადახვეული და შემდეგ ტაფაზე ზეთში ყველა მხრიდან შემწვარი. მასალა ხის სოკო -500 გრ სულგუნი - 300 გრ ხახვი - 1 საშუალო ზომის დაფქული შავი პილპილი, მარილი მომზადება ბლინების ცომის რეცეპტი ნახეთ აქ. შიგთავსი კი მოამზადეთ ასე: კარგად გარეცხილ და დაწრეტილ სოკოს მოვბრაწავთ ზეთში ხახვთან ერთად. სოკო რომ მზად იქნება,

ცეზარი ქათმით, სოკოთი, ბეკონით და ოთხნაირი სალათით [VIDEO]

ჩვენი ბლოგის დღევანდელი სტუმარი ისევ უნიჭიერესი ვოი, რესტორან "ოილ დროფის" პატრონი და შეფმზარეულია. რეცეპტი კი - საქართველოში ყველაზე პოპულარული სალათი - ცეზარი. ალბათ იცით, რომ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში კარგად ფეხმოკიდებული ცეზარი საკმაოდ განსხვავდება იმ ცეზარისგან, რომელიც ავტორმა თავდაპირველად მოიგონა. თუმცა, ჩვენ ხომ კულინარიაში შემოქმედების თავისუფლებას პირველ ადგილზე ვაყენებთ, ამიტომ

პასტა პენე სოკოთი, ნაღებით და პიტნით

მომზადების დრო: 15-20 წთ ხარჯი: 6-7 ლარი პორცია: 3 ულუფა დღეს მთლიანი მარცვლისაგან (whole grain) დამზადებული მაკარონის (პასტას) გამოყენება გადავწყვიტე. ასეთი პასტა უფრო მუქია და უფრო უხეშიც მოხარშვის შემდეგ, ვიდრე თეთრი, წკრიალა და პრიალა ვარიანტი. სამაგიეროდ უფრო ჯანსაღია და ნაკლებად კალორიული. მასალა: პასტა (მაკარონი) - 300 გრამი (ფორმა - პენე) ხახვი - 2 პატარა თავი ნიორი - 2

უგემრიელესი ფარშირებული სოკო

რამდენიმე დღის წინ  სუპერ მარტივი და გემრიელი კერძი მოვამზადე სოკოთი - ეს გახლავთ ფარშირებული სოკო. და რადგან გემრიელი რეცეპტების მხოლოდ ჩემთვის შენახვა არაფრით არ შემიძლია, თქვენთვის  მისი გაზიარებაც გადავწვიტე. მის მოსამზადებლად მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ, მაგრამ ისეთი გემრიელია, თითებს ჩაატანთ! მოდით, პირდაპირ რეცეპტზე გადავალ. დაგჭირდებათ: 10 მოზრდილი ქამა სოკო (სასურველია ახალმოკრეფილი, სანამ გაშავდება და ლაქები გაუჩნდება) 1

სოკოს კრემ-სუპი

კრემ-სუპები შესანიშნავი გამოგონებაა! გარდა იმისა რომ მარტივია, სწრაფად მზადდება და გემრიელია. ჩემი ორი ფავორიტია სოკოს და ისპანახის კრემ-სუპი.  თუ გაქვთ თავისუფალი 30 წუთი, ამ შესანიშნავი სუპის მომზადება ნამდვილად ღირს. ერთი ფინჯანი სუპი მშვენივრად ანაყრებს და ამავდროულად მსუბუქია, რაც ზაფხულში მნიშვნელოვანია. 250 გ სოკო 150 მლ ნაღები 10-20% 2-3 კარტოფილი 1 პატარა სტაფილო 1.200-1.400 წყალი კამა მარილი, პილპილი 1

სოკო კარამელიზებულ ხახვსა და ღვინოში

კიდევ ერთი მარტივი და გემრიელი რეცეპტი, რომელიც გურმანების გარდა, ვეგეტარიანელებსა და მემარხვეებსაც მოეწონებათ. მე თვითონ ვიდეორეცეპტის მიხედვით გავაკეთე, მაგრამ ფოტოაპარატი სახლში არ მქონდა, ამიტომ რეცეპტს პირდაპირ ავტორისგან გიზიარებთ. დაგჭირდებათ: თეთრი ხახვი ქამა სოკო თეთრი ღვინო სოიოს სოუსი ზეითუნის ზეთი (ან სხვა ზეთი) ნიორი მარილი რამდენიმე ღერი ოხრახუში დანარჩენს ვიდეორეცეპტში იხილავთ :) https://youtu.be/9Pv1v2WSavQ გემრიელად მიირთვით!

