თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სოიოს სოუსი"

სოკო კარამელიზებულ ხახვსა და ღვინოში

კიდევ ერთი მარტივი და გემრიელი რეცეპტი, რომელიც გურმანების გარდა, ვეგეტარიანელებსა და მემარხვეებსაც მოეწონებათ. მე თვითონ ვიდეორეცეპტის მიხედვით გავაკეთე, მაგრამ ფოტოაპარატი სახლში არ მქონდა, ამიტომ რეცეპტს პირდაპირ ავტორისგან გიზიარებთ. დაგჭირდებათ: თეთრი ხახვი ქამა სოკო თეთრი ღვინო სოიოს სოუსი ზეითუნის ზეთი (ან სხვა ზეთი) ნიორი მარილი რამდენიმე ღერი ოხრახუში დანარჩენს ვიდეორეცეპტში იხილავთ :) https://youtu.be/9Pv1v2WSavQ გემრიელად მიირთვით!

ბრინჯი ნაღებით და სოკოთი რიზოტოს მოტივებზე

მომზადების დრო: 20-25 წთ მასალა: ბრინჯი (ბასმათი ან parboiled) - 400 გრ ქამა სოკო: 200 გრ (8-10 ცალი) სტაფილო: 2 ც, საშუალო ზომის ნაღები: 80-100 გრ კარაქი: 30-40 გრ სოიოს სოუსი: 6-8 სუფრის კოვზი ხახვი: 1 თავი (საშ. ზომის) ზეითუნის (ან სხვა) ზეთი: 4-5 ს/კ მარილი, შავი პილპილი, ორეგანო, როზმარინი (1/2 ჩაის კოვზი, გემოვნებით) მომზადება: ეს კერძი რიზოტოს მოტივებზე გავაკეთე, ჩვეულებრივი parboiled

ხორცის ბურთები სოუსი ტერიაკით

ეს რეცეპტი აზიური სამზარეულოს მოყვარულებს მოეწონებათ. ქართული ტრადიციული გემოებისგან საკმაოდ განსხვავებულია, თუმცა გემრიელი. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან მოგვეწონა. ის საერთოდ ყოველთვის პოზიტიურად ხვდება ჩემს კულინარიულ ექსპერიმენტებს და განსხვავებულ კერძებსაც სიამოვნებით მიირთმევს. სამაგიეროდ, ჩემმა შვილმა აიბზუა ცხვირი.მაგრამ მას, საერთოდ იშვიათად მოსწონს რამე, რაც ტკბილი არ არის. ტერიაკი იაპონურ სამზარეულოში  საჭმლის მომზადების

ღორის ხორცი აზიურ მოტივებზე

პიკანტური, კონტრასტული და უცხო! სწორედ ასე დავახასიათებდი ამ კერძს. ერთდროულად ცხარეა და მოტკბო, თუმცა, ამავდროულად, ღორის ხორცის ბუნებრივი გემო მშვენივრად იგრძნობა.  მოკლედ, თუ ტრადიციული კერძები ცოტა არ იყოს მოგბეზრდათ, ხორცი გიყვართ და რაიმე ახალ არომატს ეძებთ, გამომყევით :) 1 კგ ღორის რბილი ხორცი მარინადისთვის: 2 ს.კ გახეხილი  ნედლი ჯანჯაფილი 3 ჩ.კ. ფორთოხლის მარმელადი 3 ჩ.კ.

ჭარხლის სალათი

ჭარხალი რომ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, ხომ იცით. მაგრამ რაღაც ვერ შევიყვარე მისი გემო. სულ ვცდილობ მენიუში ჩავრთო,მაგრამ ისეთი სახით რომ სასარგებლოსთან ერთად გემომაც დამაკმაყოფილოს.  ეს რეცეპტი იულია ვისოცკაიას ჟურნალში წავიკითხე.  ადრე მის გადაცემასაც ვუყურებდი ხოლმე, საინტერესო იყო, თუმცა, ვფიქრობ,  ცოტა არ იყოს ჯეიმი ოლივერის გავლენას განიცდის :) ამის მიუხედავად,  მისი

