თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "საუზმე"

სხვანაირი ყიყლიყო

ეს რეცეპტი ისეთი მარტივია, კარგა ხანს ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა გამოქვეყნება. თუმცა, დამწყებებს გამოადგებათ, გემრიელია, ზომიერად კალორიული და სასარგებლოც. თან ჩემსავით თუ დრო არ გყოფნით და სულ გეჩქარებათ, ნამდვილი მისწრებაა. მაშ ასე, ყიყლიყო. ცოტა მოდიფიცირებული ვერსიით :) ავიღოთ ორი კვერცხი (ან რამდენიც გშიათ იმდენი) ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან და თუ გნებავთ, პილპილთან ერთად. შემდეგ

შემწვარი სოსისი: გაბრაზებული აფრიკელი

სოსისი შეგიძლიათ შეწვათ ჩვეულებრივად, ან არაჩვეულებრივად. მაგალითად აი ასე <3   ამისთვის საჭიროა აიღოთ ჩვეულებრივი, რძიანი სოსისები და დასეროთ სპირალურად, როგორც ამ ფოტოზეა:   შემდეგ შეწვით ზეთიან ტაფაზე, ყველა მხრიდან:     გარნირი მოხარშეთ ცალკე, მაგალითად - წვრილი ვერმიშელი, ან თუნდაც ბრინჯი, რაც უფრო გეგემრიელებათ: მოათავსეთ გარნირი თეფშის შუაში, გარშემო კულულებად შემოუწყვეთ შემწვარი სოსისი, პირი და თვალები კი გარნირს დაახატეთ

საუზმე ვალენტინისათვის [+VIDEO]

აი ასე მარტივად და სწრაფად შეიძლება მოუმზადოთ საყვარელ ადამიანს საუზმე, ვალენტინობისათვის. ანდა, რატომ მხოლოდ ვალენტინობისათვის? ;) http://youtu.be/tHswfsqO4sg

ქერის ტკბილი ფაფა

მარცვლეული რომ ძალიან სასარგებლოა და აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს რაციონში, ყველამ ვიცით.  დილაობით მარცვლეული საუკეთესო საუზმეა - კარგად ანაყრებს, რთული ნახშირწყლების წყაროა და ენერგიაც დიდხანს გვყოფნის. რამოდენიმე სასარგებლო და გემრიელი ინგრედიენტის დამატებით სუპერ-საუზმეს მივიღებთ. მაშ, მოვამზადოთ ტკბილი ფაფა ქერით (იგივე "პერლოვკა " ) 1 ჭ ქერი (ჭიქა=250მლ) 2.5 ჭ წყალი 2/3 ჭ ქიშმიში ½ ჭ

სახლში მომზადებული “ნუთელა” – უ გ ე მ რ ი ე ლ ე სი და ძალიან მარტივი!

მას შემდეგ, რაც ეს რეცეპტი აღმოვაჩინე, შოკოლადის პასტებს აღარ ვყიდულობ! ისედაც ვიცოდი რომ მავნე უფრო იყო, ვიდრე სასარგებლო, მაგრამ მაინც მიყვარდა. განსაკუთრებით კარფურის შოკოლადიან-თხილიანი პასტა. ასეთ პასტებში თუ კრემებში დიდი რაოდენობით ცხიმი შედის და ძალიან ცოტა თხილი. განსაკუთრებით შემიწუხდა გული, როცა აღმოვაჩინე, რომ ეს ცხიმი არც მეტი არც ნაკლები - პალმის

იუფკა ხაჭოთი და ქიშმიშით

იუფკა (Yufka)  თურქული სიფრიფანა ლავაშია, რომელსაც დიდ რკინის ტაფაზე აცხობენ ფქვილის, მარილისა და წყლისგან  დამზადებული  ცომით. თბილისში მისი შეძენა თურქულ მაღაზიებშია შესაძლებელი, მაგრამ თუ ვერ იშოვით, ამ რეცეპტში სომხური ლავაშითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ (თუმცა ეს ორი ლავაში ერთნაირი არ არის!).   იუფკა სხვადასხვა ფორმით შეგხვდებათ: მართკუთხა, მრგვალი და სამკუთხედებად დაჭრილი.  სწორედ

