სამარხვო Archives | Page 2 of 4 |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სამარხვო" (Page 2)

ბულგურის ტკბილი ფლავი

ვითვალისწინებ ჩვენი მკითხველების თხოვნას და ვცდილობ მოგაწოდოთ რეცეპტები, რომელიც მარხვის დროსაც შეგიძლიათ მიირთვათ. ეს ბულგურის ტკბილი ფლავია, ძალიან არომატული და გემრიელი. ბრინჯის ტკბილი ფლავის შთაგონებით მომზადებული. ბულგური ბევრგან იყიდება, ძალიან გემრიელია და თუ არ გაგისინჯავთ, გირჩევთ სცადოთ :)   1 ჭ ბულგური (საშუალო) 1/2  ჭ ნიგოზი, დაჭრილი 1 მუჭა ქიშმიში 50 გ კარაქი (სამარხვო ვერსიაში

ვაშლის ქრამბლი

ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება ვაშლისგან მოვამზადოთ ქრამბლია. უბრალოდ დავჭრით ვაშლს და დავაყრით ცომს, დიახ, სწორედაც რომ დავაყრით, რადგან გაბრტყელებაც კი არ სჭირდება. განსაკუთრებით გემრიელია თბილი, როგორც წესი, ნაყინთან ერთად, მაგრამ მე მის გარეშე მირჩევნია... 125 გ შაქარი 80 გ კარაქი (ან მცენარეული მარგარინი, სამარხვო ვერსიისთვის) 150 გ ფქვილი ვანილი 5 საშუალო ზომის ვაშლი, მომჟავო 1 ჩ.კ.

წითელი ღვინისა და შოკოლადის კექსი

რატატუის ფეისბუქ-გვერდზე ხშირად მთხოვენ სამარხვო რეცეპტებს. რადგან ჩემთან არავინ მარხულობს და არც ვეგეტარიენელი მყავს ვინმე, ამიტომ თამამად ვიყენებ ნებისმიერ ინგრედიენტს რაც მაქვს და მიყვარს.  მაგრამ ბლოგის გამო, გადავწყვიტე ამ პერიოდში სპეციალურად მოვამზადო ისეთი კერძები ან დესერტები, რომელსაც მომარხულეებიც მიირთმევენ. დღეს დესერტს შემოგთავაზებთ, რომლის მირთმევა თავისუფლად შეუძლიათ როგორც ვეგანებს, ისე მარხვაზე მყოფებს.  როგორც წესი,

უმი ბოსტნეულის სალათი

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად , ნაზამთრალ ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების მიწოდება სჭირდება. ბევრი ჩვენგანი ამავდროულად სხეულის ფორმაში ჩადგომაზეც იწყებს ზრუნვას და ცდილობს კალორიულ საკვებს მოერიდოს. ბოსტნეულის სალათები ასეთ დროს შეუცვლელია: ორგანიზმი მათგან უამრავ სასარგებლო ნივთიერებას იღებს, ამავ დროულად კი ასეთი საკვები დაბალკალორიული და ჯანსაღია.  სალათების მთელი ხიბლი ისაა, რომ აქ არ

ბოსტნეულის ბრაწულა – სამარხვო და ვეგეტარიანული

ვინც დიეტობს ან მარხვაზეა საგონებელში ვარდება ხოლმე, როდესაც საქმე ჯანსაღ კვებაზე მიდგება; აქ ხომ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია, საკვები მცირე რაოდენობით უნდა მიიღოთ, ცხოველური ცხიმები გამორიცხოთ და უფრო მკაცრი დიეტის დროს კი მარილიც კი ამოიღოთ. არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია მათთვის ვინც რაიმე მიზეზით იცავს დიეტას, განსაკუთრებით კი ბოსტნეულის დღეებში, რა მოვამზადოთ ბოსტნეულით  და ა.შ.

