სასმელი Archives |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სასმელი"

Yeni Raki – თურქული იენი რაქი ქართულ ბაზარზე შემოდის

იენი რაქი [Yeni Raki] ან უფრო ზუსტად, როგორც თურქი მენეჯერი წარმოთქვამდა იენ' რ 'ქ სწორედ ის თეთრი, მორძისფერო თურქული სასმელია, რომელიც ბევრს თურქეთში დასვენებისას გაუსინჯავს, ბევრს კი ბოლო დროს ესოდენ პოპულარულ თურქულ სერიალებში უნახავს. როგორც ჩანს, თურქმა მეზობლებმა ჩათვალეს, რომ საქართველოში თურქული სერიალების გარდა, იქაური კულტურა და უკვე სამზარეულოც საკმაოდ პოპულარულია

სანგრია

სანგრია ესპანური სასმელია, თუმცა არა მხოლოდ ესპანეთში ამზადებენ და მიირთმევენ. ტრადიციულად, წითელ ღვინოში ციტრუსი და სხვა ხილის ნაჭრები იყრება და ბრენდი ემატება. თუმცა, ინტერპრეტაცია გემოვნების ამბავია. ამ ვიდეოში სანგრიას სამ რეცეპტს იხილავთ: წითელი ღვინით და ხილით, თეთრი ღვინის  საზაფხულო ვერსიას და ჩაის არომატით. სცადეთ, გაიმრავალფეროვნეთ ზაფხული <3 თუ ზამთარი გლინტვეინის დროა, მზიან დღეებს ცივი

შოკოლადის ლიქიორი

ეს ზაფხულის არდადეგებიდან გამოყოლილი რეცეპტია.  წლების წინ, სურამში დასვენების დროს მასწავლა ერთმა ქალმა, რომელმაც ჩემს მეზობლად მცხოვრებ შვილიშვილს ჩამოაკითხა თბილისიდან დაბადების დღეზე და ეს ლიქიორიც ჩამოიტანა. ძალიან ქალური, კრემოვანი, გემრიელი სასმელია, ''გოგოშკურ'' შეკრებებს რომ მოუხდება ისეთი ;) 100გრ მუქი კაკაო 1 ქილა შესქელებული რძე, თეთრი 1,200 ლ.წყალი 1კგ შაქარი 300გრ სპირტი(არაყი არა) კაკაო , წყალი, შაქარი

ლიმონჩელო

საოცარი ქვეყანაა იტალია და საოცარია მისი სამზარეულოც.  ყველაფერი ასეთი მარტივი და გენიალური. სავსე ფერებით, არომატებით, მზით <3 . ალკოჰოლს თითქმის არასოდეს ვსვამ, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ლიმონჩელოს გაკეთება.  უფრო იმიტომ რომ ბევრი ლიმონი ვიყიდე, საღი, წვნიანი, სურნელოვანი :) ლიმონათებს ვაკეთებ და ქერქები ლიმონჩელოსთვის გადავინახე.  სხვათაშორის, ძალიან ადვილი გასაკეთებელია, ცოტა ხანგრძლივია, თორემ არავითარ

უალკოჰოლო სანგრია

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!  დაგვიანებული რეცეპტების სერიიდან ამჯერად უალკოჰოლო სანგრიას გთავაზობთ. დიახ, ასეთიც არსებობს ! არანაკლებად გემრიელია და კარგადაც აგრილებს. მერე რა, რომ ზაფხული დამთავრდა,  სიამოვნების მიღება არასდროსაა გვიან :) სანგრია ესპანელების საყვარელი სასმელია, რომელიც მზადდება ღვინით და სხვადასხვა ხილით. გამოიყენება როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინო,თუმცა ეს უკანასკნელი უფრო პოპულარულია. ღვინოში ყრიან დაჭრილ