გორდონ რამზის მიერ შთაგონებული ყიყლიყო კარამელიზებული ხილით

არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ მან შთამაგონა და მომანდომა ასეთი ყიყლიყოს მომზადება. ერთ დღეს, ტელევიზორის ეკრანზე თვალი შევასწარი, როგორ ფუსფუსებდა, თან აღფრთოვანებით საუბრობდა ამ საუზმის მთელ სიკეთეზე.   მაშინვე მომინდა გაკეთება. რა თქმა უნდა, პატივცემული გორდონი ყიყლიყოდ არ მოიხსენიებდა თავის ნახელავს, მაგრამ, რადგან ჩვენში კვერცხიან პურს ასე ვეძახით, მეც ასე

ბლინები შვრიით – შესანიშნავი საუზმე

შვრია ჩემთვის იდეალური საუზმეა. უკვე 9 წელია, ყოველ დილით მივირთმევ შვრიის ფაფას თაფლით.  ჩემგან განსხვავებით, ჩემს შვილებს ზოგჯერ ბეზრდებათ ასეთი საუზმე და უარს აცხადებენ მის ჭამაზე.  ამიტომ გადავწყვიტე მიწოდების ფორმა შემეცვალა. მათ საყვარელ ბლინებში (აქ ალბათ კიდევ მეტყვის ვინმე, რომ ამას ბლინი კი არა ოლადები ჰქვია ;) ) შვრია და

ბრინჯის ფაფა კარამელიზებული ხილით

უქმეებზე საუზმეც განსაკუთრებულია : ვიღვიძებთ გვიან, ცოტას ვნებივრობთ, შემდეგ ვამზადებთ რაიმე გემრიელს, მარტივს, მაგრამ განსხვავებულს :) ეს ბრინჯის ფაფაა, არაფერი განსხვავებული არ იქნებოდა რომ არა ეს კარამელიზირებული ხილი -ასე ლამაზი და გემრიელი ♥ 2-3 ულუფისთვის დაგვჭირდებათ: 1 ჭიქა (250) მრგვალი ბრინჯი 1 ჭიქა წყალი 2 ჭიქა რძე შაქარი გემოვნებით ვანილი ცოტა კარაქი ცალკე: 250-300 გ გაყინული ხილი, სხვადასხვა სახეობის

გრანოლა, სახლში მომზადებული იდეალური საუზმე

გრანოლას მომზადებისას ეკას რეცეპტით  ვხველმძღვანელობდი, მაგრამ მცირე ცვლილებები მეც შევიტანე. ჩირის ასორტი გავამრავალფეროვნე და დოზირებებიც ცოტა შევცვალე, ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე. გრანოლა შვრიის, ხმელი ხილის და ჩირეულის უგემრიელესი ნარევია, რომლის მომზადება სახლში მარტივად შეიძლება და მიუსლისა თუ სხვა მსგავსი დილის საუზმის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა.  უმჯობესია მსხვილფირფიტებიანი შვრია ავირჩიოთ, თუმცა ამ კონკრეტულ რეცეპტში წვრილი შვრიაა

სიმინდის ბლინები

გემრიელ და მარტივად მოსამზადებელ საუზმეს რა სჯობს, მაგრამ ხომ არის მომენტები, იდეები რომ შემოგელევა და აღარ იცი რა შესთავაზო საყვარელ ადამიანებს?  ზოგჯერ, დილაობით, სანამ ვფხიზლდები, ვწესრიგდები და აზრზე მოვდივარ, სამზარეულოში შესვლამდე ვფიქრობ ხოლმე რა მოვამზადო საუზმედ. ვიხსენებ სადღაც ნანახ მადისაღმძვრელ ფოტოებს,სადღაც ამოკითხულ რეცეპტის ფრაგმენტებს, შემდეგ ჩემი მაცივრის თაროებს შევათვალიერებ და

Top