ბოსტნეულის სალათი

მარტივი და მსუბუქი სალათი მათთვის ვინც დიეტობს ანუ ჩემი დიეტის ერთ-ერთი მორიგი, ბოსტნეულის დღის ნამოღვაწარი :D დაგჭირდებათ:  3-4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი 200 გრამი - პომიდორი ჩერი 1 დიდი კონა კამა 1 დიდი თავი ხახვი 2 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ---------    

სამარხვო ნამცხვრები თაფლით

ეს ნამცხვარი გასინჯვისთანავე მომეწონა. დედაჩემისთვის უსწავლებია ერთ მეზობელს, მან კი მე მომიტანა :) ისეთი გემრიელი იყო, ვერც დავიჯერე თუ ასეთი ცოტა და მარტივი ინგრედიენტებისგან შედგებოდა.  თაფლი საოცარ არომატს აძლევს, ''პრიანიკების'' გემოც კი გამახსენა. თავისთავად თაფლიც მრავალნაირი არომატით არსებობს. თუ რეცეპტში კონკრეტული არომატის თაფლი არ არის მითითებული, უმჯობესია რბილი,ნეიტრალური გემოს თაფლი შეარჩიოთ.

ატმის სალათი ” ზაფხულის გაცილება”

ეს ზაფხული ისე გამეპარა, წესიერი დასვენებაც კი ვერ მოვასწარი. არა და რა გეგმები მქონდა ...    ისღა დამრჩენია, მომავალი ზაფხულისთვის შემოვინახო ჩემი გეგმები, ახლა კი მზის ჯერ კიდევ თბილი სხივებითა და შემორჩენილი  სეზონური ხილით დავტკბე. ხილი ჩემს მენიუში მხოლოდ დესერტი არ არის. დღესაც მაგალითად, ერთ სალათზე მოგიყვებით, რომელშიც სწორედ შემწვარი ხილია

ნესვის სორბე

ნესვი ჩემი საყვარელი ხილის სიაში არ შედის, იშვიათად მივირთმევ და მიმაჩნია, რომ სურნელი ბევრად უკეთესი აქვს ვიდრე გემო. ჩემი აზრით, დესერტებში, სასმელებსა და სალათებში მისი გემო უფრო მდიდრდება და დახვეწილი ხდება. ყოველ შემთხვევაში, ნესვის სორბე ნამდვილად ძალიან სურნელოვანი, საოცრად გამაგრილებელი და გემრიელი გამოდის :) საერთოდ სორბე ნაყინის შესანიშნავი ალტერნატივაა, თანაც უფრო

ბარდის სუპი პიტნით

რამდენი ხანია რაიმე გემრიელი წვნიანის რეცეპტი აღარ დამიდია აქ :)  ეს რეცეპტი ერთი კულინარიული წიგნის მიხედვით მოვამზადე, რომელიც მცირე რაოდენობის ინგრედიენტებისგან მარტივი კერძების მომზადებას ეძღვნება. მოკლედ, მათთვისაა, ვისაც ქურასთან დიდხანს დგომა და ბევრი ბოსტნეულის ჭრა არ ხიბლავს :) აქვე დავამატებ, რომ ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემმა წუნიამ დამატებაც კი მოითხოვა

აჯაფსანდალი

აჯაფსანდალის ეს ვერსია, უმარტივესია და სახელდახელოდ, მაქსიმუმ 15–20 წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ. მოამზადეთ ბადრიჯანი, გაფცქვენით, გნებავთ მთლიანად, გნებავთ ნაწილობრივ, დაჭერით სასურველი ფორმის ნაჭრებად, მე პატარა მრგვალ ნაჭრებად დავჭერი, შემდეგ წვრილად დაჭერით ნებისმიერი ფერის ბულგარული წიწაკა, და კარტოფილი პატარა კუბიკებად, რომ მალე მოიხარშოს კერძში. პომიდორს რაც შეეხება, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პომიდორის საოჯახო სოუსი, ასევე

შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

ბრიუსელის კომბოსტო გავარჩიოთ, შელახული ფოთლები შემოვაცალოთ და უხეში ყუნწები მოვათალოთ. გავრეცხოთ. მოვამზადოთ საკმაზი: საშუალო ზომის თასში ჩავასხათ სიმინდის და ზეთისხილის ზეთი, ასევე ძმარი და სანელებლები: ორეგანო, ბაზილიკი და მარილი. პარალელურად მოსახარშად დავდგათ გაფცქვნილი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი. საკმაზიან თასში ჩავყაროთ გარეცხილი ბრიუსელის კომბოსტოები და ამოვავლოთ კარგად; გავაცხელოთ ტაფა, რომელიც არ იწვავს, ცოტა სიმინდის ზეთი დავასხათ

Top