პიტნის კოქტეილი

ეს კოქტეილი უკვე შევიყვანე ჩემი ფავორიტების სიაში. როცა ძალიან, ძალიან შემაწუხებს სიცხე, ვამზადებ (2-3 წუთი სჭირდება), ნელ-ნელა ვწრუპავ და  ვტკბები. უგემრიელესია! იმდენად ადვილია და უბრალო, თავიდან არც კი მეგონა ასე თუ მომეწონებოდა :)   აუცილებლად გააკეთეთ :) 2 ულუფა: 6-7  ღერი პიტნა (შეგიძლიათ შეცვალოთ პიტნის ზომის/გემოვნების მიხ.) 2 ს.კ შაქარი 1   ლიმონი 1/2ჭ ძალიან

მწვანე ლიმონათი

მოკლედ და კონკრეტულად, ეს კიტრისა და პიტნის ლიმონათია. რეცეპტი რომელიღაც რუსულენოვან ფუდ-ბლოგზე ვნახე ადრე, ვცადე და რომ გითხრათ რომ აღვფრთოვანდი, მართალი არ ვიქნები.  შემდეგ იგივე კომბინაციით, თუმცა ცოტა განსხვავებული ვერსია გემრიელი.ge-ის ფეისბუქის გვერდზე ვნახე. ფოტო იმდენად მიმზიდველი და ლამაზი იყო, ხელახლა გამიჩნდა გაკეთების სურვილი. ქართულ და რუსულ ვერსიებში განსხვავება ის

პიტნის ლიმონათი

ყველას მოგესალმებით :) ამ პაპანაქებაში გამაგრილებელ გემრიელ ლიმონათზე უკეთესს რას შემოგთავაზებთ!  პიტნის რამდენიმე ვარიაცია ავითვისე, სხვადასხვა ხილის არომატით,  ცხელი თუ ცივი წესით მომზადებული.  რომლებიც მომწონს,  დღის შუქსაც ვაღირსებ :D ესეც ერთ-ერთი მათგანი 1 პატარა კონა პიტნა 1 ლიმონი 50-70 გ შაქარი (ან გემოვნებით) 1.5 ლ წყალი ბევრი ყინული ქვაბში მოათავსეთ პიტნა და შაქარი. დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ

რეჰანის ლიმონათი ატმით

ზაფხულის პაპანაქებაში ასეთი სასმელები ნამდვილი მისწრებაა! ცივი, ყინულით სავსე, არომატული და გემრიელი.  შაქარი შეგიძლიათ ნაკლებიც დაამატოთ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. დაგჭირდებათ მხოლოდ რეჰანი, ატამი შაქარი და რა თქმა უნდა წყალი. 1კონა რეჰანი 1 ატამი 1.5 ლ.  წყალი 80-100 გ შაქარი დაჭრილი ატამი, რეჰანის ტოტები და შაქარი მოათავსეთ ქვაბში.  დაასხით მდუღარე წყალი, თავსახური დააფარეთ და ასე გააციეთ. შემდეგ

ტარხუნის ლიმონათი მარწყვით

არომატული მცენარეებისა და ხილის ლიმონათები ზაფხულში შეუდარებელია. ვამზადებ ყველაფრით და ყველანაირს: პიტნით, რეჰანით, ტარხუნით, ხილის სხვადასხვა კომბინაციებით, კიტრით (დიახ, კიტრით :) ) და რა თქმა უნდა ლიმონით.  ზოგი მომწონს, ზოგი ნაკლებად   ... ტარხუნის მძაფრ არომატს მარწყვი არბილებს და დასალევად უფრო სასიამოვნოს და მსუბუქს ხდის. შაქარი თქვენი გემოვნებით დაამატეთ, თუმცა მე

მარწყვის არომატული სასმელი

  როგორც ჩვენი ბლოგის ფეისბუქის გვერდზე გითხარით, ამ სასმელის გაკეთების იდეა  გადაცემა "შუა დღის"  კულინარიული ფოტოების თვალიერებისას  გამიჩნდა. იქ რამდენიმე რეცეპტი დევს, ცოცხალი ხილით და სხვა არომატული მცენარეების გამოყენებით. რადგან ახლა მარწყვის სეზონია და ყველას მიუწვდება ხელი ამ ხილზე,სწორედ მარწყვი ავირჩიე :) თან როგორ მიყვარს!  მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა და აუცილებლად

Top