თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Posts tagged "სალათი"

Hard Rock Cafe: ლანჩი ამერიკულად [13 ფოტო]

ჰარდ როკ კაფეს გახსნას თბილისში გვარიანი აჟიოტაჟი მოყვა. ერთმა - ძვირიაო, მეორემ - სამაგიეროდ რამხელა პორციებიაო, მესამემ - მერე რა ამბავია ამხელა პორციებიო, მეოთხემ - ამერიკაში სულ მანდ დავდიოდი და რა მაგარია ამიერიდან თბილისშიც რომ გვექნებაო.. მოკლედ, სულ რამდენიმე კვირაში ჰარდ როკ კაფემ მოხსნა პოპულარობის ის მწვერვალი, რომელიც ალბათ მხოლოდ H&M ან სტარბაქსის

Strada: ლანჩ-მენიუ 10 და 14 ლარად

სტრადა - ჩვენს მიერ ბოლოს დროს ამოჩემებულ ადგილთაგან ერთერთი. უჩვენოდაც გეცოდინებათ. სტრადა სულ 2 წელია რაც გაიხსნა და უკვე 2 წელია თბილისის ტოპ-რესტორნების რიცხვშია. თავიდანვე თამამი კონცეფციით დაიწყეს, ყველაფერი ხარისხიანი ანუ არცთუ იაფი, ხოლო ადგილმდებარეობა - ქალაქის ცოცხალი და ცენტრალური ნაწილიდან შორს, ქავთარაძის და ვაჟას ბოლოში. აბა ვინ მივიდოდა იქ? მაგრამ კი

თოვლიანი ბათუმის ლანჩ-მენიუ

ვისაც 2016 წლის დამდეგს ბათუმი არ გინახავთ, ჩათვალეთ, რომ ბათუმი საერთოდ არ გინახავთ. ზაფხულის გიჟური ტემპის, გადატვირთული ქუჩების, პაპანაქება სიცხის და ნოტიო ჰაერის ქალაქიდან იანვრის დასაწყისში ბათუმი თეთრ, ქათქათა, აი სწორედ იმ ქალაქად გადაიქცა, ცნობილ სიმღერაში რომაა. ცისფერი ზღვა, ფიფქებით დაბურული ცა, ქათქათა ნაპირი, დათოვლილი ნავები პორტში და ნაძვები ქუჩებში <- ეს

ცეზარი ქათმით, სოკოთი, ბეკონით და ოთხნაირი სალათით [VIDEO]

ჩვენი ბლოგის დღევანდელი სტუმარი ისევ უნიჭიერესი ვოი, რესტორან "ოილ დროფის" პატრონი და შეფმზარეულია. რეცეპტი კი - საქართველოში ყველაზე პოპულარული სალათი - ცეზარი. ალბათ იცით, რომ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში კარგად ფეხმოკიდებული ცეზარი საკმაოდ განსხვავდება იმ ცეზარისგან, რომელიც ავტორმა თავდაპირველად მოიგონა. თუმცა, ჩვენ ხომ კულინარიაში შემოქმედების თავისუფლებას პირველ ადგილზე ვაყენებთ, ამიტომ

სალათი ავოკადოთი და კრევეტებით

დღეს ძალიან მსუბუქი, გემრიელი, ჯანსაღი საზაფხულო რეცეპტი მაქვს თქვენთვის.  სალათები ხომ საუკეთესო საკვებია ასეთ სიცხეში. მომზადებისას,  წარმოიდგინეთ რომ სადმე სანაპიროზე ზიხართ, კონდიციონერიდან მობერილი სიგრილე ოკეანის სიოა, კრევეტები სულ ახალი დაჭერილია და ავოკადოც მხოლოდ გუშინ მოწყვიტეს ხიდან.  აი, უკვე ორმაგად გემრიელია :)     ნებისმიერი სახეობის სალათის ფურცლები  ან სხვადასხვა სალათის მიქსი, რომელიც გიყვართ 20-24

შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

ეს პატარა სახალისო კომბოსტო პირველად თურქეთში გავსინჯე და შევიყვარე რამდენიმე წლის წინ.  მას შემდეგ, როცა თბილისშიც მხვდება, ყოველთვის ვყიდულობ და სხვადასხვანაირად ვამზადებ, საუკეთესო შედეგის ძიებაში. ბრიუსელის კომბოსტო საქართველოშიც ნელ-ნელა ხდება პოპულარული.  სხვა ბოსტნეულთან ერთად,  ძალიან გემრიელია ბრინჯთან, წვნიანში ან ცალკე შემწვარი.  შეგვიძლია შევწვათ სხვა და სხვა ბოსტნეულთან. ამჯერად სწორედ შემწვარი კომბოსტოს

