თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სიმინდი"

ბრინჯი ბოსტნეულით და კარის ფხვნილით

ეს კერძი არაჩვეულებრივი გარნირია ქათმის ხორცისთვის, მაგრამ მის გარეშეც შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც დამოუკიდებელი კერძი.  კარის ფხვნილი თუ არ გიყვართ ან არ გაქვთ, უიმისოდ  მოამზადეთ, თუმცა ის ულამაზეს ყვითელ ფერს და დამახასიათებელ არომატს აძლევს.  კარის ფხვნილი (არსებობს კარის პასტაც) გახლავთ რამდენიმე სუნელის ნაზავი, თუმცა დამახასიათებელ ფერს და არომატს აძლევს მთავარი ინგრედიენტი კურკუმა.

ხორბლის სალათი იტალიურად

იტალიელებს ხომ ძალიან უყვართ ზეითუნის ზეთიანი მარინადები. ცოტ-ცოტას ყველაფერს ამარინადებენ - ბოსტნეულს, ყველს, არომატულ მცენარეებს, თევზს...   ამ სალათში სწორედ ზეითუნის ზეთში დამარინადებული წიწაკა გამოიყენება, რომლის რეცეპტის ნახვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ 1 ჭიქა კანგაცლილი ხორბალი, ბულგური (იყიდება მარკეტებში, სხვადასხვა ზომაზე დაღერღილი ან მთლიანი) 1 ცალი დამარინადებული წითელი წიწაკა (ან ყვითელი, ან ორივე) 4-5 უკურკო ზეთისხილი 100-150 გ

ბრინჯის და ყაბაყის სალათი

ეს მსუბუქი და მარტივი კერძი კარგა ხნის წინ გავაკეთე, თუმცა შემდეგ მივივიწყე და ბლოგზე ატვირთვა არ ვაღირსე, ფოტო არ მომწონდა...  ბოლოს მაინც გადავწყვიტე დამეწერა - ახლა მარხვაა და ვინ იცის, იქნებ გამოგადგეთ 600 გ ყაბაყი 150 გ  გრძელი ბრინჯი ½ ქილა სიმინდი დაკონსერვებული კამა პილპილი მარილი ნიორი სურვილით   ბრინჯი მოვხარშოთ ორმაგი რაოდენობის წყალში სანამ სითხეს მთლიანად არ დაიშრობს. რგოლებად

ბოსტნეულის რიზოტო

ეს კერძი თავისუფლად შეიძლება მომზადდეს ვეგეტარიანულ და  სამარხო ვერსიებად. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია რეცეპტიდან ამოიღებთ ყველს და კარაქს, ხოლო ბულიონს გამოიყენებთ ბოსტნეულისას. ბრინჯის სახეობებზე და რიზოტოს მომზადების სხვა დეტალებზე  ამ პოსტში  წაიკითხავთ.   1.5 ჭიქა რიზოტოს ბრინჯი 400 გ ბოსტნეულის მიქსი  ( აქ გაყინული მიქსია: კომბოსტო რომანესკო, მინი სტაფილო, მწვანე ლობიო, სოკო, ჩვილი სიმინდის ტარო) ½

კარტოფილის სალათი

არ მახსოვს, სად წავიკითხე ეს რეცეპტი. მგონი Just 5 things-ში, ან quick food-ში (მგონი ასე ჰქვია). პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს :) გეტყვით რომ გემრიელია, არც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და არც დიდი ხარჯებს. ჩვენ სიამოვნებით მივირთვით, თქვენც სცადეთ :) 2 ულუფისთვის 4 საშუალო კარტოფილი 4-5 ს.კ სიმინდი, დაკონსერვებული (ან ნედლი, მოხარშული, სეზონზე) 2 პამიდორი ბაზილიკის ფოთლები მარილი,

სიმინდის ბლინები

გემრიელ და მარტივად მოსამზადებელ საუზმეს რა სჯობს, მაგრამ ხომ არის მომენტები, იდეები რომ შემოგელევა და აღარ იცი რა შესთავაზო საყვარელ ადამიანებს?  ზოგჯერ, დილაობით, სანამ ვფხიზლდები, ვწესრიგდები და აზრზე მოვდივარ, სამზარეულოში შესვლამდე ვფიქრობ ხოლმე რა მოვამზადო საუზმედ. ვიხსენებ სადღაც ნანახ მადისაღმძვრელ ფოტოებს,სადღაც ამოკითხულ რეცეპტის ფრაგმენტებს, შემდეგ ჩემი მაცივრის თაროებს შევათვალიერებ და

სიმინდის ფუჩეჩში გამომცხვარი თევზი

ასეთი მეთოდით მომზადებული თევზი ძალიან ჯანსაღი და გემრიელია. მართალია სიმინდის ფუჩეჩი არ გამოიჩევა განსაკუთრებული არომატით,რაც თევზზე მოახდენდა გავლენას, თუმცა ეს არცაა საჭირო,რათა თევზის პირველადი გემო არ გადაიფაროს და დაიკარგოს. მარტივ კერძებში სწორედ ის მხიბლავს, რომ ყველა ინგრედიენტი საკუთარ გემოს და არომატს ინარჩუნებს, მთლიანობაში კი ჰარმონიული და გემრიელია :)  მე კალმახის

სუპი კრევეტით და სიმინდით

ეს არის უმარტივესი, მაგრამ ამავდროულად ძალიან გემრიელი სუპი კრევეტებით, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ, როცა კრევეტებს "ჩავიგდებ" ხელში. მოგეხსენებათ საქართველოში ეს ცოტა ძვირი და იშვიათი სიამოვნებაა. რეცეპტი ერთ ფრანგულ ბლოგზე ვნახე და მცირე ცვლილება შევიტანე, ქართული რეალობისთვის რომ მომერგო: მასალა: 500 გ კარტოფილი 300 გ ნედლი ან გაყინული სიმინდი (შეგიძლიათ კონსერვირებულით ჩაანაცვლოთ) 2-3 ნაჭერი ბეკონი 400-500 გ (გაყინული)

ბრინჯი ბოსტნეულით და ქათმის ხორცით

სწრაფად და ადვილად მოსამზადებელი გემრიელი კერძი.ინგრიდიენტები200 გრ ბრინჯი 1 ხახვი (საშუალო) 1 სატაფილო 2-3 ბულგარული წიწაკა, სხვადასხვა ფერის 5-6 ყვავილედი ყვავილოვანი კომბოსტო 4-5 ყვავილედი ბროკოლი 100-100 გრ ბარდა და სიმინდი (სურვილით) 6-7 ცალი ქამა სოკო (სურვილით) ხმელი ბაზილიკი პაპრიკა ცოტა ქონდარი, ხმელი პილპილი, მარილი მომზადების წესი ღრმა ქვაბში ( არა ემალის) ან ტაფაში მოშუშეთ ხახვი, დააყარეთ დაჭრილი ქათმის ფილე ან სხვა ნაწილი და

Top