ქათამი აზიურად

ინგრედიენტები: 500 გრ. ქათმის ფილე 500 გრ. სოკოს მიქსი   მარინადისთვის: სოიოს სოუსი, ზეთი, ლიმონის წვენი,  წვრილად დაჭრილი კოჭა, ქინძი, ჩილი.   გარნირი: ბრინჯის (ან ლობიოს) ლაფშა.   მომზადება: ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოათავსეთ მარინადის სოუსში, ცელოფნით ჰერმეტულად შეფუთეთ (ან სპეციალურ ცელოფნის პარკში ჩადეთ, რომელიც სუპარმარკეტებში იყიდება) და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით (2 საათი მაინც გააჩერეთ) ქათმის ფილე მოათავსეთ ცხელ

სოკო ზღვის პროდუქტებით

ვისაც სოკო და ზღვის პროდუქტები უყვარს და თანაც, საჭმლის მოსამზადებლად ბევრი დრო არ აქვს, ეს რეცეპტი მისთვის მისწრებაა. დაგჭირდებათ: ზღვის პროდუქტის კოქტეილი - 450 გრ ქამა სოკო - 200 გრ კამა - 1 დიდი კონა ნიორი - ერთი თავი ხახვი - ერთი თავი პომიდორი (ჩერი) - 350 გრამი კარაქი - 30 გრ მარილი, შავი პილპილი და უცხო სუნელი -

ბრუსკეტები ქართულ-იტალიურად

რატატუი და ლუდი კაიზერი დღეს უგემრიელესი, თბილი ბუტერბროდის რეცეპტს გთავაზობთ. იდეალურია დილას, საუზმეზე თუ საღამოს, ლუდთან მისაყოლებლად. მომზადება ძალიან მარტივია, სულ 20 წუთი დაგჭირდებათ და თქვენს მენიუს ნოყიერი და ჯანსაღი ბრუსკეტები დაამშვენებს, ქართულ-იტალიური არომატით. ამისთვის პური, პომიდორი ჩერი (ანუ პატარა პომიდორები), სოკო, ბეკონი, ყველი და ერთიც ჩვეულებრივი პომიდორა საჭირო, ანუ ფაქტიურად -

ბიფსტროგანოვი

ხორცის მოყვარულები დააფასებენ ამ რეცეპტს და ამ კერძს. ძალიან ადვილია და ძალიან გემრიელიც. შეიძლება მომზადდეს სოკოთიც და მის გარეშეც. ამჯერად სოკოან რეცეპტს გთავაზობთ. 500 გ საქონლის მჭლე ხორცი 250-300 გ ქამა სოკო 200-250 გ არაჟანი 1ს.კ ფქვილი 1 ხახვი 2 ს.კ კარაქი ცოტა ტომატ-პასტა ან სახლის პამიდვრის საწებელი წითელი წიწაკა მარილი, შავი პილპილი საქონლის ხორცი თხელ ფირფიტებად დავჭრათ და დავბეგვოთ.

15 წუთში მომზადებული სოკოს მარინადი

სოკოს მარინადის მრავალ რეცეპტს შორის ეს იმითაა გამორჩეული, რომ ზუსტად 15 წუთში კეთდება და მეორე დღეს უკვე შეგიძლიათ მიირთვათ კიდეც. ძალიან გემრიელია და შეგიძლიათ სალათებს, ბუტერბროდებს დაამატოთ, ხორცის ფარშირებისთვის გამოიყენოთ ან აი, ასე, პირდაპირ მიირთვათ. მარინადი ნინო ფანჯაკიძის არაჩვეულებრივი რეცეპტის მიხედვით მოვამზადე, რომელიც რა ხანია ჩანიშნულ- შენახული მქონდა. უმჯობესია, წვრილი სოკოები შევარჩიოთ,

ფარშირებული პორტობელო

პორტობელოს  ნაცვლად  ქამა სოკოს გამოყენებაც შეიძლება. სოკოს ქუდები  უნდა იყოს დიდი ზომის. თაფლი ამძაფრებს ყველის არომატს და უფრო პიკანტურს ხდის.  მთლად იდეალურ, ევროპულ ვარიანტში, ყველი ობიანი უნდა იყოს : როკფორი, გორგონზოლა ან რაიმე ამდაგვარი, მწვანილსაც აღარ დაამატებთ.  თუ შიშობთ, რომ თაფლი დაატკბობს, დაგამშვიდებთ და გეტყვით - ტკბილი არ არის, მაგრამ

Top