თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სალათი" (Page 2)

ჭარხლის სალათი

ჭარხალი რომ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, ხომ იცით. მაგრამ რაღაც ვერ შევიყვარე მისი გემო. სულ ვცდილობ მენიუში ჩავრთო,მაგრამ ისეთი სახით რომ სასარგებლოსთან ერთად გემომაც დამაკმაყოფილოს.  ეს რეცეპტი იულია ვისოცკაიას ჟურნალში წავიკითხე.  ადრე მის გადაცემასაც ვუყურებდი ხოლმე, საინტერესო იყო, თუმცა, ვფიქრობ,  ცოტა არ იყოს ჯეიმი ოლივერის გავლენას განიცდის :) ამის მიუხედავად,  მისი

ატმის სალათი ” ზაფხულის გაცილება”

ეს ზაფხული ისე გამეპარა, წესიერი დასვენებაც კი ვერ მოვასწარი. არა და რა გეგმები მქონდა ...    ისღა დამრჩენია, მომავალი ზაფხულისთვის შემოვინახო ჩემი გეგმები, ახლა კი მზის ჯერ კიდევ თბილი სხივებითა და შემორჩენილი  სეზონური ხილით დავტკბე. ხილი ჩემს მენიუში მხოლოდ დესერტი არ არის. დღესაც მაგალითად, ერთ სალათზე მოგიყვებით, რომელშიც სწორედ შემწვარი ხილია

საზამთროსა და ნესვის სალათი

როცა ეს სალათი გავაკეთე ჯერ ისევ ცხელოდა და ცივი ხილის მირთმევაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სამწუხაროდ ნაადრევად აცივდა  და საზამთრომაც დაკარგა აქტუალობა. ამიტომ ვყოყმანობდი, იქნებ არც ღირდა ახლა ამ სალათის შესახებ დაწერა. მაგრამ მეორე სეზონისთვის რეცეპტის შემონახვა უფრო დიდ უაზრობად მეჩვენა და ამიტომ ვწერ, იმ იმედით რომ ისევ დაცხება და შესაძლოა

სალათი ლეღვით

საქართველოში ძალიან პოპულარულია მაიონეზიანი სალათები.იმედია, არავინ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ  ეს რუსული კულინარიული გავლენა მგონია, რადგან სწორედ მათ უყვართ მაიონეზი ყველაფერში :) პიცაშიც კი...   მოსკოვში ყოფნისას, ერთ დიდ წიგნის მაღაზიაში შევიარე და მთელი კულინარიული სექცია გულდასმით დავათვალიერე, არჩევანი მრავალფეროვანია და საინტერესო, ნათარგმნიც და მათი დაწერილიც. საავტორო წიგნებში, რომელიც სხვადასხვა

ახალი კარტოფილის სალათი ორაგულით

რაც უფრო ზემოთ იწევს ტემპერატურა, მით უფრო ქვეითდება ჩემი შრომისუნარიანობა :( მაგრამ, რადგანაც ნებისმიერ ამინდში მოშიება გარდაუვალია,  რატომ არ უნდა მოვამზადოთ რაიმე ადვილი და გემრიელი? 2 ულუფისთვის: 4-5 საშუალო ზომის ახალი კარტოფილი 1 მომცრო კიტრი 1 პამიდორი (ჩერი უკეთესი იქნებოდა) 100 გ ყველი ფეტა (შეგიძლიათ შეცვალოთ) თხლად დაჭრილი შებოლილი ან დამარილებული ორაგული სოუსი: 2 ჩ.კ.ტარხუნის ძმარი 2 ს.კ ზეითუნის

ბერძნული სალათი

სალათ ცეზარის შემდეგ, ბერძნული სალათი ალბათ ყველაზე ცნობილია. მსუბუქი, გემრიელი, ადვილად მოსამზადებელი და ჯანსაღი. ძირითადი ინგრედიენტებია: სალათის ფოთლები კიტრი პამიდორი ყველი ფეტა ზეთისხილი (სასურველია კალამატა, მაგრამ სხვაც გამოდგება) წითელი ხახვი სოუსისთვის: ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის (ან ძმრის) ნარევი, რომელსაც ემატება 1 ჩ.კ. ხმელი ორეგანო, პილპილი, მარილი მწვანილის დამატება თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. დაჭერით სალათის ფოთლები, კიტრი, პამიდორი, ყველი და ხახვი

სალათი ”ვიტამინი”

