თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სვანური"

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო სვანეთში

ხანდახან გენიალურობა რომ სიმარტივეშია, ამაზე ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შეთანხმდნენ. სვანურ საჭმელს რომ გასინჯავ, ეს ფრაზა აუცილებლად გაგახსენდება: ნაკლებად კრეატიული, მაგრამ ძალიან გემრიელი. სვანური კერძების უმრავლესობა კარტოფილი, ყველისა და ცომის ვარიაციებია. ყველი მჭადის ცომში, ყველი კარტოფილში, ყველი და კარტოფილი ცომში და ა.შ. მიზეზი გასაგებია. ზღვის დონიდან 2000 და მეტი მეტრის სიმაღლეზე

მერხელი – სვანური ჭინჭრის სუპი

რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ის ივნისის ნომერში (06/2015) ხოლო ვიდეოპრეზენტაცია შედგა ტელე-იმედზე, შუადღის შოუში არცთუ კარგი ამბავი გვჭირს ქართველებს: სუპების და ტკბილეულის არჩევანი გვაქვს ძალიან მწირი. ისტორიულმა ბატალიებმა თუ სამხრეთულმა ტემპერამენტმა ასე განაპირობა, რომ ჩვენი სამზარეულოს გენიალურობა მის სწრაფად მომზადებასა და სიმარტივეშია და არა კრეატიულობაში. თუმცა გამონაკლისები არის და კარგად დამალული რეცეპტები, სოფელ-სოფელ

ნამდვილი ჭვიშტარი [+ვიდეო]

  არ მახსოვს, უკვე გითხარით თუ არა, მაგრამ ჩვენს ბლოგს ახალი, უჭკვიანესი, უნიჭიერესი და უსაყვარლესი ახალი წევრი და ვიდეობლოგების წამყვანი: იოანე თათანაშვილი ჰყავს. იოანე 15 წლისაა, კომაროვის სკოლის მოსწავლეა, გიჟდება მათემატიკაზე და... კულინარიაზე :) უკვე რამდენჯერმე იყო სატელევიზიო გადაცემების სტუმარი და თანაწამყვანი. ახლა კი, გადაწყვიტა ინტერნეტში საკუთარი გადაცემა ჰქონდეს და რატატუის გუნდს შემოუერთდა. ჩვენ

კალმახის კუბდარი მესტიიდან

ნამდვილი სვანური კუბდარის შესახებ რატატუიზე კარგა ხნის წინ მოგიყევით, მერე კი მის გამარტივებულ ვარიანტზეც, ზარმაცებისთვის. დღეს მეილი გავხსენი და ძალიან საყვარელი წერილი დამხვდა, ირმა გირგვლიანისგან. ირმა გარდა იმისა, რომ ჩვენს ბლოგს ადევნებს თვალს, ჩემი ძალიან ახლობელი, უნიჭიერესი ადამიანია. წარმატებული ფინანსისტობის გარდა 4 შვილის დედა და კიდევ არაჩვეულებრივი კულინარიცაა. მოკლედ, ეს ყველაფერი იქით

კუბდარი ფენოვან ცომში

    კუბდარის რეცეპტი , რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, ჩვენს ბლოგზე უკვე დევს. ამჯერად მის გამარტივებულ ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც უფრო სწრაფად მზადდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელით მოზელილი საფუარიანი ცომის ნაცვლად ფენოვან ცომს ვიყენებთ. რასაკვირველია, როცა ვამბობ "სწრაფად", ვგულისხმობ, რომ ფენოვანი ცომს ამ შემთხვევაში მაღაზიაში ვყიდულობთ და მის გაკეთებაზე საათებს არ ვხარჯავთ, ან საკუთარი გაკეთებული ფენოვანი

ბებიას მარილი (a.k.a. სვანური მარილი)

სვანური მარილი, რომელსაც ქვემო სვანეთში ბებიას მარილსაც ეძახიან, სვანეთის სიამაყეა, მართლა :) უხდება ყველაფერს, კიტრი-პომიდვრის სალათით დაწყებული, შემწვარი გოჭით დამთავრებული. ზოგადად იდეალურია ხორცთან, უბრალოდ მოხარშულ ხორცს შეგიძლიათ ცოტა სვანური მარილი გადაუსვათ და ჩათვალეთ, რომ უკვე გენიალურად შეკმაზულ კერძს მიირთმევთ. თუმცა, ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ კარგი სვანური მარილი გქონდეთ და არა ის ყვითელი

მისი უდიდებულესობა – კ უ ბ დ ა რ ი

კ უ ბ დ ა რ ი (ორიგინალში - კუპტაარი) სვანური სამზარეულოს მეფედ ითვლება. არადა, ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული - პურში გამომცხვარი დაკეპილი ხორცი. ჩემმა გერმანელმა მეგობარმა გასინჯვამდე ცნობილ დონერ ქებაბსაც შეადარა. თუმცა, ერთი შეხედვით ეს მარტივი პური, სინამდვილეში არც ისე მარტივი მოსამზადებელია და იმისათვის, რომ სვანური სამზარეულოს შედევრი შექმნათ, სულაც არ

Top