ქათმის ფრთები სოიოს სოუსით

ამ მარინადით შეგვიძლია შევწვათ როგორც ქათმის ცალკეული ნაჭრები, ასევე მთლიანად ქათამი. გირჩევთ ქათამი დაჭრათ და ისე დაამარინადოთ, უკეთ შეიწოვს ყველა არომატს. თუ მთლიან, დაჭრილ ქათამს მოამზადებთ, მარინადის რაოდენობა უნდა გაზარდოთ. 4 ცალი ქათმის ფრთა 2 ს.კ სოიოს სოუსი 1/2 ჩ.კ თაფლი ნივრის პატარა კბილი ½ ჩ.კ ხმელი ქონდარი წითელი წიწაკა, მსხვილად დაფქული მარილი 1 ს.კ ზეითუნის ზეთი   ერთმანეთში შევურიოთ

ღორის ხორცი ანანასით

ხორცთან ხილი ერთ-ერთ საუკეთესო შეხამებად მიმაჩნია. ექსპერიმენტებს არ ვერიდები და ხშირად ვამზადებ სხვადასხვა სახის ხორცეულს ფორთოხლით, ქლიავით, ვაშლით, კომშით, ალუბლით, ყურძნით, ლიმონით...  ცალკე თემაა საწებლები - ცოტა ხნის წინ მოცხარის საწებელი გავაკეთე, რომელიც შემწვარ ხორცთან და კარტოფილთან სრულ ჰარმონიაში მოვიდა. მიხვდით ალბათ, დღესაც ხილისა და ხორცის დუეტს გთავაზობთ, ძალიან წარმატებულს, მრვალგზის

ქათმის ფილე ფორთოხლის სოუსით

ძალიან მომწონს ხორცი (ფრინველის, საქონლის) სხვადასხვა ხილის სოუსებით, ამიტომ ექსპერიმენტებს არ ვერიდები. ამჯერად ფორთოხლიან ქათამს გთავაზობთ. 4 ნაჭერი ქათმის თხელი ფილე (1.5-2 სმ სისქის) 1 მოზრდილი ფორთოხალი 1-2 ჩ.კ სოიოს სოუსი 1 ს.კ (არა სავსე) სიმინდის სახამებელი 1/2 ჩ.კ პაპრიკა (ტკბილი ბულგარული წიწაკა) დანის წვერით დაფქული ჯანჯაფილი და დარიჩინი მარილი გემოვნებით ფორთოხალი გაფცქვენით, გადაინახეთ კანის 2 თხელი ანაჭერი, დაახლოებით

ღვიძლი სოიოს სოუსით

მასალა: 300 გრ ქათმის ღვიძლი 1-2 თავი ხახვი 2 კბ ნიორი ზეთი შესაწვავად 3-4 ს.კ სოიოს სოუსი მარილი და პილპილი გემოვნებით ცოტა მწვანილი კარგად გარეცხილი და გასუფთავებული მთლიანი ან ორად გაყოფილი ღვიძლები დადგით ცოტა ხნით, რომ ზედმეტი წყლისგან დაიწუროს. ტაფაზე გააცხელეთ ცოტა ზეთი, დაალაგეთ ღვიძლები და მაღალ ცეცხლზე სწრაფად დაბრაწეთ. თავის მიერ გამოშვებულ წყალს რომ ცოტა შეიშრობს, დაამატეთ სოიოს სოუსი,

ბრინჯი ტაილანდურად

[youtube http://www.youtube.com/watch?v=am3jy_KmD-Q&hl=ru_RU&fs=1] მართალია ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს ყველაფერი, მაგრამ არ დაგზარდებით და მაინც დავწერ: ტაფა გავაცეცხლოთ :) ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი, ჩავყაროთ წვრილად დაკეპილი ღორის ხორცი (ხბოს, ბატკნის, ქათმის, თევზის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ), ურიეთ გაუჩერებლად, დაუმატეთ ცოტა ცხიმი (ზეთი) და ჩაახალეთ კვერცხი, კვლავ ურიეთ, შემდეგ დააყარეთ წინასწარ მოხარშული და უკვე გაციებული ბრინჯი,

ღორის ხორცი სოიოს სოუსით

800 გრამი ღორის ხორცი 1კგ კარტოფილი 1 კონა ქინძი 0,5 ლ ბულიონისოუსისთვის: სოიოს სოუსი 100 მლ 2 ჩ.კ ფრანგული მდოგვი (დიჟონის ან მარცვლოვანი) მწიკვი მარილი და შაქარი პილპილი წითელი წიწაკა, დაფქვილი მომზადების წესი ხორცი დავამარინადოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტების სოუსში (სასურველია 24 საათი). ღუმელისთვის განკუთვნილ ღრმა ჭურჭელში მოვათავსოთ ხორცი და მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, დავასხათ ბულიონი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით

Top