ზაფხულის საუკეთესო საკვებად სწორედ ასეთი სალათები მიმაჩნია: მსუბუქი, გემრიელი და ვიტამინებით სავსე.  ამავდროულად, შესანიშნავად ანაყრებს ზედმეტი კალორიების გარეშე. თუ გადაწყვეტთ, რომ მოამზადოთ, მოიმარაგეთ: 2 ულუფისთვის 1 პატარა კონა სალათის ფურცლები, ნებისმიერი სახეობა, რომელიც გაქვთ 1 პამიდორი 1 მომცრო კიტრი 1 ვაშლი ცოტაოდენი ოხრახუში და რეჰანი ყველი , თხელ ფირფიტებად ათლილი ( მე მქონდა ედამერი) სოუსი: 1 ს.კ ლიმონის წვენი,

სალათი ქათმით და გრეიფრუტით

მარტივი სალათების სერიას ვაგრძელებთ :) გრეიფრუტი სალათში ძალიან პოპულარული და გემრიელია. ყველაზე ხშირად, , მას კრევეტებიან სალათებში ამატებენ. ამ ჯერად ქათმის ფილეთი მოვამზადე და პიკანტური გემისთვის ობიანი ყველი დავურთე. ყველაზე გავრცელებული ობიანი,იგივე ლურჯი ყველი, როგორც ხშირად უწოდებენ, როკფორი და გორგონძოლაა.  თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ის სახეობა, რომელიც უფრო მოგწონთ და

მარტივი სალათი ბეკონით

დღეს Larousse-ის  Cuisine facile-ს ვფურცლავდი. აქ უამრავი მარტივი და გემრიელი რეცეპტია თავმოყრილი. ეს სალათიც სწორედ ამ წიგნიდან ამოვარჩიე დღევანდელი მენიუსთვის. წიგნის მიხედვით სალათი ფრისე იყო საჭირო, მაგრამ ხომ იცით, თბილისში, სამწუხაროდ განებივრებული არ ვართ ბოსტნეულის მრავალფეროვნებით. სადღაც ამოვიკითხე, რომ აქაც  ყოფილა რამდენიმე მაღაზია, სადაც შეიძლება შეიძინოს კაცმა ჩვენთან ნაკლებად გავრცელებული

მწვანე სალათი მარტივად

მარტივად სწრაფად და იაფად სალათის გაკეთება ყოველთვის შეიძლება, თუ ერთი-ორი ბალახი მოგეპოვებათ სახლში. ამ სალათებს სახელი არ აქვს, რადგან განსაკუთრებულ შედევრს არცერთი არ წარმოადგენს, მაგრამ მთავარია, რომ ცოცხალი ვიტამინების მიღების კარგი და გემრიელი საშუალებაა. ამჯერად მხოლოდ მწვანე ბოსტნეული გამოვიყენე: კიტრი სალათის ფურცლები მჟაუნა მწვანე ხახვი ზეთი, ძმარი, სუნელები გემოვნებით (ან სვანური მარილი) და - მარილიანი იმერული ყველი პროპორციები გემოვნებით

ფარფალე გრეიფრუტით და კრევეტებით

მასალა: 200 გ პასტა ფარფალე 1 მოზრდილი გრეიფრუტი 200-250 გ კრევეტები (თუ მეტი გაქვთ, უკეთესია) 1 თავი წითელი ხახვი ცოტა კამა ან მწვანე ხახვი ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი 1-2 კოვზი წითელი ხიზილალა მოხარშეთ ფარფალე წესისამებრ მარილიან წყალში, გადაწურეთ და ცოტა ზეითუნის ზეთი მოასხით. კრევეტები 3-4 წთ ჩაყარეთ მდუღარეში და გადაწურეთ, თუ გასარჩევია გაარჩიეთ გრეიფრუტი გაფცქვენით, დაანაწევრეთ და ლებნებს

სტაფილოსა და ტარხუნის სალათი

ეს სალათი მოსამზადებლად ძალიან მარტივია, არც ინგრედიენტია ბევრი და არც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს და რაც მთავარია - ძალიან გემრიელია და სასარგებლო. სალათის მოსამზადებლად გვჭირდება: 4-5 დიდი სტაფილო 1 შეკვრა ტარხუნა 1 შეკვრა სალათის ფოთლები 3-4 ც. მწვანე ხახვი (უამისოდაც შეიძლება) 100 გრამი მაიონეზი მარილი, შავი წიწაკა, ძმარი ან ლიმონი - გემოვნებით თავდაპირველად, სტაფილოს ვხეხავთ აუცილებლად მსხვილ სახეხზე. შემდეგ

Top