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი

ცოტა ხნის წინ სადღაც წავიკითხე, რომ ყვავილოვანი კომბოსტო მეცნიერების ჯგუფმა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო და აუცილებელ პროდუქტად დაასახელა. მანამდეც მიყვარდა ეს გემრიელი ბოსტნეული, მაგრამ ამის შემდეგ ყოველთვის მაქვს მაცივარში. ის ხომ უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ამასთან დაბალკალორიულია,გემრიელია და მარტივად მოსამზადებელი. მე პირადად ბოსტნეული უმი სახით უფრო მომწონს, ვიდრე ჩათუშული ან შემწვარი,

ხორბლის სალათი იტალიურად

იტალიელებს ხომ ძალიან უყვართ ზეითუნის ზეთიანი მარინადები. ცოტ-ცოტას ყველაფერს ამარინადებენ - ბოსტნეულს, ყველს, არომატულ მცენარეებს, თევზს...   ამ სალათში სწორედ ზეითუნის ზეთში დამარინადებული წიწაკა გამოიყენება, რომლის რეცეპტის ნახვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ 1 ჭიქა კანგაცლილი ხორბალი, ბულგური (იყიდება მარკეტებში, სხვადასხვა ზომაზე დაღერღილი ან მთლიანი) 1 ცალი დამარინადებული წითელი წიწაკა (ან ყვითელი, ან ორივე) 4-5 უკურკო ზეთისხილი 100-150 გ

ბროკოლის სალათი იტალიურად

დაახლოებით 2 წლის წინ, ბლოგის ერთ-ერთმა მკითხველმა, ქეთი მაღლაკელიძემ ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გამიკეთა და იტალიელი შეფ-მზარეულის, ჯინო დ'აკამპოს წიგნი მაჩუქა. მისი ეს ჟესტი, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნო იყო  ჩემთვის და დღემდე, როცა ამ წიგნს ვშლი, მადლიერების გრძნობა მავსებს :)  წიგნის გარდა უგემრიელესი ფორთოხლის მარმელადი და არომატული ჩაის ნაკრებიც გამომიგზავნა. კულინარიის სიყვარულმა,

სალათი ისპანახით

ბოლო დროს ისპანახი ძალინ შემიყვარდა. ალბათ იმიტომ რომ ბოლომდე გავაცნობიერე მისი სარგებლიანობა. ვცდილობ შევიყვარო პროდუქტები რომლები ორგანიზმისთის სასარგებლო და ჯანსაღია.  მაგრამ ფხალი ან კარაქში მოშუშული არ მიზიდავს, უფრო ცოცხალი. ამიტომ სალათის ფოთლები ისპანახით ჩავანაცვლე. მთავარია ქორფა და საღი ფოთლები იყოს, რომელიც ძალიან გემრიელი და ხრაშუნაა.  ისპანახის კრემ-სუპიც ძალიან გემრიელია 100 გ

უმი ბოსტნეულის სალათი

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად , ნაზამთრალ ორგანიზმს ვიტამინებისა და მინერალების მიწოდება სჭირდება. ბევრი ჩვენგანი ამავდროულად სხეულის ფორმაში ჩადგომაზეც იწყებს ზრუნვას და ცდილობს კალორიულ საკვებს მოერიდოს. ბოსტნეულის სალათები ასეთ დროს შეუცვლელია: ორგანიზმი მათგან უამრავ სასარგებლო ნივთიერებას იღებს, ამავ დროულად კი ასეთი საკვები დაბალკალორიული და ჯანსაღია.  სალათების მთელი ხიბლი ისაა, რომ აქ არ

ორაგული სკანდინავიურად, არყიანი სოუსით და ოხრახუშის სალათი

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურადაც გეჩვენოთ ასეთი შეხამება, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რა არის აქ უჩვეულო? არაყი და ორაგული - ჩრდილოეთის ქვეყნების ნაციონალურ სამზარეულოში ძალიან პოპულარულია და იქაური ცივი ამინდების გამათბობელი :) მომზადება რომ გადავწყვიტე, გამოგიტყდებით, ცოტა ეჭვი მეპარებოდა საბოლოო შედეგის წარმატებაში.  მეშინოდა ,  თევზიც არ გამეფუჭებინა, ჩემი საყვარელი  ვარდისფერი და საოცრად

Top